planetanews Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დღეს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის 25 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშვნას. როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს საიუბილეო ცერემონიალი ჟინვალში, ჰიდროკომპლექსის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო ინტელიგენციის, დამსახურებულ ენერგეტიკოსთა, ენერგოკომპანიების, საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. დაგეგმილია ჟინვალის ჰიდროკომლექსის დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოება; ცერემონიალის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე სტუმრები ჯვარიპატიოსანის სახელობის ეკლესიას მოინახულებენ. ეკლესია, რომელიც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ააგო, ჟინვალის წყალსაცავში 25 წლის წინ დაძირული XI-XII საუკუნეების სიწმინდის ზუსტ ანალოგს წარმოადგენს. ჟინვალის ჰიდროკომპლექსი 1985 წელს ამოქმედდა. ექსპლუატაციაში მისი გაშვებით ქვეყნის დამატებითი ენერგორესურსით, დედაქალაქის სასმელი წყლითა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა გადაიჭრა.სასმელი წყლის 87% თბილისში ჟინვალიდან მოედინება; ჰიდროკომპლექსზე წარმოებული ელექტროენერგია საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 5-6%-ს შეადგენს.2008-2010 წლებში, ჰიდროკომპლექსის საიმედოობის ასამაღლებლად “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” რიგი სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელა, რამაც ჟინვალჰესის გამომუშავებაზეც დადებითად იმოქმედა. ბოლო ორი წლის მანძილზე წარმოებული ელექტროენერგია სადგურის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდულია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts