planetanews Posted October 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2010 დევნილების საპროტესტრო აქცია დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ გაიმართა. დევნილების ნაწილი კვლავ ითხოვს საცხოვრებელ ფართებს თბილისში. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, ეკა გულუა კი ნეტგაზეტთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავდნენ, არალეგალურად იყვნენ შეჭრილები იმ ფართებში, საიდანაც მათი გამოსახლება მოხდა. გულუა ამბობს, რომ სამინისტრო მათ სთავაზობს ლეგალურ ფართებს საქართველოს რეგიონებში და ასევე პირდება დახმარებას ნივთების ტრანსპორტირებაში. „რამდენიმე ოჯახმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და წავიდნენ აბაშაში, ფოთში, ზუგდიდში. როგორც კი აღნიშნული ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ისინიც გადავლენ საცხოვრებლად სრულად რეაბილიტირებულ ფართებში“,–განაცხადა გულუამ. დევნილების ის ნაწილი, რომელიც დღეს საპროტესტო აქციას ესწრებოდა, რეგიონებში ფართის მიღებაზე უარს აცხადებს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts