planetanews Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg ალენ ბარლუე, პიერ რუსლენი სამშაბათს დოვილში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ნიკოლა სარკოზის და ანგელა მერკელს შეხვდა 18-19 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს, ნიკოლა სარკოზის და ანგელა მერკელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მედვედევის იმაზე დათანხმება იყო, რომ იგი მომავალ თვეში ნატო-ს ლისაბონის სამიტზე გაემგზავროს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, საფრანგეთის და გერმანიის თხოვნა მოსკოვის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა, შედეგებმა საპირისპირო ცხადყო: დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 19-20 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც ალიანსის ხელმძღვანელობა ახალი „სტრატეგიული კონცეფციის“ განხილვას დაიწყებს. რუსეთის ლიდერის პასუხს რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა სულმოუთქმელად ელოდა, რადგან მოსკოვი არ მალავს მის შეშფოთებას ნატო-ს ზოგიერთ პროექტთან, მათ შორის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებასთან დაკავშირებით. დიმიტრი მედვედევმა აქაც გარკვეული გახსნილობა გამოავლინა და არ გამორიცხა პროექტში რუსეთის მონაწილეობა. ამავდროულად მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ალიანსი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. „აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ფორმით ვარაუდობენ ისინი რუსეთის ამ სისტემასთან მიერთებას და როგორ მოხდება შეთანხმებების მიღწევა“ – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა. „ჩვენ პასუხს მხოლოდ ამ წინადადების შეფასებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით“ – დასძინა მან. პროექტი რომელშიც საფრანგეთიც აპირებს მონაწილეობას, თავისი მაღალი თავდაცვითი ტექნოლოგიებით, იმას გულისხმობს რომ ევროპაში შესაძლო სარაკეტო თავდასხმებისგან (პირველ რიგში ირანისგან) დამცავი ქსელი შეიქმნას. მართალია რუსეთის საბოლოო დათანხმება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა მისი პოზიტიური პასუხი, შესაძლოა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობებში გარდამტეხ მომენტად იქცეს. ამ ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში ცივი ომიდან მემკვიდრეობით მიღებული ურთიერთუნდობლობა აფუჭებდა. გერმანიაში მიმდინარე დავაზე პასუხად, რომ მომავალმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ შეიძლება ბირთვული იარაღის ადგილი დაიკავოს, ნიკოლა სარკოზიმ დააზუსტა, რომ „საფრანგეთი ბირთვულ შეკავებაზე უარის თქმას არ პირებს“. ლისაბონის სამიტამდე ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. „ალიანსის ამოცანებთან დაკავშირებული საკითხი, ჯერ კიდევ ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა და ჩვენ მასში აშკარად უნდა შევიტანოთ ცვლილებები“ – აცხადებს ნიკოლა სარკოზის გარემოცვა და ხაზს უსვამს ევროპასა და რუსეთს შორის სანდო და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობას. აშკარა ურთიერთგაგება დოვილის სამიტმა ამ საქმეში სერიოზული წვლილი შეიტანა და სამი ქვეყნის თანამშრომლობის განმტკიცების დემონსტრირება მოახდინა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთი მალე „დიდ ოცეულს“ უხელმძღვანელებს. ანგელა მერკელმა და დიმიტრი მედვედევმა ნიკოლა სარკოზის მხარდაჭერა აღუთქვეს და მოიწონეს მისი პროექტი მსოფლიო სავალუტო სისტემის რეფორმის შესახებ. რუსეთ-ევროკავშირის 7 დეკემბრის სამიტის წინ, სამი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა მხარი დაუჭირა ანგელა მერკელის წინადადებას რუსეთ-ევროკავშირის პოლიტიკური კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელსაც სერგეი ლავროვი და კეტრინ ეშტონი უხელმძღვანელებენ. გერმანიის კანცლერი (ის პირველად მონაწილეობდა მსგავსს სამმხრივ სამიტში) დასთანხმდა შემდეგი შეხვედრის მასპინძლობას, რითაც აჩვენა რომ მისი მერყევი დამოკიდებულება, რაც დაკავშირებული იყო ამ „ტრიუმვირატისადმი“ ზოგიერთი ქვეყნის ნეგატიურ დამოკიდებულებასთან წარსულს ჩაბარდა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts