planetanews Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 2011 წლის ბიუჯეტში მთავარ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების რეფორმები რჩება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ბაინდურაშვილის განცხადებით, 2011 წელს 4-ჯერ გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება და ეს თანხა, ძირითადად, პროექტების განხორციელებას მოხმარდება. მინისტრის თქმით, ბიუჯეტში 2 საგზაო პროექტისთვისაც არის გათვალისწინებული თანხები – ზესტაფონი-სამტრედიის ავტობანისა და ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მოსაწყობად. ასევე დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტები. მომავალი წლის ბიუჯეტში განათლების რეფორმისათვის თანხა 16 მილიონით იზრდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts