Jump to content
Planeta.Ge

გუბაზა კინაღამ ცემეს


Recommended Posts

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=21-10-2010%2015:02

 

14:54 21-10-2010

ლილოს პოლიციის განყოფილებასთან "ეროვნული ფორუმის" ლიდერები და ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები არიან შეკრებილი .

ისინი ითხოვენ ლილოს ბაზრობის შესასვლელთან დღეს მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის გათავისუფლებას.

პოლიციის შენობაში იმყოფებიან "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა, ასევე, გუბაზ სანიკიძე.

როგორც ისინი აცხადებენ, ვიდრე არ დაადგენენ ჩაკვეტაძის ადგილსამყოფელს და არ მოხდება მისი გათავისუფლება, წასვლას არ აპირებენ.

პოლიციის განყოფილებაში ამბობენ, რომ "ეროვნული ფორუმის" წევრი პოლიციის ლილოს განყოფილებაში არ იმყოფება, თუმცა ლიდერები მაინც პოლიციის შენობასთან იმყოფებიან და უახლესი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან.

"ეროვნული ფორუმის" წევრი ზაზა ჩაკვეტაძე ლილოს ბაზრობის შესასვლელთან მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. ინციდენტი მოხდა ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს, დაცვის თანამშრომლებსა და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აბა სად წერია,რომ სცემეს გუბაზა?

ვიდეოს ლინკი ხო დავდე? იმედია მერე უტუბზეც იქნება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიდეოს ლინკი ხო დავდე?

მე ეტყობა გუბაზა ტვალში მეპატარავება-ვერ ვნახე ცემა:(((

 

 

პ.ს. ისე მაგ ლილოს მოვაჭრეებიდან 5რამდენმა შემოხაზა? :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ეროვნული ფორუმი" საგანგებო მობილიზაციის რეჟიმზე გადადის, - ეს განცხადება "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა, კახა შარტავამ ლილოს პოლიციის განყოფილებასთან გააკეთა .

როგორც კახა შარტავამ განაცხადა, ისინი უახლოესი პერიოდის გეგმებთან დაკავშირებით მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ადგილობრივ ორგანიზაციებს გააცნობენ და კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდება.

მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები მიიღება მას შემდეგ, რაც გაარკვევენ "ეროვნული ფორუმის" წევრის, ლილოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ზაზა ჩაკვეტაძის შესახებ ინფორმაციას.

"ეროვნული ფორუმის" მხარდამჭერებს კახა შარტავამ დაშლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ფორუმის რამდენიმე ლიდერი პოლიციის მთავარ სამამრთველოსთან გაემგზავრება, სადაც, სავარაუდოდ, ჩაკვეტაძეა გადაყვანილი და გაარკვევენ ინფორმაციას.

ლილოს პოლიციის შენობასთან "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები იყვნენ შეკრებილები და ელოდებოდნენ ინფორმაციას დაკავებულის შესახებ.

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეთა დიდი ნაწილი გაფიცულია. ისინი ფიქსირებული გადასახადის დაწესებას ითხოვენ. მათ აქცია გამართეს, რომელიც ბაზრობის დაცვასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შემთხვევის ადგილზე "ეროვნული ფორუმის" ლიდერებიც იმყოფებოდნენ

 

პ.ს. ნუ ერთი ორი მოხვდა ეტყობა.. კაი შევცვლი სათაურს თუ ასე მიგაჩნიათ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ უშლიან ამ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს დატკბნენ თავისი არჩევანით ვერ ვხვდები. რა უნდა ეროვნულ ფორუმს? ცხადია რომ ბაზრობის თითოეულმა მოვაჭრემ ხმა მისცა ნათელ მომავალს, და ამათ რატომ უნდათ მათტვის სინათლის ჩაქრობა ვერ ვხვდები. ნამდვილად დასაჭერები არიან ამისთვის
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ერთი ორი მოხვდა ეტყობა.. კაი შევცვლი სათაურს თუ ასე მიგაჩნიათ

 

 

მგელი მოდის, მგელი მოდისო არ გაგიგია შენ კაცო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...