polter Posted March 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 ორგანიზმის ენერგეტიკული მომარაგების ყველაზე მეტი წილი საკვების ნახშირწ####ბზე მოდის. ესენია შაქრები და სახამებელი, რომელსაც შეიცავს პურეული, ბურღულეული და ტკბილეული. მიღებული ნახშირწ####ბი კუჭ-ნაწლავში იშლება და ბოლოს მონოსაქარიდგლუკოზად გარდაიქმნება. სწორედ გლუკოზის სახით ხდება ნახშირწ####ბის ათვისება კუნთებსა და ორგანოებში, სადაც მიმდინარეობს ენერგეტიკული პროცესები. იმისათვის, რომ კუნთმა და სხვა ქსოვილმა სისხლიდან გლუკოზა შეითვისოს, საჭიროა ინსულინი. ინსულინს გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი. დიაბეტი იმიტომ ვითარდება, რომ ორგანიზმს ინსულინი აკლია. ინსულინის დანაკლისი თვის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის საკმარის რაოდენობას. სხვა შემთხვევაში ინსულინი გამომუშავდება საკმაო რაოდენობით, მაგრამ ნივთიერებათა ცვლის ზოგადი მოშლილობის გამო იგი ვერ მოქმედებს ეფექტურად. ამიტომაა, რომ არსებობს დიაბეტის სხვადასხვა სახეობა. დიაბეტის დროს სისხლში გროვდება გლუკოზის ზედმეტი რაოდენობა, შემდეგ კი იწყება მისი გამოყოფა შარდით. დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ მისი მიზეზი მთლად ნათელი არ არის. ზოგჯერ იგი აღმოცენდება პანკრეასის ანთების შემდეგ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ზოგჯერ დიაბეტის გამოაშკარავება დაკავშირებულია ტკბილეულის გადაჭარბებულ ჭამასთან, ზოგჯერ ამა თუ იმ ინფექციურ დაავადებასთან, ფსიქიკურ ტრამვასთან. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას, განსაკუთრებით თუ დიაბეტი ორივე მშობელს აქვს. ზემოხსენებული ფაქტორების ცოდნა საჭიროა, რადგან ამის მიხედვით ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები. დიაბეტის გამოვლინებები მრავალფეროვანია. ზოგი ავადმყოფი წონაში იკლებს, თუმცა მადა გაძლიერებული აქვს და ბევრს ჭამს. დიაბეტით ავადმყოფს წყურვილიც აწუხებს, დიდი რაოდენობით ღებულობს სითხეს და დიდი რაოდენობით გამოყოფს შარდს. ბევრი ავადმყოფი, პირიქით, გასუქებულია, ან ნორმალური წონისაა. დიაბეტი გამოვლინდება სისხლსა და შარდში გლუკოზის გამოკვლევების საფუძველზე, რასაც აკეთებენ დიაბეტის რაიმე გართულების შემდეგ. არცთუ იშვიათად, გამოკვლევის დროს სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აღმოაჩნდება თითქოსდა ჯანმრთელ ადამიანს. დასაწყისში დიაბეტით დაავადებულს შეიძლება აწუხებდეს მხოლოდ საერთო სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება. ხშირად დიაბეტი ფარულად მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ასეთი გართულებებია: ტანის ქავილი და ჩირქოვანი დაავადებები, მხედველობის დაქვეითება, კიდურებში მგრძნობელობის შეცვლა და ტკივილი, სტენოკარდიის შეტევები, გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება არტეტიული სისხლის წნევის მომატებით, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს დიაბეტური კომა ცნობიერების დაკარგვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Elibo Posted March 29, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2008 ძალიან ცუდი დაავადებაა... ბაბაუაჩემს ჭირდა, მაგრად წვალობდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted March 29, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2008 აუ რა ტეხავსს ანუ მაგარი უნდა ვიფრთხილო არა რომ არ დავიმართო ვსოო ტკბილეულს აღარ შევჭამ ტყუილად არ მეჩხუბებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nesquik Posted March 29, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2008 შეიძლება ეს ინფორმაცია გამოგვადგეს მარა მეორე დაავადებას ავიკიდებ - თვალები აღარ მექნება ცოცხალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
eksprofi84 Posted May 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2010 აუ რა ტეხავსს ანუ მაგარი უნდა ვიფრთხილო არა რომ არ დავიმართო ვსოო ტკბილეულს აღარ შევჭამ ტყუილად არ მეჩხუბებიან ტკბილეულის ჭამისგან დიაბეტი არ ჩნდება... დზაან ბევრი კი არაფერი არ ვარგა. ამიტომ მიირთვი ოგონდ ზომიერად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted August 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2010 ტკბილეულის ჭამისგან დიაბეტი არ ჩნდება... დზაან ბევრი კი არაფერი არ ვარგა. ამიტომ მიირთვი ოგონდ ზომიერად არა ზომიერებას ვაკონტროლებ უბრალოდ დღის განმავლობაში რამე ტკბილი თუ არ შევჭამე ცუდად ვხდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tatka Posted January 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2011 ძალიან ბევრ წყალს ვსვამ და შიძლება დიაბეტი მქომდეს? თუმცა ტკილეულის დიდი მოყვარული არ ვარ, მარტო შავი შოკოლადი მიყვარს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
D r E a M e R Posted January 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2011 tatkaდიაბეტის სიმპტომებია გაძლიერებული წყურვილი, ქავილი და პირის სიმშრალე...ნორმალური ადამიანი დღეში 1 ლ დან 3 ლ მდე წყალს სვამს ბევრი წყლის დალევა სულაც არ ნიშნავს რომ დიაბეტი გაქვს...თანაც აქ მაგაზე პასუხს ვერავინ გაგცემს მიდი ექიმთან და ჩააბარე სისხლის ანალიზი პასუხი 5 წუთში გეცოდინება P.S დიაბეტს ბევრი ტკბილეულის ჭამა არ იწვევს...დიაბეტს იწვევს კუჭუკანა ჭირგვლის დაავადებები ანუ პანკრეასის რთული დაავადებები რომელიც გამოიმუშავებს ინსულინს ასე რომ ნუ გეშინიათ და ნუ ვარდებით პანიკაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted January 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2011 ერთი ანალიზის ჩაბარებით დიაბეტის დადგენა არ დადგენა ძნელია ყოველთვის საჭიროა დინამიკაში რამოდენიმე ანალიზის ჩატარება გააჩნია ასევე სისხლში შაქრის დონეს ჭამამდე და ჭამის შემდეგ თვითონ შაქრიანი (უშაქროც არსებობს) დიაბეტი პანკრეასის პათოლოგიით არის გამოწვეული და არ იკურნებაცხოვრების ბოლომდე ჰორმონებზე დამოკიდებული რჩება პაციენტიცუდი პათოლოგიაა, ცუდი გართულებებით და დიდ ყურადღებას მოითხოვს მხოლოდ ბევრი წყლის სმა მართლა არ ნიშნავს დიაბეტს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tatka Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 ყველას დიდი მადლობა, ცოტათი დამაწყნარეთ მაგრამ ვფიქრიბ ზოგჯერ მაინც გამოკლევა და სისლის ანალიზის გაკეთება ურიგო არ იქნებოდა მთრამ რატომღაც არ გვიყვარს გვირჩევნია ვიჯდეთ და ვიკანკალოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
97008 Posted May 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2011 დიაბეტიკებისთვის ფეხსაცმელის სუპინატორები და ფეხის თითის ფიქსატორები იყიდება დინამოსთან წინამძღვრიშვილის#137-ში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anamaria Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ჩემ ძმას 21 წელიწადი დიაბეტიანი იყო მხედველობა აკლდა და საშინლად იტანჯებოდა, მერე ჩემ ძმის მეგობარს გაუგია ვინმე ყაზბეგელი ვანო და ის აურას და მოლეკულურ დონემდე ხედავო იქნება იმან რამე გაიგოს და იმკურნალოსო,ერთ დღეს მოუყვანია და გვითხრა რომ ექიმი და მკურნალი არ ვარო- ცოტა არანორმალური მომეჩვენა ის მოხევე. მეგონა მატყუებდა მაგრამ სამი კვირა თავისებური მეთოდით როგორ გაკურნა და რანაირად არ ვიცი. აგერ 11 წელი გავიდა და ჩემი ძმა კარგად გრძნობს თავს მხედველობა დაუბრუნდა. თვითონ პიროვნება არავისთან არ კონტაქტობ არავისთან მეგობრობს. ნდობა არავისთან არა ააქვს და მისამართი ვთხოვე და ისეთი შემომხედა შემეშინდა, კარი მოიხურა და წავიდა.ფულიც კი არ აიღო, თან მითხრა ფული ჩემთვის გულში გენანებაო- სწორედ ეგ როგორ ამოიცნო გადარეული ვიყავი თან მითხრა შენი ფიქრები ამოვიკითხეო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.