Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 21 ოქტომბერი


Recommended Posts

21 ოქტომბერს, 09:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

 

21 ოქტომბერს, 09:45 საათზე, ნატოს ელჩები ეროვნულ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდებიან.

 

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ანაკლიაში”, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010-2013 წლების სტრატეგიული გეგმის განახლებასთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელ პირთა სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

 

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო სხდომა ჩატარდება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება.

სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი

თსსუ-ის III კორპუსი, III სართული, სააქტო დარბაზი

 

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ეწვევიან.

თსუ-ის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

 

21 ოქტომბერს, 11.00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ~წყლის გლობალური პარტნიორობა – საქართველო~ პუბლიკაციის – “წყლის გლობალური პარტნიორობა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს”, პრეზენტაციას გამართავს.

 

21 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ~თავისუფალი დემოკრატების~ ორგანიზებით, ~თბილისი მარიოტში~ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

 

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებს დარგავენ.

 

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი “ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემების კონკურსში” გამარჯვებულებს დააჯილდოებს.

მის: უზნაძის ქ. #52

 

21 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში, ნატო, საქართველო, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი და ლიტვა ოფიციალურად გახსნიან ნატო–ს “პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის” პროექტს, რომელიც საქართველოსთვის ომის ფეთქებადი ნარჩენებისა და სამედიცინო რეაბილიტაციის სფეროში დახმარებას ითვალისწინებს.

 

21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო “თბილისიMმარიოტში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი “ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” პრეზენტაციას გამართავენ.

 

21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “თავისუფალი აზრის სახლის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრი სულხან მოლაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “უკანონო პატიმრების სამართლებრივი მხარდაჭერა საქართველოსა და ევროპაში”.

მის: დ. მირცხულავას ქ. #6 (გეგეშიძის ბაღთან)

 

21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და IFC-ი ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგს გამართავენ.

 

21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს ნინო ბურჯანაძე უპასუხებს.

 

21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” კონფერენცია “სვლა აღმოსავლეთისკენ” გაიმართება.

 

21 ოქტომბერს, 16.00 საათზე, სასტუმრო ~თბილისი მერიოტში~ Georgian Fashion Week-ის ორგანიზატორები და სპონსორები პრესკონფერენციას გამართავენ.

 

21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისადმი მიძღვნილი კინოქრონიკა – “ტრადიციებით მომავლისაკენ”; სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ნახატების გამოფენა გაიმართება.

 

21 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა, პროფესორთა და კურსდამთავრებულთა მონაწილეობით საზეიმო კონცერტი ჩატარდება.

 

21 ოქტომბერს, 20:00 საათზე, “კინოს სახლის” კინოთეატრ “ქოლგაში~ კლიმატის კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ლუკ ბესონის და იან არტიუს ბერტრანდის დოკუმენტური ფილმი “სახლი”.

მის: ძმები კაკაბაძეების ქ. #2

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...