Jump to content
Planeta.Ge

ენერგოდამოუკიდებლობა - მორიგი ამაზრზენი ტყუილი


Recommended Posts

ეს ჭორი არ არის.

ჩემი კლასელი გოგოს, უახლოესი მეგობრის, რომლის ოჯახშიც ლამის გაზრდილი ვარ მეუღლის დაბადების დღე იყო დღეს + მისი თანამდებობრივი დაწინაურების აღსანიშნავი სუფრა. ეს ბიჭი თელასში მუშაობს წლებია და რამდენიმე დღის წინ მაღალ პოსტზეც დაინიშნა. თუ გახსოვთ იმ დღეს აი ეს ვიკითხე: http://planeta.ge/index.php?showtopic=44578&view=findpost&p=336403 და ამ ხალხს დღეს მიზეზი ვკითხე. პასუხი საკმაოდ სპეციფიური მივიღე, ჩემთვის უცხო სფეროდან, რომ რაღაც 110 ათას ვოლტიანი გადამცემი ხაზი შემოდის რუსეთიდან და ამ მაღალი ძაბვის დაბალ ძაბვად გარდამქმნელ ტრანსფორმატორს გადატვირთვა სჭირდება ხოლმე და ამ დროს ზეთს უცვლიან რომ არ გადახურდეს...როცა ვიკითხე ეს რა შუაში იყო და რატომ არ ითიშებოდა სხვა (მაგალიტად ევროპულ) ქვეყნებში დენი, ნუთუ იქ არ სჭირდება გადატვირთვა და ზეთის გამოცვლა ამ რაღაცას, მითხრეს, რომ იქ რამოდენიმე ათსულჯერ, ზოგ ქვეყნებში კი ათასეულჯერ მეტი ალტერნატიული წყარო აქვთ ენერგიის როგორც მოწოდების, ასევე გარდაქმნისო...ჩემი მომდევნო დილეტანტური შეკითხვა იყო - კი, მაგრამ ჩვენ ხომ ელექტრო ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ვართ და რანაირად არ გვაქვს თუნდაც ერთი ალტერნატივა, რომ ამ ხაზის გადატვირთვის დროს ავტომატურად სხვა ჩაირთოს მეთქი, დიდი სიცილი დამაყარეს... :(

ბევრი ლაილაის გარეშე - თურმე საქართველო დღემდე ელექტრო ენერგიის 70%-ს იღებს რუსეთიდან შემომავალი ხაზებით, 20%-ს ენგურჰესიდან, რომელსაც რუსები აკონტროლებენ და 10%-ს ჟინვალჰესიდან. ავადსახსენებელი და ყველასათვის ცნობილი მეცხრე ბლოკი თურმე არ ფუნქციონირებს და მისი ალტერნატივა არ არსებობს, ანუ მისი სიმძლავრის ადეკვატური არ არის, რაღაც მცირე სიმძლავრეების პატარა ბლოკებითაა ჩანაცვლებულიო. ჩემი გაოცების და პროტესტის შემდეგ დენს რუსეთიდან რანაირად ვიღებთ თქო, მითხრეს: აბა, "რაოესი" რომ არის ენერგო გამანაწილებელი შენ გგონია კაბელები აქვს ნაყიდიო? ეგ რა ინტერესი იქნებოდა, კაბელებს რა დიდი მოვლა უნდა თუ არ გაფუჭდა მუშაობს და მუშაობსო, "რაოესის" შემოსავლები სწორედ ელექტროენერგიის იმპორტი და იქიდან აკრეფილი გადასახადებიაო. ვოტ ი ვსე!

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ბევრი ლაილაის გარეშე - თურმე საქართველო დღემდე ელექტრო ენერგიის 70%-ს იღებს რუსეთიდან შემომავალი ხაზებით, 20%-ს ენგურჰესიდან, რომელსაც რუსები აკონტროლებენ და 10%-ს ჟინვალჰესიდან.

ამ ფაქტის დადასტურება რომ შეიძლებოდეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც 110 ათას ვოლტიანი გადამცემი ხაზი შემოდის რუსეთიდან

რუსეთიდან შემოდის 500 კვოლტიანი ხაზი "კავკასიონი"..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

არ ვიცი, მასწავლეთ როგორ შეიძლება ამის დამადასტურებელი ფატის დადება და დავდებ!!!

