Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონოდ, დასჯის მიზნით პატიმართა საკარანტინე განყოფილებაში მოთავსება


Recommended Posts

სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ვიზიტი განახორციელა გლდანის მერვე დაწესებულებაში, სადაც საკარანტინე განყოფილებაში პატიმართა მდგომარეობა შეისწავლა.

 

„დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონოდ, დასჯის მიზნით პატიმართა საკარანტინე განყოფილებაში მოთავსება, ასევე დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საკარანტინე განყოფილებაში არსებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი პირობების და პრაქტიკის აღმოსაფხვრელად“,–ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში,რომლითაც ის სასჯელაღსრულების,პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მიმართავს.

 

თუ რა მდგომარეობაა გლდანის მერვე საპყრობილის საკარანტინე განყოფილებაში, აღწერილია იმ წერილში,რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

 

ნათქვამია,რომ საკარანტინე 15 საკნიდან, 7–ში მხოლოდ სკამები დგას, ეს საკნები განკუთვნილია პატიმრების მოსათავსებლად,რომლებიც გაყავთ სასამართლო პროცესებზე. თუმცა ამ შვიდიდან სამი საკანი გამოყენებულია დამატებით საკარანტინე ოთახად, სადაც რამდენიმედ დღით ან ერთი კვირით ათავსებენ პატიმრებს. შესაბამისად, პატიმრებს ძილი ან სკამებზე უწევთ, ან ბეტონის იატაკზე. ისინი არი არიან უზრუნველყოფილები ლეიბებით და გადასაფარებებლებით,–ნათქვამია განცხადებაში.

 

რაც შეეხება დანარჩენ 8 საკანს, თითო ოთახში არის სამი ორსართულიანი საწოლი, მცირე ზომის მაგიდა. სულ 48 საწოლია. ფანჯრები ამ ოთახებში სანახევროდ იღება, არ არის ლეიბები და გადასაფარებლები.

 

„საკანში იყო ჩახუთული ჰაერი და იდგა სპეციფიკური სუნი“,–ნათქვამია განცხადებაში.

 

სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, პატიმრებმა აღნიშნეს,რომ მათ არ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები და არ აქვთ შხაპის მიღების საშუალება. საპიფარეშოებში არ არის ნათურები, ზოგან კი მოშლილია წყალგაყვანილობის სისტემა.

 

მონიტორინგის დროს, როგორც ომბუდსმენის აპარატი ამბობს, საკარანტინე ოთახში 140 პატიმარი იყო მოთავსებული. მათგან 2 სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზიდან იყო მოყვანილი, ერთმა არ იცოდა მისი საკანში ყოფნის მიზეზი, 23 კი ამბობდა, რომ შინაგანაწესის დარღვევის გამო, დასჯის მიზნით განათავსეს კარანტინის ოთახში.

 

„დასჯის მიზნით პატიმრების კარანტინში განთავსება გლდანის დაწესებულებაში ხშირად ხდება, თუმცა დასჯის ეს მეთოდი არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არის გაწერილი და შესაბამისად, უკანონოა“,–ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

საკარანტინე განყოფილებაში არ აწარმოებენ საკარანტინე საკნებიდან საცხოვრებელ საკნებში გადაყვანილ პატიმართა აღრიცხვიანობის ჟურნალი, რის გამოც ფაქტობრივად შეუძლებელია იმის შემოწმება, რეალურად რამდენი ხანი იმყოფებიან პატიმრები კარანტინში. მონიტორინგის დროს იქ განთავსებული პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი საკარანტინე ოთხში დაყოვნების პერიოდი იყო 1–დან 15 დღემდე.

 

გარდა საკარანტინე ოთახებისა, შემოწმდა ასევე დაწესებულებაში ადვოკატთა შეშვების პირობები.

 

განცხადებაში ნათქვამია,რომ 22 საგამოძიებო ოთახში, რომლის ფართი 14.2 კვ.მ–ია,2 მაგიდა და 4 სკამი დგას. ოთახში პარალელურად ორი შეხვედრა წარმოებს და კარგი ღიაა.

 

„შესაბამისად,ადვოკატის და კლიენტის შეხვედრისას კონფედენციალურობის დაცვა,პრაქტიკულად შეუძლებელია“,–ნათქვამია სახალხო დამცველის განცადებაში.

 

რაც შეეხება საშთა ბიუროს, დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელთან, ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია,რომ არსებული არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა,რომ საშვთა ბიუროს შენობას დაახლოებით ერთი თვეა, მიაშენეს ახალი შენობა (45 კვ.მ). საშვთა ბიუროს თანამშრომლების განმარტებით, იგი ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2010 წლის 21 ოქტომბრიდან.

 

„ დაწესებულებისთვის, რომელშიც მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 3541 პატიმარი, არანაირად არ არის საკმარისი ის ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ადვოკატების შესახვედრად თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან. ახალი შენობაც, რომელიც ოქტომბრის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში, ვერ გადაჭრის არსებულ პრობლემას“.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...