Jump to content
Planeta.Ge

მორიგი ახალგზარდას მკვლელობა


Recommended Posts

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მცხოვრები ვაჟა ბაღაშვილი შსს-ს თანამშრომელს ნოდარ აბულაშვილს 19 წლის შვილის, ზვიად ბაღაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აბულაშვილი დასჯის ნაცვლად დააწინაურეს. სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამჟამად შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს.

 

ზვიად ბაღაშვილი წნორში 1999 წლის 11 დეკემბერს მოკლეს. ის მეგობართან ერთად, ამავე სოფელში მცხოვრებ ნანა თანდილაშვილს სტუმრობდა. ვაჟა ბაღაშვილის თქმით, ნანას ოჯახი სტუმრებს არაკეთილგანწყობით შეხვდა. ბებიამ პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორს ნოდარ აბულაშვილს დაურეჯა, რომელიც მეზობლების თქმით, თანდილაშვილებთან ხშირად მიდიოდა. პოლიციელი თანდილაშვილებთან, ამ შემთხვევეშიც შეტყობინების მიღებისთანავე მივიდა. თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, ადგილზე პოლიციელების მისვლისას, ბაღაშვილის მანქანა თანდილაშვილების სახლიდან უკვე გარეთ გამოდიოდა. „ნოდარ აბულაშვილმა ზვიადს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ აბულაშვილმა ბაღაშვილს ესროლა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა“,- იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

მომხდართან დაკავშირებით სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. ნოდარ აბულაშვილი მკვლელობის დღესვე დაიკითხა. ჩვენებაში აბულაშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც ბაღაშვილის მანქანას მიუახლოვდა, ზვიადმა მის დანახვაზე გაქცევა სცადა. „მაშინ მე ავტომანქანიდან გასაღების გამოძრობას შევეცადე, რა დროსაც ბაღაშვილმა მინა ასწია და მანქანა დაძრა. იარაღი ამიტომაც ამოვიღე. ჯერ ჰაერში გავაკეთე გამაფრთხილებელი გასროლა, შემდეგ საბურავებს ვესროლე, ბოლოს კი ფანჯრის მინას მივადე. იარაღი შემთხვევით გამივარდა“, - აღნიშნავს ნოდარ აბულაშვილი გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში.

 

მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად კახეთის საოლქო პროკურატურას გადაეცა, რომელმაც დანაშაული განზრახ მკვლელობის მუხლით დააკვალიფიცირა. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბაღაშვილის ავტომობილის მინების ასაწევ-დასაწევი მექანიზმი ოთხივე კარზე მოშლილი იყო და შესაბამისად მინების აწევა შეუძლებელი იქნებოდა, აბულაშვილმა ჩვენება შეცვალა.

 

„ბაღაშვილის შეჩერება მსურდა და მანქანის კარს ამ მიზნით ჩამოვეკიდე. მანქანამ რამდენიმე მეტრზე მათრია და იარაღი მოულოდნელად ამ დროს გამივარდა“- განაცხადა მან. ექსპერტიზამ მისი ამ ჩვენების ნამდვილობაც გააბათილა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მსგავს ვითარებაში უნებლიე გასროლა შეუძლებელი იყო.

 

2000 წლის 7 აპრილს პროკურატურამ ნოდარ აბულაშვილს ბრალი მკვლელობაში დასდო და ის დააკავეს. მეორე დღეს, თელავის სასამართლოს მოსამართლემ გოდერძი გოდერძიშვილმა განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, აბულაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ და დააკმაყოფილა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დაპატიმრების ბრძანება საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით იყო მიღებული, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლომ გააუქმა. მოსამართლე გაბისონიამ ნოდარ აბულაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

იურისტების ინფორმაციით, პროკურატურას უფლებაც ჰქონდა და საშუალებაც, აბულაშვილი ხელმეორედ დაეპატიმრებინა და ბრალი დაედო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ბაღაშვილის მკვლელობის საქმის გამომძიებელი ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ ის აბულაშვილის ქმედებაში განზრახ მკვლელობის ნიშნებს ვერ ხედავდა. პროკურატურამ აბულაშვილს მხოლოდ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა.

