Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია აქვს, თუმცა პროცესი იდეალური არ არის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg

 

გია ნოდია

 

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მიუახლოვდა საპარლამენტო რესპუბლიკას, ხოლო პრემიერ-მინისტრი (და არა პრეზიდენტი) მთავრობაში ყველაზე ძლიერ ფიგურად იქცა

 

შეხედულებები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას ასახავს. ერთი მხარე ცვლილებებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის პოზიციიდან განიხილავს, მეორე მხარე კი თვითონ ცვლილებების შინაარსს უკვირდება. კრიტიკოსები ხაზს იმას უსვამენ, რომ ახალი კონსტიტუცია სააკაშვილს (რომელიც 2013 წელს, როდესაც მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, სულ 46 წლის იქნება) ქვეყნის მართვის საშუალებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის სტატუსში აძლევს. ადამიანებმა დაუყოვნებლივ იწყეს მისი შედარება რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრია: ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიულ პრეზიდენტს არ შეეძლო უბრალოდ გადამდგარიყო და სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრად დარჩენა გადაწყვიტა. სააკაშვილს იმავეს გაკეთება აქვს განზრახული – ამტკიცებენ კრიტიკოსები.

 

რთულია იმის უარყოფა, რომ კონსტიტუციის ახალი ვერსია მას ამ შესაძლებლობას გაუჩენს, თუ მისი პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს (რაც ძალიან სავარაუდოა). სააკაშვილი, როდესაც მას 2013 წლის შემდეგ მის გეგმებზე ეკითხებიან, ძალიან ბუნდოვან პასუხს იძლევა,  რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ეჭვს იმის შესახებ, რომ მას მართლაც უნდა პრემიერ-მინისტრად გახდომა.

 

უფრო დემოკრატიული

 

მაგრამ პუტინთან შედარება უსამართლოა, თუნდაც იმიტომ რომ პუტინს პრემიერ-მინისტრად გახდომამდე, კონსტიტუციის შესაცვლელად არავითარი ძალისხმევა არ გაუწევია. პირიქით, მოგვიანებით რუსეთის კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები დამტკიცდა, რომელთა თანახმადაც ამ ქვეყნის სუპერ-საპრეზიდენტო სისტემა უფრო მეტადაც კი განამტკიცა.  (პრეზიდენტს 4 წლიანი ვადის ნაცვლად 6 წლიანი ვადა მიეცა).  საქართველოში მიღებული  საკონსტიტუციო ცვლილებებით  იმ შერეულ  საპრეზიდენტო-საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა აღინიშნა, რომელშიც საკანონმდებლო ორგანო უპირატესია.  სააკაშვილისა და პუტინის შედარება იმ ვარაუდს ეფუძნება, რომ კონსტიტუციის არსი მნიშვნელოვანი არაა.

 

და ამასთან დათანხმება რთულია. დემოკრატიული კონსტიტუცია არ არის დემოკრატიის გარანტია, მაგრამ ის მისი წინაპირობაა. კომენტატორთა უმეტესობა იმ აზრს ეთანხმება, რომ ახალმა ცლილებებმა წინა სუპერ-საპრეზიდენტო სისტემა უფრო მეტად დაუახლოვა ევროპულ საპარლამენტო მოდელს და კონსტიტუცია უფრო დემოკრატიული გახადა. ყველაზე სერიოზული კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პრემიერ-მინისტრი ზედმეტადაა დაცული, რაც  პარლამენტს მისი კონტროლის საშუალებას უზღუდავს. როგორც კი პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი დაინიშნება, პარლამენტისთვის მათი გადაყენება ძალიან რთული ხდება. ამისთვის პარლამენტმა ახალი უმრავლესობა უნდა ჩამოაყალიბოს და ახალ პრემიერ-მინისტრს სამი-მეხუთედით უნდა დაუჭიროს მხარი. გარდა ამისა, მან ეს უმრავლესობა ორ თვეზე დიდხანს უნდა შეინარჩუნოს რთული პროცედურების ჩატარებით, რომელშიც პრეზიდენტის შესაძლო ვეტოც შედის.

