Jump to content
Planeta.Ge

2011 წლის ბიუჯეტი და განათლება


Recommended Posts

2011 წლის ბიუჯეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება პრიორიტეტული აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, ასეთ დასკვნამდე მიდის

 

`ჩვენი მოძრაობა _ თავისუფალი დემოკრატების~ გამგეობის წევრი ნინო გოგუაძე. როგორც ჩანს, ხელისუფლებას `ქამრების შემოჭერა~ ასე ესმის:

 

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ პუნქტებში არსებულ სკოლებში, ქართული ენის სწავლება უნდა შეწყდეს,რადგან ბიუჯეტში შესაბამისი თანხა გამოყოფილი არ არის. აუცილებლად უნდა დაიხუროს საზღვარგარეთ არსებული ქართული სკოლები, არც ამისთვის არის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული. აუცილებლად უნდა შემცირდეს ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების წამახალისებელი პროგრამები, რადგან ამ პროგრამებისა და მათ შორის, ოლიმპიადების დაფინანსება, 2011 წლის ბიუჯეტში, საგრძნობლად შემცირებულია.

 

ერთის მხრივ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გვაჩვენებენ, თუ როგორ აჯილდოვებს პრეზიდენტი ოლიმპიადაზე გამარჯვებულ, ნიჭიერ მოსწავლეს, როგორ სტუმრობს მას სახლში და პირადად როგორ გადასცემს მისთვის განკუთვნილ, ძვირფას საჩუქარს. თუმცა, მეორეს მხრივ, ვიღებთ ბიუჯეტს, სადაც ასეთი პროგრამის დაფინანსება შემცირებულია. ვერაფერს იტყვი, ესაა `ქამრების შემოჭერა~ ქართულად, ყოველ შემთხვევაში, 2011 წლის ბიუჯეტის მიხედვით. ამ თემაზე, `ვერსია~ ნინო გოგუაძეს გაესაუბრა:

 

ქალბატონო ნინო, 2011 წლის ბიუჯეტის

 

მიხედვით, განათლების სამინისტროს რომელი

 

პროგრამაა გაუქმებული?

 

_ დიდი ხანია, გვეუბნებიან, რომ 2011 წლის ბიუჯეტი განათლებასა და სოციალურ სფეროზეა ორიენტირებული. არადა, თუ ციფრებს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ განათლების დაფინანსება საერთოდ არ გაზრდილა, მეტიც _ შემცირებულიც კი არის. 2010 წლის ბიუჯეტში, განათლებაზე გამოყოფილი იყო 554 897 000 ლარი, ახლა კი მხოლოდ 554 000 000 ლარია გათვალისწინებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ხნის მანძილზე, ლარის ინფლაცია იყო, გამოდის, განათლების დაფინანსება უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია.

უამრავი, მოულოდნელი ფაქტი აღმოვაჩინეთ ამ ბიუჯეტში. მაგალითად, გაუქმდა პროგრამა `კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები,

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სკოლებში~, რომელიც ბიუჯეტში, #320603 მუხლითაა წარმოდგენილი. 2010 წლის ბიუჯეტში, ამ პროგრამაზე 818 000 ლარი იყო გამოყოფილი და ცხადია, ეს თანხა საკმარისი არ იყო. თუმცა, 2011 წლის ბიუჯეტში, ამ პროგრამაზე ნული ლარია ჩადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამა გაუქმდა.

 

_ გამოდის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური

 

უმცირესობები, ქართულს ვეღარ ისწავლიან,

 

რადგან პედაგოგები ხელფასს ვერ

 

აიღებენ, ხომ?

 

_ დიახ, ასეა, ვერც ქართულს ისწავლიან და ვერც პედაგოგები აიღებენ ხელფასს, ყოველ შემთხვევაში, 2011 წლის 1 იანვრიდან ასე იქნება.

არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან საქართველოში, ქართული, ჯერჯერობით, ისევ სახელმწიფო ენაა და მისი კარგად ცოდნა აუცილებელია. სახელმწიფო ენას ორი მნიშვნელობა აქვს _ ღირებულებითი და პრაქტიკული. როდესაც ადამიანი კარგად ფლობს

ქართულს, ის ახერხებს თავისი შესაძლებლობების რეალიზებას სახელმწიფოში. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, სწორედ, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის სწავლება უნდა იყოს. ეთნიკური უმცირესობების

წარმომადგენლებმა, სრული ინტეგრაცია უნდა შეძლონ საქართველოს სახელმწიფოში, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს სიძლიერეს განაპირობებს. ეს უნდა ყოფილიყო არამარტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არამედ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ვხედავთ, რომ ამ ბიუჯეტში, ეს პროგრამა საერთოდ გაუქმებულია, არადა მიზნებშიწერია, რომ შეიქმნება ქართული ენის სახლები, რაც მე ბიუჯეტში ვერ ვნახე. რა გულისხმობენ ქართული ენის შემსწავლელ სახლებში, ან სად შეიქმნება და როდის, ბიუჯეტში ეს გაწერილი არ არის.

 

_ ქალბატონო ნინო, კიდევ რა დარღვევები

 

აღმოაჩინეთ?

 

_ 2011 წლის ბიუჯეტში, ორი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის დაფინანსება შემცირებულია. განათლების ბიუჯეტის მიზნებში წერია,

რომ გაძლიერდება პროფესიული ცენტრები და პროფესიული სწავლება. სინამდვილეში, ბიუჯეტი გვეუბნება, რომ პროფესიული სწავლების

ცენტრების დაფინანსება 3 000 000 ლარითაა შემცირებული. არადა, დეკლარირებულია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს

პროფესიულ სწავლებას და პრეზიდენტმაც არაერთხელ აღნიშნა ეს თავის გამოსვლებში. თუმცა, ციფრები სულ სხვა რამეს გვეუბნება და

ამიტომაც ვამახვილებ თქვენს ყურადღებას ამ ფაქტზე. უმაღლესი საგანმათლებლო-კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა 6 000 000 ლარით შემცირდა. ხელისუფლებას თავი მოაქვს, რომ გრანტების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა გაზარდეს, რაც ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ ამას მეცნიერების დაფინანსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გრანტის მიმღები ბავშვების არჩევანი განაპირობებს, თუ სად მიიტანენ ისინი ამ ფულს. ამ თემაზე კვლევა უკვე ჩატარებული მაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი გრანტების 68%-ზე მეტი, მხოლოდ იურიდიულ, სამართლებრივ და ეკონომიკის მიმართულებით მიდის. ისეთი მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური მეცნიერებები, როგორებიცაა _ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფსიქოლოგია, საერთოდ, კვლევების გარეშე რჩება. შესაბამისად, ამ დარგის მეცნიერების მდგომარეობა, თანაც ასეთი გადანაწილებით, უფრო მეტად დამძიმდება. გარდა ამისა, 2011 წლის ბიუჯეტით, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების პროგრამა 1 200 000

ლარით შემცირდა. ასევე შემცირდა, ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის, ეროვნული და საერთაშორისო

ოლიმპიადების პროგრამების დაფინანსებაც.

 

_ რას ბრძანებთ, პრეზიდენტი განსაკუთრებულ

 

ყურადღებას აქცევს ნიჭიერ ახალგაზრდებს

 

და სხვადასხვა ოლიმპიადებში გამარჯვებულებსაც

 

აჯილდოვებს, თუ ამ პროგრამის

 

დაფინანსება შემცირდა, ბავშვებს სტიმული

 

არ გაუქრებათ?

 

_ დიახ, ხელისუფლებას თავი მოაქვს, რომ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ოლიმპიადებზე იმარჯვებენ. იმის მაგივრად,

გაეძლიერებინათ ეს მიმართულება და ნიჭიერი ბავშვებისთვის უფრო მეტი სტიმული მიეცათ, მომდევნო წლის ბიუჯეტში, ამ პროგრამის დაფინანსება საერთოდ, შემცირდა. მეტსაც გეტყვით, 2011 წლის ბიუჯეტში, პროფესიული სასწავლებლის დაფინანსება გაუქმდა, მაგრამ

კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ამ ბიუჯეტში, საზღვარგარეთ არსებული, ქართული სკოლების დახმარების პროგრამისთვისაც არ არის

გამოყოფილი თანხები.

 

_ გამოდის, უცხოეთში მცხოვრები ქართველი

 

ბავშვები, ქართულ სკოლებში ვეღარ ივლიან?

 

_ ყოველ შემთხვევაში, ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასეა. არადა, დიასპორის სამინისტრო ხომ შევქმენით და არც იმას გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ამ სამინისტროს ბიუროკრატიულ აპარატში ხელფასებიც კი გავზარდეთ, მაგრამ საზღვარგარეთ, ქართული სკოლების დახმარების

პროგრამა გავაუქმეთ.

 

_ ვერაფერი გავიგე, ერთის მხრივ, საქარ-

 

თველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს

 

ქართული ენის შესწავლის შანსს ვართმევთ და

 

უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს მშობლიურ

 

სკოლებს ვუხურავთ, მეორეს მხრივ, უცხოე

 

ლი პედაგოგები ჩამოგვყავს, რომ ჩვენს ბავშვებს

 

ინგლისური ასწავლონ, ეს რას ნიშნავს,

 

გამაგებინეთ?

 

_ გეთანხმებით, რა თქმა უნდა, კომპიუტერი ძალიან კარგია, რისთვისაც ბიუჯეტში, პრეზიდენტის პროგრამაზე _ `ჩემი პირველი კომპიუტერი~, 32 000 000 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, ვფიქრობ, კომპიუტერის გარდა, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროგრამებისთვისაც შეიძლებოდა ცოტაოდენი თანხა გამოგვეძებნა. პროგრამისთვის _ `ასწავლე საქართველოსთან ერთად~, რაც გულისხმობს ათეულობით უცხოელი პედაგოგის საქართველოში ამოყვანას, სახელმწიფო ბიუჯეტში, 10 000 000 ლარია გამოყოფილი. ნგლისური ენის სწავლების აუცილებლობასა და საჭიროებაზე, დღეს არავინ კამათობს. რა თქმა უნდა, ინგლისური საჭირო ენაა და კარგია, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი ფლობდეს ამ ენას, ცხადია, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინგლისურის სწავლებას, მაგრამ ამის გაკეთება რაღაცის ხარჯზე, არ შეიძლება. გარდა ამისა, ვინმემ იცის, ვინ არიან ეს ხალხი, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ? სახელმწიფომ, ყოველ

ოთხ წელიწადში ერთხელ, პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები დააწესა. შესაბამისად, ვინც საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციებში, გამოცდებს ვერ ჩააბარებს, ის მასწავლებელი ვერ იქნება. ეს არ არის ატესტაცია, ეს კანონია, რომლის თანახმადაც თუ გინდა, რომ მასწავლებელი გერქვას, აუცილებლად უნდა ჩააბარო გამოცდა როგორც საგნობრივ კომპეტენციაში, ასევე _ პროფესიულ უნარებში. გეკითხებით, უცხოეთიდან ჩამოსული პედაგოგები ვინმემ შეამოწმა? ვინმემ შეამოწმა მათი ცოდნა საგნობრივ კომპეტენციაში, ან უნარებში? რატომ შევუშვით ასე შეუმოწმებლად, ეს ადამიანები სკოლებში? ეს ხომ ჩვენს მიერ მიღებული კანონის უპატივცემულობა და ამ კანონის დარღვევაა. თუ კანონი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება და არა სხვა ქვეყნისმოქალაქეებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ არ ვცემთ პატივს, ჩვენს სახელმწიფოსა და კანონებს.

