planetanews Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png ტედ გალენ კარპენტერი ობამას ადმინისტრაცია ღიად ცდილობს რუსეთთან იმ ურთიერთობების „გადატვირთვას“, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის ბოლო წლებში სერიოზულად გაფუჭდა. მართალია ვაშინგტონს ტერმინი „გადატვირთვა“ აშშ-ჩინეთის ასევე პრობლემურ ურთიერთობთან მიმართებაში არ გამოუყენებია, თუმცა როგორც სჩანს ამოცანა იგივეა. თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ორი ქვეყნის არმიებს შორის დიალოგის აღდგენას შეეცადა, რაც მსგავსი განზრახვების არსებობაზე მიუთითებს ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, ორივე მიზანი პრობლემებს აწყდება. როგორც სჩანს ხელისუფლებები არ არიან მზად შეეგუონ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს სისტემაში ჩართული ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფო უშუალოდ მის მიმდებარე რეგიონში მოისურვებს და შეეცდება თავისთვის გავლენის სფეროს უზრუნველყოფას. სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სახელი (სამწუხაროდ) იმით გაითქვა, რომ განაცხადა: გავლენის სფეროების კონცეფცია არქაული და მავნებელიაო, მაგრამ ეს სახიფათოდ მცდარი მოსაზრებაა. რუსეთთან და ჩინეთთან აშშ-ს დაძაბული ურთიერთობა საპირისპიროს ადასტურებს. ბოლო და საკმაოდ მოუქნელი პროვოკაცია იყო ის, რომ მოსკოვი ვენესუელას დაპირდა, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში დაგეხმარებიო. არ არის გასაკვირი, რომ აშშ-ს „ქორებმა“ ხმამაღლა დაიწყეს რუსეთის დადანაშაულება, რომ მოსკოვი ვერაგულად არღვევს „მონროს“ დოქტრინას. მათი აღშფოთება ფარისევლურია, რადგან სწორედ ამ „ქორების“ დიდი ნაწილი წარმატებით ცდილობდა ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას, ახლა კი აქტიურად უჭერენ მხარს ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემის განთავსებას აღმოსავლეთ-ევროპაში და ნატო-ში უკრაინის და საქართველოს მიღებას, თითქოს რუსეთს არ გააჩნდა გონივრული მიზეზები მის გეოპოლიტიკურ ეზოში მსგავსი ქმედებები გაეპროტესტებინა. ამბობენ რომ გაფუჭებული საათი დღე-ღამის განმავლობაში სწორ დროს ორჯერ აჩვენებს. „ქორებიც“ ასე არიან – ისინი რუსეთ-ვენესუელას გარიგებასთან დაკავშირებით არ ტყუიან. აშშ უაღრესად დაინტერესებულია იმით, რომ ლათინურ ამერიკაში ბირთვული ტექნოლოგიების და ბირთვული იარაღის არ არსებობა უზრუნველყოს. მოსკოვის მზადყოფნა დაეხმაროს უგო ჩავესს ბირთვული პოტენციალის მოპოვებაში, თუნდაც მშვიდობიანი მიზნით ელექტროენერგიის წარმოებაში ის არამეგობრული ჟესტია, რომელსაც ადგილი უკვე ჩვენს გეოპოლიტიკურ ეზოში აქვს. ორივე მხარემ უკან უნდა დაიხიოს. რუსეთმა კორექტულად უნდა დატოვოს მისი კომფორტული ურთიერთობები ჩავესთან, აშშ-მ კი უნდა შეწყვიტოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის განთავსებასა და ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოვებაზე საუბარი. ვაშინგტონმა და მოსკოვმა უნდა აღიარონ, რომ გავლენის სფეროების კონცეფცია ცოცხალი და ჯანსაღია და მისი გაუმართლებელი დარღვევა ანადგურებს ურთიერთობების „გადატვირთვის“ ყოველგვარ პერსპექტივას. აშშ-ს ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს, რომ ჩინეთთან თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის საჭიროა მზაობა იმის აღიარებისთვის, რომ ეს სწრაფად მზარდი აღმოსავლურ-აზიური ზესახელმწიფო გავლენის სფეროს ორგანიზებას მისი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზეც შეეცდება. პეკინის დიდი ტერიტორიული ლტოლვა სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში და ამასწინანდელი დავა იაპონიასთან მსოფლიო ოკეანის ამ ნაწილის პატარა კუნძულებისთვის იმის ნიშნებია, რომ ეს პროცესი დაწყებულია. ჩინეთის მზარდი ძალა და მისი თვითდაჯერებულობა იმას ნიშნავს, რომ აშშ ასეთ ტერიტორიულ დავებს ფრთხილად უნდა მიუდგეს, ისევე როგორც ტაივანის კიდევ უფრო დელიკატურ საკითხს, სხვა შემთხვევაში ვაშინგტონი პეკინთან უსიამოვნო შეტაკებებს ვერ ასცდება. კონდოლიზა რაისი არასწორი იყო. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, გავლენის სფეროები 21-ე საუკუნეშიც მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, განსაკუთრებით ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. აშშ-ს მხრიდან ამის გაცნობიერება და რეალობასთან შეგუება აუცილებელია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts