Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ შევძლებთ, ხელისუფლება გარკვეულ დათმობზე წამოვიყვანოთ


Recommended Posts

დასავლელი პარტნიორების რჩევის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას არ დაელოდა და კონსტიტუციის ახალი პროექტი დაამტკიცა.…

 

ლინკი მედიანიუსზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დასავლელი პარტნიორების რჩევის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას არ დაელოდა და კონსტიტუციის ახალი პროექტი დაამტკიცა. არასამთავრობო ორგანიზაციის `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ ინფორმაციით კი, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში რეგლამენტის და კანონის დარღვევით ჩუმად შეაპარა ცვლილებათა პაკეტი. ამასთან, ორი დღის წინ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით პარლამენტში შეტანილი 130 ათასი ხელმოწერის გაბათილებამ პოლიტიკურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მისცა საფუძველი სამართლებლივი გზით ბრძოლის უშედეგობაზე ალაპარაკებულიყო და ერთადერთ გამოსავლად ქუჩის აქციები და ბრძოლის რადიკალური ფორმები დაესახელებინა. რამდენად აქვს სამართლებრივი გზით ბრძოლას აზრი და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ასეთი ნაბიჯების მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა შედეგის მიღწევა? _ ამ საკითხზე საინფორმაციო საგენტო “მედიანიუსი” “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანს, ირაკლი ალასანიას გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ჩიქოვანს ესაუბრა.

_ ხელისუფლებამ ოპოზიციის მხრიდან ინიცირებული ყველა კანონპროექტის და ინიციატივას იგნორირება მოახდინა ან დაბლოკა და ყველა კანონპროექტი მისთვის სასურველი ფორმით დაამტკიცა. არასამთავრობო სექტორმა პარლამენტის მხრიდან ჩადენილი რამდენიმე კანონდარღვევის ფაქტიც კი გამოავლინა. თქვენი პარტია ასეთ სიტუაციაში გამოსავალს რაში ხედავს, ოპოზიცია როგორ უნდა მოიქცეს?

_ მიმაჩნია, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ჩვენი ბრძოლა უშედეგო არ იქნება. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის რომ 170 ათასი ადამიანის ხელმოწერა შეგროვდა. ხელისუფლბას კარგად ესმის, რომ ეს ხელმოწერები არ არის ფარატინა ქაღალდი, რადგან ხალხის ნებას გამოხატავს. მეორე მხრივ, ეს არა მხოლოდ პარტიების საქმეა, არამედ საზოგადოების ჩართულობის თემაც არის.

_ აქ შედეგზეა საუბარი, საზოგადოებამ კი, თავის ხელმოწერებზე შედეგი ვერ მიიღო?

_შედეგი შეიძლება ვერ მიიღო, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს. ბათილად არც უცვნიათ, უბრალოდ, იმ გზით არ წავიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რა გზაც ჩვენ გვსურდა. თუმცა საკანონმდებლო ინიციატივის ფორმა უკვე მიიღო. და უახლოეს მომავალში ბიუროზე განიხილება.

_ მიგაჩნიათ, რომ თქვენმა ბრძოლამ გარკვეული შედეგები გამოიღო?

_არა, ჩვენი ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის პროცესი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წამოვიყვანოთ და ბევრი რამე შევაცვლევინოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ჩატარდეს ნორმალური სამართლიანი არჩვენები. ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომელზეც გვსურს ხელისუფლებისგან მივიღოთ ძალიან კონკრეტული წინადადებები და პასუხები. რაც მთავარია, ცვლილებებს ვთავაზობთ არა იმპერატიული საუბრის ფორმით, არამედ იმ ნაკლოვანებების ჩვენებით, რაც ჩვენ დავინახეთ საარჩევნო პროცესში. ეს ისეთი თემაა, რომ მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებში კი არა, ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. ნორმალური ლოგიკურად მოაზროვნე ხელისუფლება ამაზე უნდა წამოვიდეს და დარწმუნებული ვართ, ჩვენ ამას შევძლებთ.

 

_ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათ სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა მოუჭრა, საკონონმდებლო დონეზეც კი ყველა ინიციატივა დაუბლოკა, რისთვისაც კანონის დარღევასაც კი არ მოერიდა, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან ისევ ქუჩაში გამოვიდნენ და ბრძოლის რადიკლაურ ფორმებს მიმართონ. თქვენ რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ თქვენი კოლეგების არგუმენტაცია?

_ეს მათი აზრია და მათი არჩევანია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს შეცვლა. სხვა მეთოდი ჩვენთვის მიუღებელია. ამ გზით მივაღწევთ ნორმალური სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, სადაც საქართველოს თითოული მოქალაქე ძალდაუტანებლად, შიშის გარეშე შეძლებს გააკეთოს საკუთარი აჩევანი ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, რვა ოპოზიციური პარტიის უპრეცედენტო თანამშრომლობითა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, უნდა მოვახერხოთ სასურველი კანონმდებლობის მიღება. დასავლეთის დახმარება ამ საკითხში ცოტას არ ნიშნავს.. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნაა შემუშავდეს ისეთი პრინციპები, რომელიც შეჯიბრობითობის თანაფარდობას უზრუნველყოფს პოლიტკურ პარტიებს შორის, რითიც თავისუფალ არჩევნებამდე მივალთ და არა სხვა რაიმე პოლიტიკურ პროცესებამდე.

 

თემას გიორგი 68ს ვუძღვნი

 

 

 

 

 

 

:*

 

 

 

 

 

 

გავიპარე აქიდან : :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ჩიქოვანი

ვა ნიუ-იკაკო გაჩითეთ..?? :givi: :givi:

თემას გიორგი 68ს ვუძღვნი

დიდი მადლობა.. :* :*

 

გეუბნევით თქვენ იმდენს იჩალიჩებთ იკაკოს გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნავენ.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ იბრძვიან,რომ მიშა წყნარად გახდეს პრემიერი..მოკლედ ვაფასებ ერთგულებისთვის..ეკეთვნის იკაკოს პარიონეტი პრეზიდენტობა,თარგამაძეს უჯოკრავს..ველოდები თარგამოსას ხოდს..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დარწმუნებული ვარ რომ შესძლებენ.

კომისიას შექმნიან, ნაყოფიერად იმუშავებენ 3 წელი და ბოლოს სააკაშვილის გაპრემიერმინისტრებას მიულოცავენ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და ბოლოს სააკაშვილის გაპრემიერმინისტრებას მიულოცავენ

კონსტრუქციული სახეებით.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

როგორ იბრძვიან,რომ მიშა წყნარად გახდეს პრემიერი..მოკლედ ვაფასებ ერთგულებისთვის..ეკეთვნის იკაკოს პარიონეტი პრეზიდენტობა,თარგამაძეს უჯოკრავს..ველოდები თარგამოსას ხოდს..

dire

დარწმუნებული ვარ რომ შესძლებენ.

კომისიას შექმნიან, ნაყოფიერად იმუშავებენ 3 წელი და ბოლოს სააკაშვილის გაპრემიერმინისტრებას მიულოცავენ

კარგით რა... არავინ არ აპირებს მაგათ დიდხანს ელოლიავოს... ხო თქვა გუბაზამ 5 ნოემბერიო>??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კარგით რა... არავინ არ აპირებს მაგათ დიდხანს ელოლიავოს... ხო თქვა გუბაზამ 5 ნოემბერიო>??

და ალსანიამ რაო? შეურთდებიო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახა შარტავა:

 

ანუ, რას აპირებთ?

 

– ამას უახლოეს მომავალში მოგახსენებთ. ჯერ, პროცესიდან ამოვარდნა რეალურად დადგება თუ არა ამასაც ვაცალოთ, მაგრამ ამასაც დიდხანს ვერ ვაცლით და პასუხის არარსებობის შემთხვევაში, გაკეთდება განცხადება რა სტრატეგიით აგრძელებს ბრძოლას „ეროვნული ფორუმი“. ეს იქნება მიმართვა საზოგადოებისადმი და მისი გადასაწყვეტი იქნება როგორ რეაგირებას გააკეთებს ჩვენს შემდგომ ქმედებებზე.

 

 

 

ამ პროცესის გარეშე ჩვენ ვრჩებით ერთადერთი ხისტი ამოცანის წინაშე – შევცვალოთ ეს რეჟიმი, თუმცა, აქაც ხშირად თავს იყრის ემოციური განცხადებები და სახალხო მუხტის კონცეტრირება ხდება იმის გარშემო, ვინც მეტს ილაპარაკებს, რომ იბრძოლებს ბოლომდე, თავს გაწირავს და ა.შ. თუმცა, შესაძლოა, ისიც ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა გაკეთდეს ეს.

 

 

 

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს, ქვეყანას პერსპექტივა გაუჩნდეს სახელმწიფო ფუნქციის მოძიებისა საერთაშორისო ურთიერთოების სისტემაში, რაც შეიძლება გახდეს გარანტი ჩვენი მთლიანობისა. თუ ამ მიზანზე გაქვს გათვლილი, მაშინ მნიშვნელობა აქვს, როგორ შეცვლი ხელისუფლებას.

 

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=1443

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...