Jump to content
Planeta.Ge

"სააკაშვილმა და მისმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხისმგებლობა მოიხსნეს"


Recommended Posts

10:14 / 21-10-2010

"სააკაშვილმა და მისმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხისმგებლობა მოიხსნეს"

ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო პოლიტიკოსთა შეკრება და ახალი "ქართული პარტიის" შექმნა მწვავედ გააკრიტიკა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

 

- ბატონო ირაკლი, რატომ გააკრიტიკეთ "ქართული პარტია"?

- ტყუილია, ნამდვილად არ გამიკრიტიკებია. საქმე ის არის, რომ ჯერ ვერ გავიგე, რა უნდა ამ პარტიას. დაველოდოთ, გაიმართება დამფუძნებელი ყრილობა და შეგვექმნება წარმოდგენა, რა იდეოლოგიის პოლიტიკური ძალა იქნება და რის გაკეთებას გეგმავენ.

 

- თქვენ ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ თქვით, ერთ დღეს ვერ გაძლო საკანში და რა რევოლუციაზე ლაპარაკობსო...

- დიახ, მე, ზოგადად, რევოლუციის შესახებ გამოვთქვი აზრი. მიმაჩნია, რომ საქართველოში რევოლუციების ეპოქა დასრულდა. დროა, ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს პოლიტიკური კულტურა, როდესაც ცვლილება ხდება არჩევნების გზით. ჩემთვის ყველა გზა, რომელიც მშვიდობიანად არ განვითარდება, მიუღებელია, შესაბამისად, იმ ძალებთან, ვინც ამას მისაღებად მიიჩნევს, გაგვიჭირდება საერთოს გამონახვა. ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

 

- ეროსი კიწმარიშვილმა თქვენს განცხადებაზე თქვა, ალასანიას მტერი და მოყვარე აერიაო...

- ეროსის არაფერს ვუპასუხებ, რადგან მასთან და მის პარტნიორებთან ნამდვილად არ მაქვს საქმე. ჩვენ ვუპირისპირდებით ხელისუფლებას, რომელიც ყოველ ნაბიჯზე უამრავ შეცდომას უშვებს. ამჯერად ვლაპარაკობთ სრულიად უპასუხისმგებლოდ შედგენილ ბიუჯეტზე, რომელიც წარმოადგინეს პრეზიდენტმა და მთავრობამ და რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა და მისმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხისმგებლობა მოიხსნეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. მოკლედ, არ ვაპირებ, ურთიერთობის გარკვევას ოპოზიციურ პარტიებთან.

 

- ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, თქვენსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დიდი განსხვავება არ არის...

- არიან ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს სხვის კრიტიკას. მათ შორისაა ბატონი ელიზბარიც. ამიტომაც არ ვაპირებ რამე ვუპასუხო. ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნას.

 

- რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლება წამოვა დათმობაზე და რვა პარტიის მიერ წარმოდგენილ საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტს გაიზიარებს.

- მთავარი ისაა, რომ რვა პარტიამ მოვახერხეთ, მოლაპარაკებები დავიწყოთ ყველა იმ რაციონალურ წინადადებაზე, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს. განსხვავებული იდეოლოგიის პარტიები დავდექით ერთად. გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობამ სრული მხარდაჭერა გამოხატა ამ ინიციატივის მიმართ და მზად არის, რომ ამ მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქცია იკისროს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ასეთი მოლაპარაკებები დაიწყება.

 

- ქალბატონი ნინო ბურჯანაძის თქმით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მუშაობის პროცესისგან ის და მისი პოლიტიკური ძალა ხელოვნურად გარიყეთ...

- ეს ტყუილია. ქალბატონ ნინოს და მის პარტიას ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ ჩვენი ჯგუფის მუშაობაში. პირველ შეხვედრაზე მოწვეულებიც იყვნენ, ამიტომაც ამ საყვედურს ვერ მივიღებ. ნინო ბურჯანაძემ საკუთარი თავისა და იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც წარმოადგენს, ამ პროცესისგან დისტანცირება თვითონ მოახდინა.

 

- სახალხო კრების მიმართ თქვენი თვალსაზრისი არ შეცვლილა?

- დიდ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, ვინც ამ კრებაში მონაწილეობს, მაგრამ ამ ორგანიზაციას, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების ჭრილში, პრაქტიკულად, უპერსპექტივოდ მივიჩნევთ.

 

- ბატონო ირაკლი, ზოგიერთი ხელისუფლებასთან გარიგებაში გადანაშაულებთ...

- ასეთი უზნეო ბრალდებები იქნება მომავალშიც და ეს სულაც არ მაკვირვებს. საქმე წარმოაჩენს ყველას. ვამაყობ, რომ ჩვენმა მცირერიცხოვანმა წარმომადგენლობამ თბილისის საკრებულოში მოახერხა და დღეს ას დევნილ ოჯახს აღარ უწევს ღია ცის ქვეშ ღამის თენება. სხვა თუ არაფერი, მარტო ამისთვის ღირდა საკრებულოში ჩვენი შესვლა.

 

- თქვენ ბევრს ლაპარაკობთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, მაგრამ ხელისუფლებას უამრავი სხვა ბერკეტიც აქვს, რითაც შეუძლია საარჩევნო პროცესის გაკონტროლება...

- გეთანხმებით და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ამ საკითხებზე. ხელისუფლებას წარვუდგენთ პროექტს, როგორ უნდა მოხდეს პოლიციის დეპოლიტიზაცია. როგორ უნდა მოექცეს სამოქალაქო კონტროლის ქვეშ პოლიცია, რათა ის არ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლებაში მყოფი ძალის მხარდასაჭერად. მეორე პრობლემაა მედია, ხომ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ორი ნაციონალური არხი - "რუსთავი 2" და "იმედი" სააკაშვილის პირადი კონტროლის ქვეშაა. ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომ ხალხმა ობიექტური და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს.

 

- ვფიქრობ, თქვენი წარმოდგენა ხელისუფლების კეთილ ნებაზე მეტად იდეალისტურია...

- რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავისი ნებით არაფერს დათმობს, მაგრამ უნდა დავათმობინოთ პოლიტიკური ბრძოლით. არადა, ამ ცვლილებების განხორციელება რეალურია. არც ტექნიკურად და არც ორგანიზაციულად არაფერი უდგას წინ თუნდაც საარჩევნო სიების დაზუსტებას.

 

- თუ ხელისუფლება მაინც არ დაგთანხმდათ, რას აპირებთ?

- ჩვენ არაერთი ალტერნატიული გეგმა გვაქვს, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვაპირებთ ლაპარაკს.

 

- ბოლო ხანს პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ ნატოში გაწევრება და ევროინტეგრაციის გზა უპერსპექტივოა და ამის შანსი საქართველომ დაკარგა...

- მცდარი აზრია, რომ ჩვენ არ გვაქვს ევროპულ ოჯახში გაწევრების შანსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საქართველოს მომავალი, ამიტომაც არ უნდა შეგვაშინოს წარუმატებლობამ, არ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ბოლოს და ბოლოს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა: ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი თუ დავრჩეთ სუპერსახელმწიფოების გავლენის სფეროდ.

 

ევროინტეგრაცია ძალიან მალე მოგვიტანს რეალურ შედეგს, მაგრამ არა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. როდესაც მოსახლეობის 80%-ისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არ არის, როდესაც სახელმწიფო ჯანსაღ კონკურენციას ხელს არ უწყობს, იქმნება მონოპოლიები და მთელი ბიზნესი არის პოლიციისა და პროკურატურის ზეწოლის ქვეშ, ბუნებრივია, ვერ გაწევრდები ნატოსა და ევროკავშირში. ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრების ხელის შემშლელი ფაქტორი დღეს სააკაშვილია.

 

- თუმცა სააკაშვილი დღეს ქვეყნის პრეზიდენტია და, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას...

- სააკაშვილი ფიქრობდა, რომ ქვეყანას გააერთიანებდა, მაგრამ ამის მაგივრად ომში ჩაითრია და დამარცხდა. ფიქრობდა, რომ ნატოში შეიყვანდა საქართველოს და დამარცხდა, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნის სათავეში დარჩება პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგაც, მაგრამ აქაც აუცილებლად დამარცხდება. სააკაშვილი დღეს არავისთვის - არც ევროპისთვის, არც ამერიკისთვის საიმედო პარტნიორი არ არის...

 

- თუმცა სააკაშვილს აქვს სერიოზული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

- ტყუილია, მხარდაჭერა აქვს საქართველოს და არა სააკაშვილს. უკვე მეორე წელია, ამერიკას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ხვდება. ეს მხარდაჭერაზე მეტყველებს?

 

- ბატონო ირაკლი, საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ აუცილებელია კონფლიქტურ რაიონებში ევროკავშირის მისიის გაზრდა და გააქტიურება, ოღონდ ამის პარალელურად საქართველომ უნდა აიღოს ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება...

- ამ ვალდებულების აღებას სააკაშვილს ვთავაზობდი 2005 წელს, აფხაზებთან ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, რაზეც ქართულ მხარეს ხელი რომ მოეწერა, დარწმუნებული ვარ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ავიცილებდით.

 

- რატომ არ გაიზიარა ეს ინიციატივა ხელისუფლებამ?

- არ ჰქონდა სააკაშვილს ამის პოლიტიკური ნება, არ სურდა ამ გზით კონფლიქტის მოგვარება.

 

- ლაპარაკობდნენ, რომ მწვავე დაპირისპირება გქონდათ ირაკლი ოქრუაშვილთან...

- არა, ოქრუაშვილთან ნაკლებად, უფრო სააკაშვილს დავუპირისპირდი. ოქრუაშვილს დავუპირისპირდი კოდორის ხეობისა და სამხედრო ფორმირება "მონადირის" გაუქმების გამო, თუმცა ვერაფერს გავხდი, საბოლოოდ ჩემი პოზიციები უფრო სუსტი აღმოჩნდა, შედეგად კი კოდორიც დავკარგეთ.

 

ნათია დოლიძე

 

 

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/27217-qsaakashvilma-da-misma-qnacionalurma-modzraobamq-pasukhismgebloba-moikhsnesq.html#ixzz130XyEIK2

 

 

არ დაიზაროთ წაკითხვა და აზრის დაწერა,თუ რას ფიქრობთ ამ ინტერვიუზე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანია ოპო (თუ არის ოპო) პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მისაღებია სტილია, მაგრამ ისევ და ისევ ფარული პერსონაა, რაც პოლიტიკაში მიუღებელია.

ვერ ვხედავ პარტიის იდეოლოგის და პროგრამას. ასე რომ ამ მომენტისთვის ეს ჩემთვის მხოლოდ სიტყვებია.

 

აი როდესაც ნათლად ვნახავ და წავიკითხავ და თან ამ წაკითხულის დაბლა ალასანიას ხელმოწერა იქნება, მაშინ ....................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ისევ ფარული პერსონაა, რაც პოლიტიკაში მიუღებელია.

კი აქვს ეს ნაკლი

 

და კიდევ კIთხვა, რას ამბობს მიუღებელს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც ზედაპირზე ჩანს, ამ კაცს არაფრის უნარი არა აქვს, თუ "აისბერგს" ფსკერი გააჩნია დიდი, კი ბატონო.

 

 

ნუ, თეორიაში ერთაერთი შანსი ისა აქვს, რომ ამერიკელები დაიყოლიოს, თავისი თავით ჩაანაცვლოს მიშა, თუმცა ამის პერსპექტივის არ მჯერა, რატომღაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა რა ამას ამდენი ჩალიჩი თუ არ დაუფასეს საცოდავობა იქნება..ბიუჯეტის შედგენაზე მეტ პრობლემას თუ ვერ ხედავენ კარგად ყოფილა მაგათი საქმე..ამას ხომ თარგამაძეც გააპროტესტებს პარლამენტის სხდომაზე..ნუ ეს აუცილებლივ უნდა ეთქვა..

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

ეს მიშას რომ მაპი ჰქონდა მიკერებული პირზე ხალხის დასაბოებლად,იმის პონტშია.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

არა რა ამას ამდენი ჩალიჩი თუ არ დაუფასეს საცოდავობა იქნება..ბიუჯეტის შედგენაზე მეტ პრობლემას თუ ვერ ხედავენ კარგად ყოფილა მაგათი საქმე..

ბიუჯეტი კი არაა პრობლემა...სოციალური გაჭირვება და მთავრობის ფეხებზე მკიდიობა, რასაც აფიქსირებს კიდეც...თუ არ უნდა ეთქვა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიახ, მე, ზოგადად, რევოლუციის შესახებ გამოვთქვი აზრი. მიმაჩნია, რომ საქართველოში რევოლუციების ეპოქა დასრულდა. დროა, ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს პოლიტიკური კულტურა, როდესაც ცვლილება ხდება არჩევნების გზით. ჩემთვის ყველა გზა, რომელიც მშვიდობიანად არ განვითარდება, მიუღებელია, შესაბამისად, იმ ძალებთან, ვინც ამას მისაღებად მიიჩნევს, გაგვიჭირდება საერთოს გამონახვა. ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

:nekro: კაიიი რააა, იკაკო, კაიი რა, ვნახეთ ჩვენ რა წარმატებასაც მიაღწიე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებამდე ვსვამდი კითხვას: ელოდება თუ არა ბატონი ალასანია 2012 თუ 2013 წელს? თუ აპირებს ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისთვის? Edited by Blaugranator
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებამდე ვსვამდი კითხვას: ელოდება თუ არა ბატონი ალასანია 2012 თუ 2013 წელს?

