planetanews Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg კავკასია: შესავალი/თომას დე ვაალი შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ეს სივრცე, მშვენიერი, ნაყოფიერი და მთიანი, უამრავი ომის მიზეზი გამხდარა. სულ ახლახანს ასეთი ომი 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა. ეს არც იყო გასაოცარი: თვეების მანძილზე გრძელდებოდა უკიდურესი დაძაბულობა პრო-რუსული ანკლავების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. მაგრამ, როგორც თომას დე ვაალი აღნიშნავს, ყველა ომი კავკასიაში წარსულსაც უკავშირდება და აწმყოსაც. ამიტომ იმისთვის, რომ რეგიონის არსს ჩასწვდე, მისი ისტორია უნდა იცოდე. დე ვაალი, ყოფილი ჟურნალისტი (ერთ დროს ის The Economist-ისთვისაც წერდა) ახლა ვაშინგტონში, ორგანიზაციის Carnegie Endowment for International Peace-ის კავკასიის ექსპერტია. უფრო კონკრეტულად კი ის აზერბაიჯანისა და სომხეთის, აგრეთვე ჩეჩნეთის სპეციალისტია. სწორედ ამ თემებს მიეძღვნა მისი წინა ორი წიგნი. საწყენია, რომ მან თავის ბოლო წიგნში ადგილი ვერ დაუთმო ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიას, რომელიც დღემდე რუსეთის ყველაზე სახიფათო და არასტაბილურ რეგიონად რჩება. მაგრამ როგორც ცხადი, ლაკონური გზამკვლევი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამ წიგნზე უკეთესის მოძიება რთული იქნებოდა. ავტორი რეგიონის ზოგად ისტორიას მოკლედ აღწერს, მაგრამ მაინც პოულობს განსაკუთრებულ მომენტებს (კავკასია ამაყობს იმით, რომ აქ მსოფლიოს ენათა ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა; აზერბაიჯანი 1900 წელს მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მომპოვებელი ქვეყანა იყო). მაგრამ თხრობა მართლაც გაგიტაცებთ იმ მომენტიდან, როდესაც რუსეთის 1917 წლის რევოლუციამ, სამ ამიერკავკასიურ რესპუბლიკას ხანმოკლე დამოუკიდებლობა მოუტანა. ბოლოდროინდელ მოვლენათა გათვალისწინებით, შთამბეჭდავია იმის აღმოჩენა, რომ მენშევიკურმა საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოსაერთებლად 1918 წელს სასტიკი ომი გადაიტანა. თუმცა საბოლოოდ წითელმა არმიამ დაიბრუნა კონტროლი და სამივე რესპუბლიკა სწაბჭოთა კავშირის ნაიწლი გახდა.მართალია, სტალინი ქართველი იყო, მაგრამ რეგიონი მის სისასტიკეს ვერ გადაურჩა. თუმცა საბჭოთა კავშირის უმეტეს რესპუბლიკებთან შედარებით, კავკასიის გამოცდილება არც ისე ცუდი იყო, რადგან ის ძირითადად გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს, ხოლო მოგვიანებით ელიტების საყვარელ სივრცედ იქცა. უცნაურია, მაგრამ რუსეთის სამ უკანაკნელ საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს დედაქალაქთან, თბილისთან აქვს კავშირები (დღეს მოქმედი მინისტრის, სერგეი ლავროვის დედა აქაური სომეხია). სამწუხაროა, მაგრამ ამის გამო რუსეთი საქართველოსადმი უფრო მეგობრულად განწყობილი არ გამხდარა. ბევრი დღევანდელი პრობელმა სათავეს საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან, 1990-იანი წლებიდან იღებს. აქაური ინტელინგეციის ზოგიერთი წარმომადგენლის წაქეზებით, ნაციონალიზმმა იფეთქა, რაც საქართველოს შიგნით და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომების მიზეზი გახდა. მათი შედეგია დღევანდელი გაყინული კონფლიქტები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბახში. ამ ტერმინს დე ვაალი სამართლიანად აკრიტიკებს: სამხედროები ყარაბახის ფრონტის ხაზზე ხშირად იღუპებოდნენ, ხოლო 2008 წლის ომმა დაადასტურა ის, თუ რამდენად მალე შეიძლება მივიდეს დუღილის წერტილამდე გაყინული კონფლიქტები. დე ვაალი ხაზს უსვამს დასავლეთის უგულისყურობას. 1990 -იან წლებში, მუიხედავად იმისა, რომ ის დაინტერესებული მხარე იყო, რუსეთს ხელში ჩაუგდეს საზავო შეთანხმების მეთვალყურეობა და სამშვიდობო ძალების უზრუნველყოფა. ათი წლის შემდეგ დასავლეთმა ჭკუა დაკარგა მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ”ვარდების რევოლუციის” გამო, ქვეყნის ნატოში მიღებაზე ალაპარაკდა, მაგრამ ვერ შესძლო სააკაშვილის დახმარება მაშინ, როდესაც მან ზედმეტად ბევრი აიღო თავის თავზე და 2008 წლის კატასტროფული ომის პროვოცირება მოახდინა. დასავლეთმა ახლაც არ იცის, რა მოიმოქმედოს. საუბრები ნატოს გაფართოვებაზე შეჩერდა; ბრიუსელში აღარავინ ფიქრობს მებრძოლი რესპუბლიკების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც კი. შესაძლოა ყველაზე კარგი მათთვის ის იქნება, თავისი ხანგრძლივი ისტორიიდან გარე ძალების ჩარევასთან დაკავშირებით დასკვნები გააკეთონ და საკუთარ თავს მიხედონ. აი აქ, დე ვაალი მიხეილ სააკაშვილისადმი მცირეოდენ უსამართლობას იჩენს. როგორც ომმა აჩვენა ის ჯიუტი და ავტოკრატულია. მაგრამ მან საქართველოს მოდერნიზება განახორციელა და რეფორმები ჩაატრა, თავიდან მოიცილა საბჭოთა მემკვიდრეობის ნარჩენები. თუ სომხეთი და აზერბაიჯანი მას მიბაძავენ, კავკასიას ჯერ კიდევ შეუძლია კეთილდღეობას მიაღწიოს – ეს კი დანამდვილებით მისი ფესვმოკიდებული კონფლიქტების გადაწყვეტის საუკეთესო გზაა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts