planetanews Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი, პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს, რომ უახლოეს ხანში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებსა და კომისიებში, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე “ობიექტივი“ მოხსენებით შეიძლება წარდგეს, რაშიც დახმარება გარკვეულმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა აღუთქვეს. გაზიარება[ნინო მიქიაშვილი. 01:28 20-10-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TL4Nsxvsc8I/AAAAAAAAEIo/2jI26jZFXs0/s200/inashvili_irma_572088322.jpg14 ოქტომბერს ბრიუსელში “რეზიდენტ-პალასის“ საერთაშორისო პრეს-ცენტრში, ევროსტრუქტურების წარმომადგენლები და ევროსტრუქტურებში აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვდნენ “ობიექტივის“ წარმომადგენლებს – ირმა ინაშვილს და პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს; ამ შეხვედრაზე მათთან ერთად იმყოფებოდნენ: ბათუმში, წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ქვრივი, ციცინო შავაძე; პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის მეუღლე, ეკა ჯიხვაშვილი და პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას მეუღლე, ელენე მაღრაძე. ირმა ინაშვილის განმარტებით, ამ შეხვედრას უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად ესწრებოდნენ: სენატორი მიშელ დელაკრუა (ბელგია); ევროპარლამენტის წევრი დევა ნირჟი (დიდი ბრიტანეთი), ევროპარლამენტის წევრი ლევჩნიკ აჟდა (ჩეხეთი), აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის კოორდინატორი ლაიზა კულუკულასურია (ბელგია),“WINEER PROBLI EUROPIAN UNION“–ის დირექტორი ჟან ფრანსუა რივალაინი (საფრანგეთი)... “ბრიუსელში ჩასული ვიყავით “ობიექტივის“ ახალი პროექტის ფარგლებში. ეს იყო მეოთხე სტუმრობა ევროპაში, სადაც ჩვენ ჩავდივართ, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ კოლეგებს ვხვდებით, ვუჩვენებთ დოკუმენტურ ფილმებს, ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოში. ამგვარი ქმედებით ევროპას გვინდა ვუთხრათ, რომ ის, რაშიც მათ საქართველოს ხელისუფლება არწმუნებს, რომ თითქოსდა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა, არის სიცრუე – საქართველოში ადამიანებს ქუჩაში კლავენ, დაუსაბუთებლად აპატიმრებენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჯაშუშად აცხადებენ და ასე შემდეგ“, – ამბობს ირმა ინაშვილი. ბრიუსელში სტუმრობისას აჩვენეს ფილმი “ქალაქში მკვლელია“, რომლის დასრულების შემდეგ, ირმა ინაშვილის განმარტებით, დარბაზში მყოფი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ტიროდნენ: “დოკუმენტური ფილმის ჩვენებამ დარბაზში შოკი გამოიწვია, ყველა ტიროდა.მოგეხსენებათ, ძალიან ძნელია ევროპელი აატირო. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მეტი აქცენტი დარღვევებზე გაგვეკეთებინა და ემოციებისგან თავი შეგვეკავებინა, მაგრამ მათში ემოცია თვითონ ამ ფილის ნახვამ გამოიწვია, რომელშიც ნაჩვენებია გახმაურებული მკვლელობების დეტალები – ზურაბ ვაზაგაშვილის, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და როინ შავაძის მკვლელობის ფაქტები. ამ შეხვედრაზე იყვნენ ევროსტრუქტურების ძალიან გავლენიანი წარმომადგენლები, რომელთა შორის იყო სენატორი დელაკრუა, რომელიც ამავდროულად ბრიუსელში ცნობილი ადვოკატია და ძალიან გახმაურებულ საქმეებს აწარმოებდა და აწარმოებს. იგი უსინათლოა. მას ბელგიაში ყველა იცნობს და ანგარიშს უწევს. ბატონ დელაკრუას უდიდესი გავლენა აქვს ევროსტრუქტურებში. ფილმის ჩვენების შემდეგ, საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ: ია მეტრეველი, ელენე მაღრაძე, ციცინო შავაძე და ეკა ჯიხვაშვილი. ყველამ მოყვა რაში მდგომარეობს ამ გახმაურებული საქმეების მთავარი დარღვევები, მთავარი აბსურდი. ცნობილია და აღარ გავიმეორებ როგორ მოკლეს ბუტა რობაქიძე, რომ ამ საქმეში ჩარეული პოლიციის მაღალჩინოსნებიდან არავინ დასჯილა; ასევე ცნობილია კუდ–ის მაღალჩინოსნებმა წამებით, როგორ მოკლეს როინ შავაძე...