 

ჩემი პრაფანური ხედვით ვერ ვხვდები ეგ როგორ უნდა დაამტკიცო, ალბათ უნდა გაყვე ხაზს, რომელიც რუსეთიდან საქრთველოში შემოდის და ნახო დენი გადის ტუ არა და რამდენი ვოლტია. :D ენერგეტიკაში აბსოლუტურად უცოდინარი ვარ, მარა დღეს გურუებში ვიჯექი.

 

გიორგი68

 

აბა ეს 110 ათასი რა არის და რა გარდაქმნებზე მელაპარაკნენ? მე რაც მითხრეს სიტყვასიტყვით მოგიტანეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

აბა ეს 110 ათასი რა არის და რა გარდაქმნებზე მელაპარაკნენ? მე რაც მითხრეს სიტყვასიტყვით მოგიტანეთ.

ეს 500-იანი შედის ენგურზე და იქიდან იტოტვება უკვე 220-110 კვოლტიან ხაზებად შემდეგ ესენი მიდიან სხვა და სხვა ელექტროსადგურებამდე სადაც ხდება მათი გარდაქმნა და აქ ტრანსფორმატორში ცვლიან ალბათ ეხლა ზეთს..მერე უკვე ვღებულობთ 0.4კვოლტს(სამ ფაზას) რომლებიც უკვე მიდიან ჩვენ სახლებამდე.. მაგრამ ერთი 110 კვოლტის ხაზის დროებითი გათიშვა ქვეყანას რამე დიდი ზიანს ვერ მიაყენებს..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ანუ ენერგოდამოუკიდებლები ვართ? თუ უფრო უარესი, 110 მაგივრად 500 შემოდის, მარა ვოლტი ხომ სიმძლავრეა და ეგ სულ სხვა საზომია მე რასაც ვბოდიალობ? :018:

 

მოკლედ, ამდენი და ამდენი გვჭირებაო, ეგ რა ერთეულია, ვატები ხომ მგონი? იმ 500 კილოდან რამენი ვატი შემოდის, თუ გადის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრინციპში შუქი იყოს და თუ გინდა კოკოითის სახლის დვიჟოკიდან იყოს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ანუ ენერგოდამოუკიდებლები ვართ?

მე ეს არ ვიც..პროსტო ავღნისნე რომ 500 კვოლტიანი ხაზი შემოდის რუსეთიდან და არის ერთ-ერთი უნიკალური ხაზი,კავკასიის მთებზე გადმოდის და ზოგიერთ ადგილას ანძებიც არ დგას,პირდაპირ კლდეზეა მიანკერებული..

მოკლედ, ამდენი და ამდენი გვჭირებაო, ეგ რა ერთეულია, ვატები ხომ მგონი? იმ 500 კილოდან რამენი ვატი შემოდის, თუ გადის?

მე მშენებელი ვიყავი ომამდე :givi: :givi: ,მაღალი ძაბვის ელქტრო გადამცემხაზებს ვაშენებდი და ვატებზე ენერგეტიკებს კითხე..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

"ქართლი 2" 500–ნი რაღაა???

ეს მეორე ხაზია..მე საუბარი მაქვს რუსეთიდან შემომავალ ხაზზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ეს მეორე ხაზია..მე საუბარი მაქვს რუსეთიდან შემომავალ ხაზზე..

ეს საიდან შემოდის?? ავარია რომ მოხდა ამ ხაზზე 1 თვის წინ მთლიანად საქართლო გაითიშა.. :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

 

ეს საიდან შემოდის?? ავარია რომ მოხდა ამ ხაზზე 1 თვის წინ მთლიანად საქართლო გაითიშა..

ეს ხაზი საქართველოშია თბილისიდან დასავლეთისკენ მიდის..აი ზუსტი ინფორმაცია..

500 კვ-იანი 187.5 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი "ქართლი", თბილსრესსა და ქ/ს დიდ ზესტაფონს შორის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

 

ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ არ იცოდნენ რომ ოპო ხარ და გაუბაზრებდი ყველაფერი რომ დაფქვეს? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ეს ხაზი საქართველოშია თბილისიდან დასავლეთისკენ მიდის..აი ზუსტი ინფორმაცია..

ესეიგი ზაფხუLში ჩვენ ვამარაგებთ სხვებს და ზამთარში ჩვენ გვამარაგებენ მართლაც მასე გამოოდის.. ხმმმ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

ესეიგი ზაფხუLში ჩვენ ვამარაგებთ სხვებს და ზამთარში ჩვენ გვამარაგებენ მართლაც მასე გამოოდის.. ხმმმ

გაზაფხულიდან ჩვენ მეტი ენერგია გვაქვს ვიდრე მოვიხმართ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...