Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გამოცხადებული „ნებართვის“ ქრონიკა


Recommended Posts

ბოლნისის რაიონის სოფელი ტალავერის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ მეჩეთის მშენებლობის პროცესი მას შემდეგ განაახლა, რაც, მათი თქმით, საქართველოს საპატრიარქოსგან #183 წერილი მიიღეს. თუმცა, საქართველოს საპატრიარქოში უარყოფენ, მსგავსი წერილის საპატრიარქოდან გაგზავნის ფაქტს და ამბობენ, რომ წერილი ყალბია.

 

სოფელ ტალავერში მეჩეთის რესტავრაცია 2009 წლის 15 სექტემბერს შეჩერდა, როდესაც ადგილზე სასულიერო პირები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ჩავიდნენ.

 

„დილის 11 საათზე დამიძახეს. სახლში ვიყავი, საჭმელი უნდა მომეტანა მუშებისთვის. მივედი, 3-4 მანქანით იყვნენ, რელიგიური ტანსაცმელი ეცვათ, მოითხოვეს, რომ შეგვეჩერებინა რესტავრირება” –იხსენებს მეჩეთის რესტავრაციის ერთ–ერთი ინიციატორი ვალიდა ხალილოვა, რომელიც მეჩეთის განახლების ინიციატორი იყო.

 

”მამა დავითი (ისაკაძე) და კიდევ რამდენიმე მღვდელი იყო. თვითონ სამი დღე დადიოდა, მერე უკვე ახალგაზრდები დადიოდნენ. 4 თვის განმავლობაში დარაჯობდნენ, 24 საათი, იცვლებოდნენ ხოლმე, რომ მუშაობა არ გაგვეგრძელებინა“ – ამბობს მოლა ადილ ნაბიევი. მისივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სთხოვა, ორი დღე მიეცათ, რომ სიტუაციაში გარკვეულიყვნენ – „გვთხოვა, რომ დრო მიგვეცა და გარკვეულიყვნენ, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ“.

 

კარა გულმამედოვა, ბოლნისის საკრებულოს წევრი, რომელიც ადგილზე ჩავიდა და შეხვდა სასულიერო პირებს, გვიყვება:

 

”ისინი იყვნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან. ამბობდნენ, რომ არ შეიძლება აღდგენაო, მათ გვითხრეს, რომ პატრიარქის ნებართვის გარეშე არ უნდა გაგრძელდეს რესტავრაცია. ჩვენ არ გვინდოდა ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ წავსულიყავით, აქ იყო ყველა, გუბერნატორის თანაშემწე, პოლიციის უფროსი.”

 

ჰუსეინ იუსიპოვი, ქვემო ქართლის გუბერნატორის თანაშემწე ამბობს, რომ როდესაც იგი ადგილზე ჩავიდა და სიტუაციაში გაერკვია, ხალხს ურჩუია, საპატრიარქოდან ნებართვა აეღოთ.

 

”ხალხი იყო უკმაყოფილო, რომ ხელს უშლიდნენ რესტავრაციაში. ღვთის სახლის რესტავრაცია წმინდა საქმეა და რელიგიურ ორგანიზაციაში უნდა იქნას განხილული ეს საკითხი. მე ვუთხარი ამ ხალხს, რომ ამ საკითხში არ მაქვს უფლება, რამეს დავპირდე იმიტომ, რომ მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს საქმე უნდა განიხლიოს საქართველოს საპატრიარქომ, ეს საკითხი მე არ მეხება, იქ მორწმუნე ხალხია და ამ ხალხმა წერილობით უკვე მიმართა საპატრიარქოს” – ამბობს ჰუსეინ იუსიპოვი.

 

 

 

„ჩვენ 2010 წლის 4 თებერვალს მივწერეთ წერილი პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, პატრიარქს,“ – იხსენებს ადილ ნაბიევი და იქვე გვაჩვენებს წერილს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, პასუხად მიიღო საპატრიაქროდან:

 

”თქვენი 2010 წლის 4 თებერვალს გამოგზავნილი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს ერევა მსგავს ქმედებებში და არ გააჩნია არანაირი პრეტენზია თქვენს სოფელში აღადგინოთ თქვენი სარწმუნოების სალოცავი. ნებისმიერი ქმედება სალოცავის აღდგენის წინააღმდეგობისა, არ იქნება მოწონებული საპატრიარქოს მხრიდან, იგი ჩაითვლება პიროვნების თვითნებობად“ – ეს წერილი 2010 წლის 12 ოქტომბრითაა დათარიღებული და მას ხელს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

 

მიქაელ ბოტკოველი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ასეთი შინაარსის წერილი მას არ გაუგზავნია.

 

”ეგ წერილი არის ვიღაც არანორმალურისგან შედგენილი, მაგ ნომრის (# 183) წერილით მე ვთხოვე აზოტს კირით დახმარება ეკლესიის შესალესად. ეს წერილი ყალბია, მსგავსი ნებართვები არ გაუცია არასდროს საქართველოს საპატრიარქოს და არც გასცემს. ვინ რა უნდა ააშენოს, ამას არეგულირებს სახელმწიფო კანონი რელიგიის შესახებ, რაც მოქმედია დღეს. ან მე რა უფლება მაქვს – დავრთო ან არ დავრთო ნება? ეს წერილი ვიღაცამ გააკეთა. 12 ოქტომბერს # 183 წერილს ვერ გავცემდით, რადგან ნუმერაციაში ათასს გადავცდით. #183 წერილი მქონდა დეკემბრის თვეში” – ამბობს მიქაელ ბოტკოველი.

 

ადილ ნაბიევი ირწმუნება, რომ 12 ოქტომბერს ეს წერილი მას და ვალიდა ხალილოვას, სამების ეკლესიის მოძღვარმა მამა ელიზბარმა გადასცა.

 

ამ ფაქტს ვალიდა ხალილოვაც ადასტურებს: ”წერილი მამა ელიზბარმა მოგვცა” – ამბობს ის.

 

მამა ელიზბარი ნეტგაზეთთან საუბარში არ მალავს, რომ 12 ოქტომბერს მართლაც შეხვდა ნაბიევსა და ხალილოვას, თუმცა, მისი თქმით, მათ ეს წერილი უკვე თან ჰქონდათ. ”ქალბატონმა მითხრა, რომ ქართულად ვერ კითხულობდა, მე წავუკითხე ეს წერილი და გადავუთარგმნე. იქ ჩასულან თითქოს სასულიერო პირები, რომლებმაც საპატრიარქოს სახელით მოუწოდეს და ეს არ ყოფილა საპატრიარქოდან წარგზავნილი უფლებამოსილება, ეს იყო იქ დაწერილი” – ამბობს მამა ელიზბარი.

 

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე ამბობს, რომ სოფელ ტალავერში სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, მისი ორგანიზაცია კვლავ აპირებს ჩასვლას.

 

”არავითარი მეჩეთი იქ არ არსებობდა არასდროს, იქ იყო რაღაც კანტორა და დაიწყეს მეჩეთის მშენებლობა ყოვლად უნებართვოდ. თუ აპირებენ განახლებას, ეს იქნება დარღვევა, რა თქმა უნდა. ჩვენ ისევ ჩავალთ და ისევ მოვითხოვთ საბუთებს, იქ ვნახავთ, რა საბუთები შეთითხნეს. აქ ისეთი მიდგომაა, რომ ააშენებ, მერე ჩვენი კანონმდებლობით, ვერაფერს უშვრები, საკმაოდ საინტერესო მომენტია, ალბათ, ამიტომ აპირებენ რომ დაამთავრონ,“ – ამბობს ავთანდილ უნგიაძე.

 

ვალიდა ხალილოვა გვიყვება, რომ ტალავერის მეჩეთი საუკენეზე მეტი ხნისაა, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს მას საწყობად იყენებდნენ.

 

ადილ ნაბიევი ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობასთან ან მის აღდგენასთან დაკავშირებით ოფიციალურად დოკუმენტი არა აქვთ: ” ჩვენ არქივში ვიყავით და იქ არ აღმოჩნდა დოკუმენტი, მაგრამ ჩვენთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იქნება თუ არა დარეგისტრირებული, ჩვენ მეჩეთი იმისთვის გვინდა, რომ ვილოცოთ.”

 

მეჩეთის აღდგენა სოფელ ტალავერში უკვე გაგრძელდა, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თუკი ვინმე ისევ მივა მათთან პრეტენზიით, მათ უკვე აქვთ საპატრიარქოს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს არ აქვს პრეტენზია სოფელში აღადგინონ მათი სარწმუნოების სალოცავი.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღეაბს საქართველოში არაფერი აქვს საერთო საპატრიარქოსთან: ” თუ მიწა არ არის რეგისტრირებული, ითვლება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაშია. ან უნდა მოიძიონ ეს დოკუმენტები, ან აღდგენაზე უნდა იზრუნონ; ან უნდა აღრიცხონ, გააკეთონ ნახაზები და დაირეგისტრირონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მშენებლობა ამოვარდნილია სამართლებრივი სივრციდან,” – ამბობს ის.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...