Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - აფხაზეთის მთავრობის საიტი გაითიშა


Recommended Posts

აფხაზეთის მთავრობის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი გათიშულია. "ვებ გვერდზე განხორციელდა კიბერ შეტევა"– ეს ის სიტყვებია, რომელიც ამ წუთებში საიტზე (abkhazia.gov.ge)დევს.როგორც აფხაზეთის მედია ცენტრში ნეტგაზეთს განუცხადეს, ბოლო ერთი კვირის მანძილზე საიტი დავირუსებული იყო. საიტზე , მათი თქმით, ჰაკერი ცვლიდა ინფორმაციის ელემენტებს. გუშინ ღამე კი საიტი სრულად გაითიშა.

 

ამ წუთებში საიტის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მედია ცენტრში გვითხრეს, რომ კომპიუტერის აიპით დაადგინეს, რომ საიტის გატეხვა რუსეთიდან მოხდა. კერძოდ, ეს არის ნევინმომისის ოლქში მცხოვრები ვინმე ვლადიმერი.

 

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართულ სამთავრობო საიტებზე განხორციელებული კიბერ შეტევის შემდეგ, ეს მეორე შემხვევაა, როცა აღნიშნული სამთავრობო საიტი გაითიშა.

 

18 ოქტომბერს საკრებულოს საიტიც გატყდა."hacked by innocent hacker",- ეს ის სიტყვებია, რომლებიც საკრებულოს საიტზე 18 ოქტომბრის დილას თანამშრომლებს დახვდათ.

 

რაც შეეხება საკრებულოს საიტს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სამართალდამცავები არკვევენ, თუ როგორ და ვის მიერ მოხდა საიტის გატეხვა. საიტმა მუშაობა განაახლა.

 

ამავე თემაზე:

 

საკრებულოს საიტი გატეხეს

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...