Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ცენტრალური პარკი – იაფად და მარტივად


Recommended Posts

თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა 2012 წელს დაიწყება. პროექტი, რომლის სამუშაო სახელწოდებაა მზიური, მზიურის და ზოოპარკის არსებული ტერიტორიების გაერთიანებას და ერთი ცენტრალური პარკის შექმნას გულისხმობს.

 

ბიუჯეტი, რომელიც თბილისის ცენტრალური პარკის შექმნისთვისაა საჭირო, ჯერ არ არის ცნობილი. თუ რა თანხა გამოიყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდან მზიურის პარკისთვის, დამოკიდებულია იმ პროექტზე, რომელიც კონკურსის შედეგად იქნება არჩეული.

 

გიორგი ქორქაშვილი, თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება:

 

 

 

/get_img?NrArticle=2805&NrImage=3

 

მზიური

 

 

 

„არ იქნება არანაირი ერთ პირთან მოლაპარაკება, გამოცხადდება ტენდერი იმიტომ, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მოსაწონი პროექტი, არამედ ყველასთვის“.

 

ის ამბობს, რომ ტენდერს კონკურსის სახე უფრო ექნება, რადგან მათ შეფასებაში ჩაერთვებიან როგორც უცხოელი, ასევე – ქართველი სპეციალისტები.

 

რაც შეეხება უცხოელ სპეციალისტებს, პროექტის ორი კონსულტანტია ზივ ლავი, ურბანული დიზაინერი და იაელ მორია კლაინი, ლანდშაფტის დიზაინერი.

 

ორივე მათგანი საქართველოდან დღეს გაფრინდა. მათ ტერიტორია დაათვალირეს, შეხვდნენ ქართველ არქიტექტორებს და გაეცნენ პროექტის კონცეფციას, რომელიც ქართულმა კომპანია, ვორქ არქიტექტურამ მოამზადა.

 

მათი მთავარი მოვალეობაა პროექტის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლების დაწერა.

 

„ვთხოვეთ ჩვენ, ტექნიკური დავალების შესრულებაში გაეწიათ დახმარება, რადგან როცა ტენდერი გამოცხადდება, მოვითხოვოთ ტექნიკურად ის, რაც იქნება საჭირო პარკის შექმნისთვის“, – ამბობს გიორგი ქორქაშვილი.

 

ანაზღაურება, რომელიც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სპეციალისტებისთვის არის გამოყოფილი, 3549 აშშ დოლარია, ამ თანხაში შედის, ასევე, ბილეთის ღირებულება. ეს არის ის ერთჯერადი თანხა, რომელიც მათ გადაუხადეს.

 

ქორქაშვილი ამბობს, რომ მათ მატერიალური დაინტერესება არ აქვთ და ის ფული, რომელიც მათ გადაუხადეს, აქ ჩამოსვლისთვის და ცხოვრებისთვის არის საკმარისი მხოლოდ.

 

ზივ ლავთან მოლაპარაკება, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა პროექტის კონცეფციის გასაცნობად, ინტერნეტის მეშვეობით მოხდა. მანამდე ის ორჯერ არის საქართველოში ნამყოფი და რამდენიმე პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

ახლა კი თბილისის ცენტრალური პარკის შექმნისთვის ის, მის ებრალ კოლეგასთან ერთად იმუშავებს.

 

ქორქაშვილი ამბობს, რომ ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი ლავსა და კლაინზე, მათი მიდგომა იყო.

 

„ჩვენ არ გვინდოდა, რომ ქალაქის ბიუჯეტს ეს პროექტი ძალიან დაწოლოდა. იმიტომ, რომ არ იყო საუბარი მხოლოდ 1 და 2 მილიონ ლარზე. მათი მიდგომა იყო ძალიან კარგი, სხვებისგან განსხვავებით, ვინც გვეუბნებოდა, რომ აქ უნდა დახარჯულიყო ძალიან ბევრი მილიონი ლარი, მათ შემოგვთავაზეს მარტივი გზა, თუ როგორ გავაკეთოთ ეს პროექტი მარტივად და მცირე დანახარჯებით“.

 

რაც შეეხება პარკის შექმნაზე დასახარჯ თანხას, ის, რაც ყველაზე ძვირი დაჯდება, ქორქაშვილის თქმით, მზიურის და ზოოპარკის შეერთებაა. ის ამბობს, რომ კონცეფციაში რაც დევს, შესაძლოა ტექნიკურად ვერ განხორციელდეს.

 

„თუ განუსაზღვრელი ბიუჯეტი გაქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ჩვენ გვინდა გამოგვივიდეს იაფად“.

 

ზოოპარკი, რომლისთვისაც ცოტა ხნის წინ, 200 ჰა ტერიტორია თბილისის ზღვასთან ახლოს გამოყვეს, შესაძლოა ნაწილობრივ არსებულ ტერიტორიაზე დარჩეს.

 

ახალი ზოოპარკის პროექტი ჯერ არ არის მზად. ქორქაშვილი ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ 45 ჰა–დან, მხოლოდ 9 ჰა უჭირავს ზოოპარკს, შესაძლებელია დაწყებით ეტაპზე სამუშაოები ზოოპარკიდან არ დაიწყოს.

 

ასევე, არსებობს იდეა, რომ ზოოპარკის ცხოველების გარკვეული ნაწილი პარკში დარჩეს. მაგალითად, მცირე ზომის ცხოველები და ასევე – ფრინველები.

 

რაც შეეხება ნიუ იორკის ცენტრალური პარკის ანალოგს, რაზეც მედია საუბრობდა რამდენიმე დღის წინ, ქორქაშვილი ამბობს, რომ არანაირ ვიზუალ ანალოგიაზე არ არის საუბარი. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, ის რაც შეიძლება ანალოგად ჩაითვალოს, ეს არის პარკის ფუნქციონალური დატვირთვა.

 

ამ ეტაპზე ცნობილია, არსებული კონცეფციიდან, რომ პარკი 4 ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი ნაწილი, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე იქნება ე.წ. აქტიური ნაწილი,სადაც კაფე–ბარები, საკონცერტო დარბაზები და სხვა გასართობი ცენტერები განთავსდება.

 

პარკის მეორე ნაწილი იქნება საბავშვო ქალაქ მზიურის ტერიტორია, რომელიც ყველა ასაკის ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

 

მესამე ნაწილი, დღევანდელი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია, იქნება სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი.

 

 

 

/get_img?NrArticle=2805&NrImage=1

 

მზიური

 

 

 

ხოლო მეოთხე ნაწილი, ლანდშაფტური, დასასვენებელი ზონა იქნება.

 

ქორქაშვილის თქმით, გეგმით გაწერილია, მიმდინარე წელს და 2011 წელს პროექტის ტექნიკური მახასიათებლების მომზადება და ასევე, მინიმალური სამუშაოები, როგორიცაა სკამების შეკეთება ან ახლის შეძენა, პარკების მოწესრიგება; 2012 წლიდან კი მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, თავდაპირველად – მზიურის ტერიტორიაზე,სანამ ზოოპარკი ადგილს შეიცვლის და ცხოველები თბილისის ზღვის მახლობლად დაიდებენ ბინას.

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...