 

ბაღაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურამ დადგენილება რამდენჯერმე გამოიტანა, რაც გარდაცვლილის მამის საჩივრების საფუძველზე გაუქმდა.

 

„ყველა მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ჩემი შვილის განზრახ მკვლელობაში ნოდარ აბულაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა, გამომძიებლებმა შეცვალეს და დაამახინჯეს. პროკურატურამ ყველა ინსტანციის სასამართლოს მითითების იგნორირება მოახდინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში აბულაშვილები გვატერორებდნენ, არ გვეჩივლა, რასაც ვერ მიაღწიეს. სამაგიეროდ, არ ვიცი როგორ, მაგრამ ნოდარ აბულაშვილმა სიღნაღის პოლიციაში მუშაობა განაგრძო, ცოტა ხნის წინ კი ის დააწინაურეს და სამუშაოდ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გადაიყვანეს. მას თავისი ძმა, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ აბულაშვილი მფარველობს, რომელიც ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირია და ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობს სიღნაღის რაიონში“,- ამბობს ვაჟა ბაღაშვილი.

 

ზვიად ბაღაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არც კახეთის საოლქო პროკურატურაში და არც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარზე უარი თქვეს ნოდარ და ნუგზარ აბულაშვილებმაც.

 

გარდაცვლილის მშობლები მკვლელის დასჯას ითხოვენ. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული.

 

http://ick.ge/ka/articles/3234-19-.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ბაღაშვილის შეჩერება მსურდა და მანქანის კარს ამ მიზნით ჩამოვეკიდე. მანქანამ რამდენიმე მეტრზე მათრია და იარაღი მოულოდნელად ამ დროს გამივარდა

 

:)

გარდაცვლილის მშობლები მკვლელის დასჯას ითხოვენ. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული.

 

 

ძალიან კარგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

. მას თავისი ძმა, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ აბულაშვილი მფარველობს, რომელიც ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირია და ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობს სიღნაღის რაიონში“

 

მთელი რაიონი რომ გაჟუჟოს, ხელშეუხებელი ყოფილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

მთელი რაიონი რომ გაჟუჟოს, ხელშეუხებელი ყოფილა.

ეგრე გამოდის ...

 

მარა იმ მასპინძელსაც რა ვუთხარი, სტუმრის გამო პოლიციას რო გამოიძახებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაჟა ბაღაშვილი შსს-ს თანამშრომელს ნოდარ აბულაშვილს 19 წლის შვილის, ზვიად ბაღაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს.

ხოდა ადანაშაულოს და იყოს. იბიომატ, მამა ხარ, 19 წლის შვილი მოგიკლეს, თუ ეგრე თვლი რომ იმან მოგიკლა, რას ადანაშაულებ, რა სასამართლოებში დარბიხარ, ერთი თოფი მაინც ვერ უნდა იშოვო და მოუკლა იმასაც ვინმე?

ჩემ მეგობარს ადრე ბიძაშვილი მოუკლეს. სასამართლო და მთელი ამბები იყო, და თითონ ამან არ დაადო ხელი, არ ვიცი ვინ იყოო. და მერე მიუვარდა სახში და გაუხვრიტა შუბლი. წავიდა ციხეში, მოიხადა და არის ახლა, კაცია და კაცის სახელით დადის. გამომივიდნენ აქ ადანაშაულებენ. ხოდა იმიტომაც ხოცავენ ასე უპრაკუნოდ, რომ ნახეს, უტრაკოების ქვეყანა ყოფილაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ჩემ მეგობარს ადრე ბიძაშვილი მოუკლეს. სასამართლო და მთელი ამბები იყო, და თითონ ამან არ დაადო ხელი, არ ვიცი ვინ იყოო. და მერე მიუვარდა სახში და გაუხვრიტა შუბლი. წავიდა ციხეში, მოიხადა და არის ახლა, კაცია და კაცის სახელით დადის.

უკაცრავად, მაგრამ დავაჯვი ეგეთ საქართველოს. მე ეგეთ საქართველოში საცხოვრებლად არ დავბრუნდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად, მაგრამ დავაჯვი ეგეთ საქართველოს. მე ეგეთ საქართველოში საცხოვრებლად არ დავბრუნდები.