 

ამ სისტემის მხარდასაჭერად მთავრი არგუმენტი ისაა, რომ საქართველოს არ ჰყავს სტაბილური პოლიტიკური პარტიები და საპარლამენტო მოდელი ხშირი კრიზისების მიზეზი გახდებოდა. ეს მართებულიც რომ იყოს, უნდობლობის გამოცხადების რთული პროცედურის გამო, სისტემა აღმასრულებელი შტოსკენ იხრება, რაც ახალი მოდელის დემოკრატიულ ხასიათს ასუსტებს, მაგრამ ეს არ უარყოფს საბოლოო შეფასებას, რომლის თანახმადაც ეს სისტემა უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ძველი.

 

სუსტი დებატები

 

პოლიტიკურმა პროცესმა, რომლის მეშვეობითაც მიღბულ იქნა ჩასწორებები, საქართველოს დემოკრატიის სუსტი ასპექტები წარმოაჩინა, მაგრამ ამავე დროს წარმოაჩინა ზოგიერთი ისეთი ნიშანიც, რომელიც იმედისმომცემია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ჩასწორებები შედარებით ფართო და ამომწურავი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა. საკონსტიტუციო კომისია 2009 წლის ივნისში შეიქმნა და ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიას მასში მონაწილეობა შესთავაზეს, მაგრამ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ამაყად განაცხადა უარი, შესაძლოა იმიტომ რომ არ იცოდნენ, რომელი საკონსტიტუციო მოდელისთვის დაეჭირათ მხარი. ისინი მანამდე აცხადებდნენ, რომ დემოკრატიას საქართველოში უპირველეს ყოვლისა წინ პრეზიდენტის ძლიერი ძალაუფლება ეღობება, მაგრამ ახლა როდესაც მათ დაასკვნეს, რომ  საპარლამენტო სისტემამ შეიძლება  სააკაშვილის სასარგებლოდ ითამაშოს ისინი  შეცბნენ.

 

მას შემდეგ რაც მაისში ცხადი გახდა, რომელ მოდელს მიიღებდნენ, დისკუსია ძალიან დუნედ წარიმართა. ორი-სამი ექსპერტის გარდა, ოპონენტთა უმეტესობა უბრალოდ იმეორებდა, რომ ჩასწორებები სააკაშვილის გათვალისწინებით მომზადდა და ხელისუფლებას არა აქვს არავითარი მორალური უფლება ამ ცვლილებების მიღებისა. აღმოჩნდა რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით მთავარი დისკუსია წარიმართა არა ოპოზიციის ან სამოქალაქო საზოგადოების, არამედ ვენეციის  კომისიის, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს მიერ და მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მოდელთან დაკავშირებით სერიოზული კრიტიკული შენიშვნები გამოსთქვა (მათ შორისაა ის, რაც ზევითაა ნახსენები), საერთო ჯამში მან ხაზი გაუსვა ცვლილებათა პოზიტიურ ხასიათს.

 

ჩვენ თავისი უნდა მივაგოთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო და რამდენიმე კონკრეტულ დათმობასაც მიაღწია, მაგრამ მთავარი ოპოზიცია, რომელიც დღეს პარლამენტის მიღმაა აცხადებს, რომ არ იქნა მიღებული ვენეციის კომისიის ყველა წინადადება, მერე კი აკრიტიკებს მას იმ დასკვნებისთვის, რომელსაც ოპოზიცია ვერ დაეთანხმება.

 

თავის მხრივ, მმართველმა პარტიამ გაუმართლებელი სიჯიუტე გამოიჩინა, როდესაც უარი სთქვა ჩასწორებების გარშემო დისკუსიის ერთი-ორი თვით გაგრძელებაზე.  ამით სიტუაცია არ შეიცლებოდა, მაგრამ ეს ძირს გამოუთხრიდა ოპონენტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ცვლილებები ნაჩქარევად მიიღეს, რომ საჯარო დისკუსიები განზრახ ჩატარდა აგვისტოში, როდესაც ყველა შვებულებაშია და მთავრობამ თავი არც კი შეიწუხა და არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო ვერდიქტს (ეს ვერდიქტი წარმოდგენილ იქნა ზუსტად იმ დღეს, როდესაც ჩასწორებები დაამტკიცეს).

 

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...