Jump to content
Planeta.Ge

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


Recommended Posts

მე გუშIნ რენდგენი გადავიღე და ვა რა გული აგქვსო -ქვაო ქვაQ ექიმმა:( გასკდით რა ვინმე შურით!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უჰ გამეცინა და რაცხა გულმა ჩხვლეტა დამიწყო..ნეტა რატ..ო.....ო......

მიშ...ეთ:D..........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

T_A_T

გუშIნ რენდგენი გადავიღე და ვა რა გული აგქვსო

გულზე რენტგენს იღებენ? თუ ექოსკოპიის პონტში კეთდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
  • 1 month later...

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები გამოწვეულია სხვადასხვა პათოლოგიებით. დაავადება შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც (ახალშობილებსაც კი) აღმოაჩნდეთ.განსაკუთრებით სარისკოა ასაკის (35 წლის ზემოთ) და სტრესის თანხვედრა. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს, რაც ადრეული გულსისხლძარღვთა დაავადებები სწორედ მემკვიდრულ პათოლოგიებს შეიძლება მივაკუთვნოთ.

 

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები კერძოდ კი ათეროსკლეროზი გამოწვეულია სხავადასხვა ფაქტორებით, რომელიც დამაზიანებლად მოქმედებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე (სისხლძარღის შიგნითა კედელიზე). ეს შეიძლება იყოს ჰიპერქოლესტერმია, არტერიული ჰიპერტეზია, შაქრიანი დიაბეტი, ადინამია, სიმსუქნე, იმნოლოგიური დაზიანება, თამბაქოს ჭარბი წევა.... ასევე გამოითქვა მოსაწრება რომ ათეროსკლეროზის განვითარება დაკავშირებულია Chlamida Pneumoniae-თი ინფიცირებასთან...

 

ჯანმრთელი ადამიანის სისხლი თავისუფლად მიედინება არტერიებში, აღწევს სხეულის ყველა ნაწილს და ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. სისხლში არსებული ჭარბი ქოლესტერინი სისხლძარღვის შიგნითა ზედაპირზე ილექება და წარმოქმნის, ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც შეიცავენ ცხიმსა და კალციუმს. დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზული ფოლაქის ზედაპირზე ილექება თრომბოციტები (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის ელემენტები) და ცილები. ჩნდება თრომბი. თრომბი, მეტად ავიწროებს არტერიის სანათურს, ასევე შეიძლება თრომბს მოსწყდეს რაღაც ნაწილი, რომელიც მანამ იცირკულირებს სისხლში სანამ სადმე სისხლძარღვში არ გაიჭედება. როცა ორგანოს (ან მის ნაწილს) სისხლი აღარ მიეწოდება ის კვდება. გულის მკვებავი სისხლძარღვის დაზიანებისას მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება, ხოლო თუ ათეროსკლეროზმა თავის ტვინის მკვებავი არტერია დააზიანა, მოსალოდნელია ინსულტი. დაავადება წლობით მიმდინარეობს, ნელ-ნელა პროგრესირებს და უფრო და უფრო მეტ სისხლძარღვს აზიანებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

 

გულზე რენტგენს იღებენ? თუ ექოსკოპიის პონტში კეთდება?

იმისდა მიხედვით თუ რა აინტერესებთ კეთდება ექოკარდიოგრაფია და/ან ელექტროკარდიოგრაფია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე წურბელებით ვმკურნალობ, ხვალ მოერეჯერ მივდივარ,

დურემარჩიკთან,

ნუ, რია ვი, მაგრად დამიგდო, წნევა ვიგულისხმე ბუნებრივია,

თავს კარგად ვგრძნობ, მითხრა 5 ჯერ მოდია,

სეანსი 30 ლარი,

ავერსში ვიყავი მანამდე, კარდიოგრამა კარგი, სისხლის ანალიზი არ ამიღია,

ვიყიდე 9 ლარიანი ბარათი 20-25 პროცენტიანი ფასდაკლებებია,

მაგრამ ვინაიდა დურემარჩიკთან დავდივარ გადავწყვიტე მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის მანძილზე არ ავიღო ანალიზი სისხლის, ვინაიდა სხვა სურათი იქნება ალბათ,

მაქვს იმედი გიპერტონია არ შემაწუხებს,

ვზივარ დიეტაზე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვზივარ დიეტაზე

რა ტიპის დიეტაზე ხარ დაწერე აბა. მეც მიწევს ხოლმე ხანდახან წნევა, ძალიან უმოძრაოდ ვარ ბოლო ერთი წელია და წონაც ავკრიფე :user: უნდა დავიწყო მეც წონის დაკლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვარჯიში ხალხო, აუცილებელი არაა ოღონდ დაცემამდე ივარჯიშოთ. მანქანა გYავს მითუმეტეს, იარე ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე, გააჩრე სადმე და ისეირნე ბოლობოლო თუ სირბილი არ გინდა, შემდეგ გამამხნევებელი ვარჯიშები და მორჩა. მოუკელი ცხიმს და მარილს, დაბრაწულს... დაეძალე ბოსტნეულს. იარე პიკნიკებზე, იარე ფეხით ბევრი... ქალაქგარეთ სეირნობაში ძაღლი დაგეხმარება თუ მარტოს გეზარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სვხათაშორის ვარჯიში კარგია სანამ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები განვითარდება

 

სიტყვაზე ინფარქტგადატანილმა რომ ვარჯიში დაიწყოს არ არის რეკომენდებული

საერთოდ ფიზიკური დატვირთვა არ არის რეკომენდებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

utilizatori

საერთოდ ფიზიკური დატვირთვა არ არის რეკომენდებული

ვერ გავიგე ჯანმრთელებისთვი არ არის რეკომენდირებული თუ ვინც ინფარქტი გადაიტანა ის არ უნდა დაიტვირთოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 years later...

Daxmarebistvis madloba :)

ნუ ახლა, მე არაფერი ახალი არ მითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ მეტი ვერაფრით დაგეხმარები.. :) მემგონი გულის წნევა გაწუხებს უფრო, ხო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...