ელოდება კი არა და ,ყველაფერს აკეთებს მაგისთვის რომ მანამდე არავინ არაფერზე არ იფიქროს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

კი აქვს ეს ნაკლი

 

და კიდევ კIთხვა, რას ამბობს მიუღებელს?

 

ლაპარაკით მიშაც კარგად ლაპარაკობს ალაგ-ალაგ. მიუღებელს კი არ ამბობს, არამედ პოლიტიკოსის ნთქვამს ბეჭედეი უნდა ერტყას.

ქვასავით უნდა იყოს. დადებ და ვხედავ რა, ასეთ ვარიანტში.

 

მეორე კიდედევ. კონკრეტულს არ ამბობს.

თუ გინდა პოლიციის დეპოლიტიზირება. "გვაქვს, გვაქვს, ვიცით, მივაწვდით"

 

ვის, რას,როგორ და რატომ არ უნდა ვიცოდეთ ჩევნ მოკვდავებმა იმაზე ადრე ვიდრე ამას მიშა გაიგებდეს?

ეს არაა პოლიტიკა უკვე, ეს უკვე რაღაც ფარული "კოშკი-მიშკია" რა.

 

სიტყვა ჰაერია და გაფრინდება, ხვალ ახალს იტყვის მერე.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თავისუფალი დემოკრატების შეფასებაა

 

რესრელიზი

 

 

 

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გასულ წელთან შედარებით მცირდება 31 მილიონი ლარით. თუმცა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი (6 მილიარდ 960 მილიონი) იმდენად ხელოვნურად არის გაზრდილი, რომ მოსალოდნელია მისი სეკვესტრი.

 

 

 

ბიუჯეტით არ იზრდება პენსიების ოდენობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, მაშინ, როდესაც საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა გადააჭარბა მილიონ რვაასი ათასს. მათგან მხოლოდ ყოველ მოეთხე ადამიანს ეხმარება სახელმწიფო დღეში 72 თეთრით.

 

 

 

მთავრობა ვეღარ აკონტროლებს ინფლაციურ პროცესებს. კატასროფულად გაიზარდა ფასები სასურსათო პროდუტებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე. პური მხოლოდ წელს საშუალოდ 20 თეთრით გაძვირდა. შაქარი 70-80 თეთრით. სამაგიეროდ იზრდება ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯები, ასევე ე.წ „სხვა ხარჯები“. უცნობია რაში დახრჯავს მთავრობა 900 მილიონ ლარს.

 

 

2011 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს დაზღვეულთა რაოდენობის ზრდას. სახელმწიფო უარს ამბობს 5-დან 60 წლამდე მოსახლეობის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებაზე. კვლავ არ დაფინასდება ამ კონტინგენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ინფექციურ, ონკოლოგიურ და გულის დაავადებათა მკურნალობა. შემცირდა განათლების ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა „ ქართული ენის პროგრამა“, “ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამა. გაუქმდა „საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების“, ასევე „კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში“ პროგრამა.

 

 

 

საგარეო და საშინაო ვალი ბოლო სამი წალის განმავლობაში გაიზარდა 3-ჯერ და თითქმის 10 მილიარდ ლარს შეადგენს.

 

 

 

ბიუჯეტის აღნიშნული პროექტი გვარწმუნებს, რომ სააკაშვილის მთავრობამ პრატქიკულად მოიხსნა პასუხიმგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე. არსებული სოციალური კრიზისის კიდევ უფრო გარღმავებას ნაციონალური მოძრაობა თავად უწობს ხელს. თავისუფალი დემოკრატები დებატებში ვიწვევთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა საზოგადოებამ თავად ნახოს, თუ როგორ ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებამდე ვსვამდი კითხვას: ელოდება თუ არა ბატონი ალასანია 2012 თუ 2013 წელს? თუ აპირებს ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისთვის?

2012 წელს, მორიგი დამარცხების შემდეგ იტყვის რომ 2017 წლისთვის უნდა ვემზადოთ, ხოლო მანამდე კი ადგილობრივი არჩევნებისთვის დავიკაპიწოთ ხელები :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ვერ მოერევა ამ ნაცბანდას, ჰა, ჰა, საბოლოოდ ექსპერტად გაქაჩოს კარგა ხნის მერე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ თქვით, ერთ დღეს ვერ გაძლო საკანში და რა რევოლუციაზე ლაპარაკობსო...

- დიახ

ხოდა ერთი ეგ ჩააგდონ იქ და რას გაძლებს ნახავს. აი მაგაზე ეტყობა კაცს უკვე რაცაა, თითქოს თითონ 1 წელი გაძლებდა იქ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...