planetanews Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 თბილისი ,,მერების შეთანხმების’’ შესახებ პირველ საერთაშორისო, ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს. თბილისი პირველი დედაქალაქია, ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობლებს შორის, რომელმაც ,,მერების შეთანხმებას’’ ხელი მოაწერა. შეთანხმება ქვეყანას ჰაერში CO2 20%-ით შემცირებას ავალდებულებს. ,,მერობის შეთანხმების’’ შესახებ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისს აღმოსავლეთ ევროპის , კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 45-მდე ქალაქის 150 წარმომადგენელი ეწვია. როგორც თბილისის მერმა, გიგი უგულავამ კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, ორი დღის განმავლობაში სხვადსხვა დედაქალაქის თვითმართველობების წარმომადგენლები გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ამ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მხრივ გასატარებელ ღონისძიებეზე ისაუბრებენ. ,,ყველაფერი დადის თითოეული ადამიანის შეგნებაზე. ამიტომ მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენ ჩვენს საზოგადოებას დავანახოთ პრაგმატული საჭიროება ამ მნიშვნელოვანი მომენტების დანერგვის’’, - ამბობს გიგი უგულავა. ,,მერობის შეთანხმებაზე’’ ხელმომწერ ქვეყნებს ევროკავშირი და პარტნიორი ორგანიზაციები კროექტების განხორციელებაში დაეხმარება, რისთვისაც ისინი გარკვეულ თანხებს გამოყოფენ. თანხები ასევე გამოიყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდანაც. თბილისის მერმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა ჯერ დამუშავების სტადიაშია, ამიტომ განსახორციელებელი პროგრამების ბიუჯეტი ჯერ განსაზღვრული არ არის. კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფრანგული კომპანია საქართველოში ელექტრო-საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირები კვლევას ატარებს. კვლევა მომავალ წელს დასრულდება. ქალაქის მერის ახალი ინიციატივით თბილისში დაგეგმილია ახალი ელექტრო ტრანსპორტის, თანამედროვე ტრამვაის ამუშავება. ,,ეს იქნება ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას დავიწყოთ საუბარი და მოვიზიდოთ თანხა ტრანსპორტის ამ სახეობის დანერგვისთვის. ამ სახეობის ტრანსპორტის ამუშავება ნიშნავს დიზელის ტრანსპორტის შემცირებას ქალაქში, ეს კი ნიშნავს CO2 გამოყოფის შემცირებას’’, - ამბობს თბილისის მერი. კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, კლიმატზე აქტიური ზრუნვა საქართველოში უკვე მიმდინარეობს. ,,ბოლო წლებში ქალაქის მერიასთან ერთად თბილიში ნახევარ მილიონზე მეტი ხე დარგა, მხოლოდ თბილისში ახლაც მიმდინარეობს გამწვანების აქცია’’, - განაცხადა ხაჩიძემ. ,,მერების შეთანხმებაზე’’ ხელი მოწერილი აქვს 37 ქვეყნის 2000-ზე ქალაქს, აქედან ევროკავშირის 21 დედაქალაქს და სამ არაწევრს დედაქალაქს. მთლიანად ეს შეადგენს 127 მილიონ მოსახლეს და წელიწადში ნაშრორჟანგის ემისიის 132 მილიონი ტონით შემცირებას ნიშნავს. კონფერენციაზე იმყოფებიან შეთანხმებაზე ხელმომწერი ევროკავშირის ქალაქების, - პარიზის, ვარშავას, ბარსელონას, ლვოვის, - წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები: ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა და მსოფლიო ბანკები. ევროკავშირმა ,,მერობიოს შეთანხმებას’’ 2 წლის წინ 2008 წელს ჩაუყარა საფუძველი, როდესაც რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქის წარმომადგენლობამ გადაწყვიტა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ებრძოლა. კონფერენცია ევროკავშირის ორგანიზებით იმართება. თბილისმა ,,მერობის შეთანხმებას’’ ხელი 2010 წლის აპრილშჳ მოეწერა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts