planetanews Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს შავ ზღვაში იბანავა მანამ, ვიდრე შიშველი ტორსით წარდგებიდა ჟურნალისტების წინაშე. ერთი წლის წინ მისი სასტიკი კრიტიკოსი ვლადიმერ პუტინი ციმბირის ტბაში ანალოგიურად ბანაობდა. სააკაშვილმა 3.5 კილომეტრი გაცურა იმისთვის, რომ საბჭოთა პერიოდის განთქმულ სანაპირო რეგიონს აჭარას ტურისტებისთვის მეტი მიმზიდველობა შესძინოს და ის კვლავ მოდური გახდეს, ითქვა ქართულ ტელეარხებზე. 3,5 კილომეტრი ათლეტების საცურაო დისტანციის (3.9 კმ) მსგავსია. „შესანიშნავი წყალია!“, – განაცხადა სააკაშვილმა წყლიდან ამოსვლის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად. „აჭარის სანაპიროზე ცურვა და გარუჯვა მაისიდან ნოემბრამდე შეიძლება, სეზონი ექვსთვიანია“, – ხაზგასმით აღნიშნა მან. „ეს არის იმის ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ უყურებს ოკუპანტი ჩვენს ქვეყანას ასეთი შურით და რატომ სურს მისი დაპყრობა“, – დასძინა მან. ეს საჯარო გამოჩენა, როგორც ჩანს, პრეზიდენტ პუტინის გამოწვევა იყო, რომელიც არ მალავს მის უარყოფით დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ და 2008 წლის რუსეთ–საქართველოს სამხედრო კონფლიქტის დროს პირობა დადო, რომ მას „კვერცხებით“ დაკიდებდა. შარშან პუტინი ბატერფლაის სტილში შორეული ციმბირის რეგიონის (ტუვა) ტბაში ცურავდა, სადაც შვებულებას ატარებდა. ფოტოებს, სადაც პუტინი შიშველი ტორსით იყო გამოსახული, მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საქართველო და რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მოპოვებისთვის ერთმანეთს ხანმოკლე ომში დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით მოსკოვმა ამ ტერიტორიის და მეორე სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთს ორივე ტერიტორიაზე სერიოზული სამხედრო ძალა ჰყავს განთავსებული და თბილისის განცხადებით, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობას, რომელიც ჯარების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისიწნებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.