Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მედვედევი:ნატო არ არის აგრესორი, არც რუსეთშია დიქტატურა


Recommended Posts

სტატიას ამ სათაურით, ბიბისი–ს რუსული ბიურო აქვეყნებს. მედვედევმა განცხადება, „ნატო არ არის აგრესორი,არც რუსეთშია დიქტატურა“,გუშინ გააკეთა. როდესაც ის მოსკოვის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, მიუნხენის საერთაშორისო პრესკონფერენციის მონაწილე ექსპერტებს ხვდებოდა.

 

მედვედევმა აღნიშნა,რომ მართალია რუსეთის პრიორიტეტები არ შეცვლილა,თუმცა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში რაღაც ელემენტები იცვლება.

 

„თუ გნებავთ, ეს არის მოდერნიზაცია. მე ვფიქრობ,რომ საჭიროა უბრალოდ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ურთიერთობის დალაგება“.

 

მედვედევმა ასევე აღნიშნა,რომ რუსეთ–ამერიკის „გადატვირთვის“ პოლიტიკის წარმატების ერთ–ერთი მიზეზი ის არის,რომ მას და ბარაკ ობამას პირადი ურთიერთობა კარგად აეწყოთ.რაც შეეხება ნატოს, მან თქვა:

 

„რუსეთის და ნატოს ურთიერთობები ყოველთვის რთული იყო,შესაძლოა ეს არის მემკვიდრეობას დამატებული ემოციები,შეგრძნებები და აღქმები“.

 

მედვევი ამბობს, რომ რუსი ხალხის ნაწილი ფიქრობს,რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხის მომტანია. და ალბათ ეს მცდარი მოსაზრებაა. მაგრამ ცხადია,რომ ხშირად რუსეთი აღიქმება დასავლეთის სამყაროს ნაწილად, სადაც არასდროს შეიძლება იყოს დემოკრატია, სადაც ხელისუფლება ყოველთვის ავტორიტარულ პრინციპებს ეყრდნობა და რომელსაც არ უნდა განვითარება სხვა სამყაროსთან ერთად“.

 

მიუნხენის პრესკონფერენციის წარმომადგენელმა, ვოლფგანგ იშინგერმა დიმიტრი მედვედევს, პრესკონფერეცნია მიწვევა გადასცა.

 

2007 წელს,როდესაც რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი ვლადიმერ პუტინი მიუნხენის პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა,ბევრმა მისი გამოვლა შეაფასა,როგორც „ფაქტიურად ცივი ომის გამოცხადება დასავლეთისთვის“.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...