planetanews Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 გრძელვადიანი პაემნებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის შენობები აშენდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდილ საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ისაუბრა. სამვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობები პირველ ეტაპზე არასრულწლოვანთა #11, რუსთავის #6 და #16 დაწესებულებების ტერიტორიაზე მოეწყობა. მინისტრის განცხადებით, მშენებლობა ყველაზე ადრე, დაახლოებით 3 თვეში, არასრულწლოვანთა საპყრობილეში დამთავრდება. 4 თვეში კი დანარჩენ ორ დაწესებულებაშიც. სასტუმროს ტიპის შენობებში ღამის გათევა სავარაუდოდ ფასიანი იქნება. სამინისტროში არ აკონკრეტებენ რა რაოდენობის თანხებია გამოყოფილი პაემნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, თეა სუხიშვილი ამბობს, რომ მშენებლობისათვის საჭორო თანხებს პრობაციის სამინისტრო და კერძო სექტორი გამოყოფს. ,,სახელმწიფო ყოველწლიურად დიდ რესურს ხარჯავს ჩვენს უწყებაზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვზრუნავთ, რომ პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდებოდეს კანონიერების, დემოკრატიულობის და ჰუმანიზმის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის აღსრულება ემსახურებოდეს დანაშაულის პრევენციას და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას’’, - განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ ბრიფინგზე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts