Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ასთმა

 

ბრონქული აქთმა შეიძლება გმაოიწვიოს არაინფექციურმა და ინფექციურმა ალერგენებმა. არაინფექციურ ალერგენებს შეორის ყველაზე დიდ როლს თამაშობს ოთახის მტვერი. ეს კომპლექსური ალერგენია, რომელიც შეიცავს ტანისამოსის ქსოვილის ნაწილაკებს, თმას, ქერტლს, ცხოველთა ბეწვს, მცენარეთა მტვერს, ბაქტერიებს, სოკოებს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მიკროსკოპულ ტკიპებს, რომლებიც იკვებებიან ადამიანის ქერტლით, ბალიშის ბუმბულით და საწოლში ცხოვრობენ. ეს ტკიპა მრავლდება ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით, რასთანაც არის დაკავშირებული ბრონქული ასთმის შეტევების სეზონური გახშირება. გარდა ოთახის მტვრისა, ბრონქულ ასთმას იწვევს მცენარეული მტვერი, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, ზოგიერთი წამლეული, აკვარეუმის თევზის მშრალი საკვები, შინაური ცხოველების ბეწვი და სხვა ნივთიერება.

 

ე.ი. ინფექციური-ალერგიული ასთმის მიზეზი არის ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები, რომლებიც ბინადრობენ და მრავლდებიან ადამიანის სასუნთქი გზების ლორწოვანში. ამიტომაა, რომ ბრონქული ასთმა იწყება ხოლმე სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადების, გრიპის, ბრონქიტის, ფილტვების მწვავე და ქრონიკული ანთების ფონზე.

 

ბრონქული ასთმის შეტევა უშუალოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ ხდება ჰაერის გამტარი გზების - ბრონქების კედლის კუნთების სპაზმური შეკუმშვა, ლორწოვანი გარსის შეშუპება და ბრონქის სანათურაში ჯირკვლებიდან წებოვანი ლორწოს გაძლიერებული გამოყოფა. ეს ყველაფერი აძნელებს ჰაერის მოძრაობას, განსაკუთრებით ამოსუნთქვას.

 

ბრონქული ასთმის შეტევა იწყება უეცრად, უფრო ხშირად ღამით. ადამიანი გრძნობს ჰაერის უკმარისობას, გაძნელებულია სუნთქვა, განსაკუთრებით ამოსუნთქვა. ავადმყოფი იძულებულია წამოჯდეს, ხელებით დაეყრდნოს საწოლს, ეძებს მოხერხებულ პოზას, მიდის ფანჯარასთან და ხარბად შეისუნთქავს ჰაერს. შეიძლება შორიდანვე ისმოდეს მსტვენავი ხიხინი.

 

შეტევა მთავრდება რამდენიმე საათის მერე, და გამოიყოფა ცოტაოდენი ლორწოვანი-წებოვანი ნახველი. ასთმური შეტევა რამდენიმე ხნის შემდეგ მეროდება ხოლმე.

 

საყურადრებოა, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს შეტევის გამომწვევი მიზეზების რაოდენობა. მას იწვევს უკვე ისეთი ნივთიერების შესუნთქვა, რომელიც მანამდე უვნებელი იყო ადამიანისთვის. ასთმური შეტევა თან დაერთვის სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს. ზოგჯერ კი იგი აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვით, ცივი ჰაერის შესუნთქვით და სულიერი მღელვარებითაც. თანდათანობით შეიძლება განვითარდეს ფილტვების ემფიზემა და ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა.

 

ბრონქული ასთმა დაავადების დასაწყისში უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანად, გართულების გარეშე მიმდინარეობს. მიზეზია ერთი ან რამდენიმე ალერგენი, რომელითა დადგენა შეუძლია ექიმ-ალერგოლოგს. წლების განმავლობაში დაავადება რთულდება, მის მიმდინარეობაში უკვე დიდ როლს თამაშობს არა მარტო ალერგენები, არამედ მეორადი - ნეიროგენული, ენდოკრინული ან სხვა ფაქტორები, რაც ართულებს ბრონქული ასთმის მკურნალობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

ვუF... საშინელებაა...

 

მე მყავს მეგობარი ბათუმიდან, სკოლაში სასწავლებლად რუსთავში გამოგზავნეს ნესტიანი ჰაერის გამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასთმური შეტევა რამდენიმე ხნის შემდეგ მეროდება ხოლმე.

 

განმეორებისთვის აუცილებელია ალერგენის ხელახალი ზემოქმედება

 

როგორც წესი ბრონქული ასთმით დაავადებულები ცხოვრების ბოლომდე დამოკიდებულები რჩებიან პრეოპარატებზე

ადრენომიმეტიკებზე და სტეროიდებზე

 

მოსმენით შეგიძლია ადვილად გამოიცნო ასთმა

ამოსუნთქვისას დამახასიათებელი ხმა ისმის სტვენის მაგვარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განმეორებისთვის აუცილებელია ალერგენის ხელახალი ზემოქმედება

ანუ ხელახლა თუ არ დავიმტვერე არ განმეორდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ ხელახლა თუ არ დავიმტვერე არ განმეორდება?

 

ხო რა :)

დამტვერვა გინდა ან სხვა რამე გამომწვევი ფაქტორი სიცივე, შიში, ზოგადად სტრესი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
Guest ჭანო

ხშირად ბევრი ასთმიანი ამბობს რომ სპორტი მავნებელია, მაგრამ მრ როგორც ვიცი, პირიქით, მაგრამ სპეცუალურ სპორტის და ინტენსიურიბას აქვს დიდი მნისვნელობა.

 

საკმაო რადენობის ცნობილი სპორცმენებიც გვხდება რომლეებიც სხვადასხვა სიმჭვავით არიან ასათმით დაავადებულნი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...