Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 22 ოქტომბერი


Recommended Posts

22 ოქტომბერს, 09:30 საათზე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი ნატოს ელჩებს შეხვდება.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. #7(ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, III კორპ.)

 

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პროკურატურის ინიციატივით, “დედა ენის” ბაღში დასუფთავების აქცია მოეწყობა.

 

22 ოქტომბერს, 11.00 საათზე, საქართველოს, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი უცხოელ სტუმრებთან ერთად ეწვევა.

 

22 ოქტომბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და “ინტელის” ვიცე-პრეზიდენტი ჯონ დევისი ხელს მოეწერენ მემორანდუმს “კომპიუტერი ყველასთვის ” პროექტის შესახებ.

მის: უზნაძის ქ. №52

 

22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, განათლების სამინისტროში ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილე ელიზაბეტ რუზველტთან შეხვედრა გაიმართება.

მის: უზნაძის ქ. №52

 

22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პარლამენტის წევრებისთვის, ფინანსური ზედამხედველობის საკითხებზე, ერთდღიანი სემინარი გაიმართება.

 

22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრები დანიური არასამთავრობო ორგანიზაცია SILBA-ს დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ეწვევა.

 

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში პედაგოგებთან შეხვედრას გამართავენ

თემა: “პედაგოგების სადაზღვევო დისკრიმინაცია”.

 

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, “ქრისტიან-დემოკრატები” წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას მოითხოვენ.

მის: ქუთაისი, საფიჩხია, გელათის ქუჩა

 

22 ოქტომბერს, 13.00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

მის: ცაგარელის ქ. #74

 

22 ოქტომბერს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “ინტერნეტოკუპაცია”.

 

22 ოქტომბერს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “კომუნალურ გადასახადებზე ბანკის საკომისიო ისევ ძალაშია”.

მის: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #16

 

22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “თეთრების” ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: “მოსახლეობის ნამდვილი სოციალური გენოციდი სააკაშვილის “პოტიომკინის სოფლების” ფონზე.

მის: ღამბაშიძის ქ. #4

 

22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდო ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “რამ გამოიწვია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, მიზეზები და პასუხისმგებელი პირები”.

სათათბირო ოთახი № 302

 

22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

მის: კოსტავას #25

 

22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში, თემაზე “კლიმატის ცვლილების პრობლემა საქართველოში” შეხვედრა გაიმართება.

 

22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

22 ოქტომბერს, 14.00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატოს ელჩებს შეხვდება.

 

22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს მუდმივმოქმედ ელჩებს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (№ 221)

 

22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გაეროს კვირეულის ფარგლებში, გაეროს საინფორმაციო კუთხე გაიხსნება.

მის: ჩაიკოვსკის ქ. #9, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის #42-ე საჯარო სკოლა

 

22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის დარბაზში “ჯაზუ” არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები “ქართული პარტიის” ლიდერებს შეხვდებიან.

მის: იონა ვაკელის ქ. #18

 

22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მცხეთის კინოს სახლში “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” მხარდამჭერთა შეკრება გაიმართება.

 

22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ლტოლვილთა სამინისტროსთან მოძრაობა ~არა!~ ლილოს ბაზრობაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქციას გამართავს და გამოაქვეყნებს განცხადებას უსახლკაროთა მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და განვითარების საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი

 

22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, Event Hall-ში გაეროს დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

 

თბილისობის პროგრამა

 

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ვაკის პარკში, კლუბში “33ა” ახალბედა ჯგუფების შესრულებით თანამედროვე მუსიკის კონცერტი გაიმართება.

 

22 ოქტომბერს, 14.00 საათზე, საქართველოს ქალთა საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გამოფენა- “მრავალფეროვანი თბილისი” და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #1

 

22 ოქტომბერს, 15.00 საათზე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გამოფენა “წიგნები თბილისზე” გაიხსნება.

მის: ტოვსტონოგოვის ქ. #2

 

22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, `ჟიულ ვერნის დღეები~ – ნანტი-თბილისის ურთიერთობების ფარგლებში, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ჟიულ ვერნის ნაწარმოების “ყინულის სფინქსის” ახალი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: გ. ტოვსტონოგოვის ქ. #2

 

22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტის” შიდა ეზოში ფოტოპროექტის – “აკაკიდან კაკი წერეთლამდე” ფარგლებში გამოფენა გაიხსნება.

 

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში, კლუბში “33ა” პოპულარული ჯგუფების შესრულებით თანამედროვე მუსიკის კონცერტი ჩატარდება.

 

22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში მანანა მენაბდის ახალი მუსიკალური პროექტის _ “აქედანა”, პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება.

მის: გ. აბესაძის ქ. #10

 

22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ლ. მინკუსის ბალეტის “დონ კიხოტის” სპექტაკლი გაიმართება, რომელიც ქართული ბალეტის ფუძემდებლის, გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

22 ოქტომბერს, 22:00 საათზე, მეტეხის ხიდზე ავთანდილის მოდელების ჩვენებით მოდის კვირეული გაიხსნება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...