კაცია და გუნება :)

მე კი ის არ მესმის, ვინმე თუ მოგიკლეს, იმას ციხეში რომ ჩასვამენ, ამით შენ რა? მაგაზე ის ანეკდოტი მახსენდება, ორ სვანს დედას რომ მოუდღნამს (ან სიტყვის პირდაპირი, სექსუალური გაგებით) მეზობელი :) და სასამართლოზე იმას მიუსჯის მოსამართლე მაქსიმუმს, 12 წელს, და ნუ ყველა დაიშლება, ესენი კი დგანან არ მიდიან. მივა მოსამართლე და ეუბნება, რა გინდათ კაცო, ხო ხედავთ, მაქსიმუმი მივუსაჯე, 12 წელიო.. და ესენი ეტყვიან გაკვირვებულები, კი მარა ჩვენ ახლა 12 წელი ასე დედამოდღნულებმა ვიაროთო? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად, მაგრამ დავაჯვი ეგეთ საქართველოს. მე ეგეთ საქართველოში საცხოვრებლად არ დავბრუნდები.

asesino_141

 

 

არასოდეს არ თქვა არასოდეს:)

 

ეს ისე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

და მერე მიუვარდა სახში და გაუხვრიტა შუბლი. წავიდა ციხეში, მოიხადა და არის ახლა, კაცია და კაცის სახელით დადის.

ვერ დაგეთანხმები ეგ მიგვიყვანს ველურ დასავლეთამდე

 

თუ მკვლელი არ დაისაჯა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოკლას მოკლულის პატრონმა

 

მაგ შემთხვევაში მივესალმები შურისძიებას

 

ოღონდ პირველ ეტაპზე უდნა დაელოდონ გამოძიებას და დამანშავის სამართლებრივად დასჯას

 

ასევე პატრონს შეუძლია დამნაშავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკვლა ანუ მაინც ეძლევა შანსი შური იძიოს

 

მე ვინმე თუ მომიკლავს 19-წლის შვილს მოვკლავდი სასამართლომდე

 

მაგრამ მაინც უნდა ვცდილობდეთ რომ ამ ყველაფერზე ზრუნავდეს პოლიცია სასამართლო პროკურატურა სასჯელ აღსრულება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვინმე თუ მომიკლავს 19-წლის შვილს მოვკლავდი სასამართლომდე

Я тебя снова зауважал :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

უკაცრავად, მაგრამ დავაჯვი ეგეთ საქართველოს. მე ეგეთ საქართველოში საცხოვრებლად არ დავბრუნდები.

+1

 

დროა სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ... ყველა გაგებით!!

 

ეს სენიც მოვიხადოთ და...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროა სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ... ყველა გაგებით!!

და სამართლიანი რომელია? პოლიციელი შვილს რო მოგიკლავს და მიუსჯიან რამეს, გამოვა მერე და რა?

ორნი რომ იპოვიან ბევრ ფულს, და ერთი, უფროსი რომელიცაა, ეტყვის, მოდი, სამართლიანად გავიყოთო, ის მეორე ხო იცი რას ეტყვის? მოდი თუ კაცი ხარ, სამართლიანად კი არა, თანაბრად გავიყოთო, შუაზე გავყოთო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

და სამართლიანი რომელია? პოლიციელი შვილს რო მოგიკლავს და მიუსჯიან რამეს, გამოვა მერე და რა?

სასჯელი მარტო სიკვდილი არაა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასჯელი მარტო სიკვდილი არაა!

ეგ გასაგებია, მარა მე იმას ვგულისხმობ, რომ შენ გასაკეტებელს ვიღაც მოსამართლე რო გააკეთებს და მერე ვიღაც ბადრაგი წაიყვანს და იქ აპახავებენ თუ რას უშვებიან, აი შენ მაგითი რა? შენ რომ ვინმე გჩაგრავს, და იმას რო ვინმე სხვა ცემს, ამითი შენ რა? შენ თუ არ ცემე და შენ თუ არ მიუზღე სამაგიერო, მანქანაც რო დაეჯახოს, რა, ჩათვლი რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა?

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...