“ ირმა ინაშვილის თქმით, ამ გახმაურებული მვლელობების დეტალების გაცნობას შედეგად მოჰყვა ის, რომ ევროპარლამენტარები მედია–კავშირ “ობიექტივს“ უშუამდგომლებენ ევროპარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დაინიშნოს მოხსენება, საქართველოში არსებულ ვითარებაზე: “ამ შეხვედრას ჰქონდა ეს დატვირთვა, რომ ეს ადამიანები შესაბამის კომიტეტებთან ჩვენ გვიშუამდგომლებენ, რომ მოხსენებით წარვდგეთ და უკვე სერიოზული განაცხადი გავაკეთოთ ევროსტრუქტურებში, რა ხდება საქარათველოში, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები და რას აკეთებს სააკაშვილის რეჟიმი. ცნობილია, რომსააკაშვილი სერიოზულად მუშაობს ევროპაში – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 პიარკამპანია ფინანსდება. სხვათა შორის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის პიარზე სწორედ ბელგიელი პიარ–სპეციალისტები მუშაობდნენ. სააკაშვილის რეჟიმის გათეთრებაზე მილიონები იხარჯება, სწორედ ევროპის პოლიტიკურ გულში – ბრიუსელში, რადგან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ბრიუსელში ხდება და ჩვენც ამიტომ ჩავდივართ ამ ქალაქში. მოხსენების დროს წარვადგენთ დოკუმენტურ მასალას და ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის შემდეგ არ შეიძლება იძახდე, რომ საქართველოში დემოკრატიაა – საქართველოში ეს ყველაფერი ხდება და ამაზე რეაგირებას მოვითხოვთ. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დავანგრიოთ “დემოკრატი“ სააკაშვილის იმიჯი ევროპაში“. “ობიექტივის“ წინა სტუმრობას ბრიუსელში თან ხმაური ახლდა; ბელგიაში საქართველოს საელჩომ იქაურ ქართველებს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ “ობიექტივის“ ღონისძიებას აფინანსებდა რუსეთის საელჩო. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ “ამგვარი პროვოკაციები ამჯერად არ მომხდარა, მაგრამ შეხვედრას ხმაურის გარეშე მაინც არ ჩაუვლია“. 14 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე ქართველებს რუსი ჟურნალისტები არ მიუწვევიათ, მაგრამ, როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, ისინი მაინც მივიდნენ და დაინტერესდდნენ რატომ არ იწვევდნენ მათ, ისევე, როგორც სხვა ჟურნალისტებს: “ვუპასუხე რომ ჩვენ ოფიციალურად რუს ჟურნალისტებს ასეთი ტიპის შეხვედრებზე არ ვიწვევთ, რადგან მოგეხსენებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ძალიან დაძაბული, პრაქტიკულად, საომარი ვითარებაა და ამგვარ შეხვედრებზე ვსაუბრობთ არა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაზე, არამედ დემოკრატიის ხარისხზე საქართველოში და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიელი, ესპანელი, ფრანგი... ჟურნალისტები, ვიდრე რუსები–მეთქი. დარბაზიდან დაისვა კითხვა, რომ ამგვარი აქტიურობით ჩვენ ხომ არ ვაფერხებთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რაზეც მივუგეთ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ხელს უშლის არა “ობიექტივი“ და დამოუკიდებელი ქართული ჟურნალისტიკა, არამედ, უპირველესად მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი, რომელთა ჩადენილი კონკრეტული ქმედებების შედეგი დღეს წარმოგიდგინეთ–მეთქი“. პრესა.გე–ს კითხვაზე, ვისი დაფინანსებით იყავით ევროპაში? ირმა ინაშვილმა მოგვიგო, რომ “ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო “ობიექტივი“. თითოეული ჩვენგანი ბრიუსელში საკუთარი სახსრებით ჩავიდა – ბილეთისთვის, ყველაზე ხელსაყრელი, იაფი სასტუმროსთვის და კვებისთვის საჭირო თანხა თითოეულმა ჩვენგანმა გაიღო“.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts