Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პროფესიული სასწავლებლები პროფესიულ სწავლების კოლეჯებად გადაკეთდება


Recommended Posts

პროფესიული სასწავლებლები პროფესიულ სწავლების კოლეჯებად გადაკეთდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაიურმა განაცხადა. პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტების სწავლის საფასურის 80%–ს სახელმწიფო დააფინანსებს. სოციალურად დაუცველთათვის კი სწავლის საფასურს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება საფრანგეთთან ,,მობილური პარტნიორობის’’ ხელშეკრულებას. რის შედეგადაც პროფკოლეჯების კურსდამთავრებულები შეძლებენ საფრანგეთში თავიანთი პროფესიის მიხედვით დასაქმდნენ. გილაურის თქმით, ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება ევროპის სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება.

 

პროფესიული კოლეჯები ასევე ითანამშრომლებენ კერძო სექტორთან, კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით.

 

,, ეს არის სასწავლებლები, რომლებიც, ჩვენ გვინდა, რომ ახლო კავშირში იყვნენ კერძო სექტორთან. რადგან სწორედ კერძო სექტორი მიაწვდის მათ იმ სამუშაოების ნუსხას, რომელიც მათ სჭირდებათ. კერძო სექტორის წარმომადგენლები პროფკოლეჯების კურსდამთავრებულებს დაასაქმებენ ’’, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პროფესიულ სწავლების კოლეჯებში სტუდენტები ისეთივე დონის განათლებას მიიღებენ, როგორსაც ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებში.

 

ამ წუთებში საქართველოს მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველად 44 საკითხია გამოტანილი. მთავრობის სხდომას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტერგაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრი ესწრებიან

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...