 

---

 

გაზეთ "ვერსიის" მასალა

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უამრავი, მოულოდნელი ფაქტი აღმოვაჩინეთ ამ ბიუჯეტში. მაგალითად, გაუქმდა პროგრამა `კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები,

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სკოლებში~, რომელიც ბიუჯეტში, #320603 მუხლითაა წარმოდგენილი. 2010 წლის ბიუჯეტში, ამ პროგრამაზე 818 000 ლარი იყო გამოყოფილი და ცხადია, ეს თანხა საკმარისი არ იყო. თუმცა, 2011 წლის ბიუჯეტში, ამ პროგრამაზე ნული ლარია ჩადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამა გაუქმდა.

_ 2011 წლის ბიუჯეტში, ორი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის დაფინანსება შემცირებულია. განათლების ბიუჯეტის მიზნებში წერია,

რომ გაძლიერდება პროფესიული ცენტრები და პროფესიული სწავლება. სინამდვილეში, ბიუჯეტი გვეუბნება, რომ პროფესიული სწავლების

ცენტრების დაფინანსება 3 000 000 ლარითაა შემცირებული.

გარდა ამისა, 2011 წლის ბიუჯეტით, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების პროგრამა 1 200 000

ლარით შემცირდა.

კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ამ ბიუჯეტში, საზღვარგარეთ არსებული, ქართული სკოლების დახმარების პროგრამისთვისაც არ არის

გამოყოფილი თანხები.

დიასპორის სამინისტრო ხომ შევქმენით და არც იმას გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ამ სამინისტროს ბიუროკრატიულ აპარატში ხელფასებიც კი გავზარდეთ, მაგრამ საზღვარგარეთ, ქართული სკოლების დახმარების

პროგრამა გავაუქმეთ.

პროგრამისთვის _ `ასწავლე საქართველოსთან ერთად~, რაც გულისხმობს ათეულობით უცხოელი პედაგოგის საქართველოში ამოყვანას, სახელმწიფო ბიუჯეტში, 10 000 000 ლარია გამოყოფილი.

სახელმწიფომ, ყოველ

ოთხ წელიწადში ერთხელ, პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები დააწესა. შესაბამისად, ვინც საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციებში, გამოცდებს ვერ ჩააბარებს, ის მასწავლებელი ვერ იქნება. ეს არ არის ატესტაცია, ეს კანონია, რომლის თანახმადაც თუ გინდა, რომ მასწავლებელი გერქვას, აუცილებლად უნდა ჩააბარო გამოცდა როგორც საგნობრივ კომპეტენციაში, ასევე _ პროფესიულ უნარებში. გეკითხებით, უცხოეთიდან ჩამოსული პედაგოგები ვინმემ შეამოწმა? ვინმემ შეამოწმა მათი ცოდნა საგნობრივ კომპეტენციაში, ან უნარებში? რატომ შევუშვით ასე შეუმოწმებლად, ეს ადამიანები სკოლებში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, კარგად თუ დააკვირდებით.....განათლებაში ფული მხოლოდ იმ პროგრამებშია, საიდანაც ადვილად და კარგად ტყდება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდააა.....

რაღა უნდა დაწერო ამაზე.

ჰუმანიტარულ

სამართლებრივ

პოლიტიკურ

კატასტროფებს და ცვლილებების მოხდენის უუნარობას კიდევ ერთი, უმთვარესი ემატება...

 

ინტელექტუალური.

 

სამაგიეროდ, ღორები მაძღრები იქნებიან.

ესეც ხომ მიღწევაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

განათლებაში ფული მხოლოდ იმ პროგრამებშია, საიდანაც ადვილად და კარგად ტყდება

ეხ მიშას მომხრეები ამაში როგორ უნდა დაარწმუნო ეგაა საკითხავი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ უნდა დაარმუნო ძაღლი რომ არ მოფსას იქ სადაც ჭამს.

მხოლოდ ცემა ტყეპით.

ამისტVის კი თეთრი ხელთათმანები მოსახსნელია.

დებატები.

ბლა ბლაბლები...

რაიმე შედეგი რომდისმე გამოიღო ამ ყველაფერმა?

მაინც ისე აკეთებენ როგორც თავის ჯიბეს აწყობს.

გეტყვიან თეთრზე შავიაო.

გამოვა რამოდენიმე მათ მიერვე შექმნილი "ექსპერტი" და იტყვის რომ ნუ მთლად კარგი თუ არა უკეთესია ვიდრე ძალიან ცუდიო.

საქმე გაკეთდება, ფული მოტყდება.

მერე თავიდან.

რა აზრი აქვს ამ ბიუჯეტებზე სჯა ბაასებს და ლაპრაკს?

უნდა მოიცილო ღორი სათავედან და მერე ჩამოაყლიბო სიტუაცია სადაც დისკუსიას აზრი ექნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

რაიმე შედეგი რომდისმე გამოიღო ამ ყველაფერმა?

ჯერ პროპაგანდაში უნდა აჯობო , თუ გინდა რამე წარმატებას მიაღწიო,.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განათლებაში ფული თუ არ ჩადე,დებილ მომავალ თაობას მივიღებთ შედეგად,რომელნიც ვერაფრით ვერ გამოადგებიან ქვეყანას.ესენიც დებილები არიან და არ ესმით ეს. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ლაშას მოუვიდა წერილი სკოლიდან და მათემატიკის განხრის კოლეჯიდან,როგორც წარმატებულ მოსწავლეს მათემატიკაში(ჰაი ლეველია).ზაფხულში შეიძლკბა სამ თვიან კემპზე გავუშვა.მართალია ძალიან ძვირი დამიჯდება(ზუსტი თანხა არ ვიცი ჯერ.ათასებზეა ბაზარი),მაგრამ ურიას ვალს ავიღებ თუ არ მექნა და მაინც გავუშვებ. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეხლა ლაშას მოუვიდა წერილი სკოლიდან და მათემატიკის განხრის კოლეჯიდან,როგორც წარმატებულ მოსწავლეს მათემატიკაში(ჰაი ლეველია).ზაფხულში შეიძლკბა სამ თვიან კემპზე გავუშვა.მართალია ძალიან ძვირი დამიჯდება(ზუსტი თანხა არ ვიცი ჯერ.ათასებზეა ბაზარი),მაგრამ ურიას ვალს ავიღებ თუ არ მექნა და მაინც გავუშვებ.

:+:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ პუნქტებში არსებულ სკოლებში, ქართული ენის სწავლება უნდა შეწყდეს,რადგან ბიუჯეტში შესაბამისი თანხა გამოყოფილი არ არის

 

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეხლა ლაშას მოუვიდა წერილი სკოლიდან და მათემატიკის განხრის კოლეჯიდან,როგორც წარმატებულ მოსწავლეს მათემატიკაში(ჰაი ლეველია).ზაფხულში შეიძლკბა სამ თვიან კემპზე გავუშვა.მართალია ძალიან ძვირი დამიჯდება(ზუსტი თანხა არ ვიცი ჯერ.ათასებზეა ბაზარი),მაგრამ ურიას ვალს ავიღებ თუ არ მექნა და მაინც გავუშვებ

ძალიან ძვირი თუა ალბათ ყველას უგზავნიან, იქნებ ვინმემ აიღოსო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ძვირი თუა ალბათ ყველას უგზავნიან, იქნებ ვინმემ აიღოსო

 

 

მაგ კემპიდან ისეთი ბონუსები აქვთ ბავშვებს,შეიძლება თვითონ კოლეჯმა დააფინანსოს სწავლა,თუ ჰაი სქულშიც ესე გააგრძელა და რაღაც არა მგონია. :) ლაშას ას ქულაზე ნაკლები არ მიუღია წელს მათემატიკაში და შემთხვევით აქ არავინ არაფერს არ აგზავნის. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...