Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი რეალობა ციფრებში


Recommended Posts

რამდენიმე ციფრი ანალიზისა და დაფიქრებისათვის

• საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება 76 აშშ დოლარი… – ისრაელში – 1477 , ფინეთში – 1940, გერმანიაში – 2548 ამერიკული დოლარი.

• საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება ყველაზე ნაკლები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

• საქართველოში განათლებაზე იხარჯება რამდენჯერმე, ან გაცილებით ნაკლები, ვიდრე კითილმოწყობაზე, ვიდრე გზების დაგებაზე. ყველა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება ჰყავს – პირიქითაა.

• საქართველოში სამთვრობო, საპარლამენტო და საპრეზიდენტო სტრუქტურების შენახვა ჯდება 1,8 -ჯერ მეტი, ვიდრე განათლება, 5-ჯერ მეტი, ვიდრე კულტურა და სპორტი, 3-ჯერ მეტი, ვიდრე ჯანდაცვა, 1,2-ჯერ მეტი, ვიდრე სოციალური დაცვა. ხელისუფლების ასეთ ქმედებასა და თავგასულობას ანალოგი არ აქვს მსოფლოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა დიქტატორულისა.

• საქართველოში ბენზინი ღირს 37,4 პროცენტით, ხორცი – 41,8 პროცენტით, კვერცხი – 24,4 პროცენტით, მოუხდელი რძე – 52,9 პროცენტით უფრო ძვირი, ვიდრე ამერიკაში, მაშინ, როცა საქართველოში 10-ჯერ ნაკლებია საშუალო ხელფასი, ვიდრე ამერიკაში.

საშუალო ხელფასი

საქართველოში – 572,5 ლარი

ამერიკაში – 3202 დოლარი

• საქართველომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის უკანასკნელი 25 წლის პიკური მაჩვენებელის (1988წ.) მხოლოდ ნახევარს მიაღწია, მაშინ, როცა სომხეთმა 32,2 პროცენტით, აზერბაიჯანმა 78.5 პროცენტით გადააჭარბა. პოზიტიური მაჩვენებელი აქვს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, გარდა საქართველოსი.

• საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მე10 ადგილზეა: ჩამოვჩებით ყველას, გარდა თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთისა.

• საქართველო ეკონომიკური განვითარების დონით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მე11 ადგილზეა. გვისწრებს თურქმენეთიც. ჩამოგვრჩება ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

• საქართველოში ხელისუფლებას მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკი და ყველაზე დაბალი პენსია აქვს დაწესებული. თუ საქართველოში იგი 48 ამერიკული აშშ დოლარია, სომხეთში – 65 დოლარს, აზერბაიჯანში 107 დოლარს, რუსეთში – 220 დოლარს აჭარბებს.

• საქართველო ჩამორჩება მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს საშუალო ხელფასისა და საშუალო პენიის თანაფარდობითაც. ეს თანაფარდობაა : საქართველოში 15.2 პრცენტი, სომხეთში 20.1 პროცენტი, რუსეთში – 34. 2 პროცენტი, აზერბაიჯანში- 34.9 პროცენტი.

• საქართველო ერთადერთია ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორისაც, სადაც მასწავლებლის, კულტურის მოღვაწის ხელფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალო ხელფასი.

• საქართველო ერთადერთია ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, სადაც სახელმწიფო სახსრებიდან გაცემულ მაქსიმალურ ხელფასსა და პენსიას შორის 200-300 ია და ზოგჯერ 400- საც აღწევს.

• საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია უმაღლესი განათლება, ყველაზე დაბალია სტიპენდია, ყველაზე ნაკლებია მეცნიერებაში ჩადებული თანხების მოცულობა.

მხოლოდ ციფრები

24 ივნისი 2010

 

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია – შემცირდა 20%-ით

- საქართველოს მოსახლეობა – 1986 – 6,4 მილიონი, 2009 – 4,3 შემცირდა 20%-ით

- უმუშევარი – 1989 – 0,5%(?), 2009- 16,5% (ოფიციალური სტატისტიკა) 60-65% – რეალურად

1კგ.პური ——————————————– გაძვირდა 2-ჯერ

1კგ ხორცი —————————————————— 4-ჯერ

1 კგ შაქარი —————————————————– 2-ჯერ

1.ლ. ბენზინი —————————————————– 8-ჯერ

1 კვტ.სთ ენერგია ————————————————- 4,5-ჯერ

1 გაზეთი ———————————————————– 20-ჯერ

1 კათხა ლუდი —————————————————– 6-ჯერ

1 წიგნი (თხზულებათა კრებული) ——————————- 15-ჯერ

1 სკოლის სახელმძღვანელო ————————————- 10-ჯერ

ავიაბილეთი თბილისი მოსკოვი ——————————– 11-ჯერ

ტაქსი (10 კმ) —————————————————- 3-ჯერ

საქალაქო ტრანსპორტი —————————————— 4-ჯერ

ქირურგიული ოპერაცია —————————- უფასოდან გაიზარდა 1500-5,000ლ

საყოველთაო მოხმარების მედიკამენტები ————————- 10-ჯერ

 

 

ელ. ენერგიის წარმოება ———————- შემცირდა 2,5-ჯერ (15 მილიარდი.კვ /სთ)

დამუშავებული სახნავ-სათესი მიწა ——– შემცირდა 3,1-ჯერ (800ათასი ჰა-260ათასი ჰა)

მარცვლეული —————————– შემცირდა 9-ჯერ (670 ათასიტ. -75 ათასი ტ)

თამბაქო —————————— შემცირდა 160-ჯერ (16 ათ.ტ. – 100ტ)

კარტოფილი —————————- შემცირდა 2-ჯერ (445 ათ.ტ – 229 ათ.ტ)

ბოსტნეული —————————- შემცირდა 3-ჯერ (576 ათ.ტ – 190 ათ.ტ)

ხილი ————————————- 2-ჯერ (483-227) ათ.ტ

ყურძენი —————————- 3,5-ჯერ (784-229) ათ.ტ

ჩაი —————————- 60-ჯერ (450 ათ.ტ – 7,5ათ.ტ)

მსხვილი რქოსანი საქონელი ————– 25%-ით (1,552 ათ- 1,138 ათ)ტ

ღორი —————————- 10-ჯერ (944 ათ – 96ათ)ტ

ცხვარი, თხა —————————- 3-ჯერ (2026 ათ – 780 ათ)ტ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საქართველოს მოსახლეობა – 1986 – 6,4 მილიონი

ახლა დანარჩენ რიცხვებზე თავს ვერ დავდებ, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ 6,4 მილიონ ადამიანს საქართველოში არასდროს არ უცხოვრია.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ახლა დანარჩენ რიცხვებზე თავს ვერ დავდებ, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ 6,4 მილიონ ადამიანს საქართველოში არასდროს არ უცხოვრია.

და ამაზე თავს დადებ..?? :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ამაზე თავს დადებ..?? :givi: :givi:

კი. საბჭოთა კავშირის პერიოდში ტარდებოდა მოსახლეობის აღწერები და არსებობს საკმაოდ ზუსტი ინფორმაცია მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.

 

 

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ და რა კვლევა ჩაატარა, რათა ეს რიცხვები დაედგინა? სადაა წყარო?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ არ ვცდები ბოლო აღწერა 1990 წელს ჩატარდა და 5,4 მილიონი ვიყავით.

 

პ.ს. 6,5 მილიონი ეს საარჩევნო სიებიდანაა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

არ ყოფილა მაგდენი საარჩევნო სიებში :no:

 

თუ დეიდა მარომ საშუალოდ ერთ არჩევნებში 7,8 ჯერ მისცა ხმა, მაშინ შესაძლებელია ციფრი მეტიც იყოს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1კგ.პური ——————————————– გაძვირდა 2-ჯერ

1კგ ხორცი —————————————————— 4-ჯერ

1 კგ შაქარი —————————————————– 2-ჯერ

1.ლ. ბენზინი —————————————————– 8-ჯერ

1 კვტ.სთ ენერგია ————————————————- 4,5-ჯერ

1 გაზეთი ———————————————————– 20-ჯერ

1 კათხა ლუდი —————————————————– 6-ჯერ

1 წიგნი (თხზულებათა კრებული) ——————————- 15-ჯერ

1 სკოლის სახელმძღვანელო ————————————- 10-ჯერ

რეალურად ყველაფრის ფასი უფრო მეტჯერაა გაზრდილი. ამ "მკვლევარებს" აღებული აქვთ მაშინდელი ფასი კაპიკებში ან მანეთებში და შედარებული აქვთ ის ფასი ახლანდელ ფასებთან, რაც ადევს საქონელს თეთრებში და ლარებში :givi: მაგარი კვლევაა :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალურად ყველაფრის ფასი უფრო მეტჯერაა გაზრდილი. ამ "მკვლევარებს" აღებული აქვთ მაშინდელი ფასი კაპიკებში ან მანეთებში და შედარებული აქვთ ის ფასი ახლანდელ ფასებთან, რაც ადევს საქონელს თეთრებში და ლარებში :givi: მაგარი კვლევაა :018:

 

ისე და არი რამე რაც შენ ამ ხელისუფლების არ მოგწონს? :givi:

 

პ.ს. შენს პოსტებს რომ ვუყურებ, ბედნიერი ერი ვართ და ყველას მისამართი არის სიხარულის ქ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება ყველაზე ნაკლები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ეგ იმიტომ რომ ჩვენ ისედაც განათლებულები ვართ, იმ ბნელებს კი ესაჭიროებათ განათლება და ხარჯავენ ფულს, აპა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არი რამე რაც შენ ამ ხელისუფლების არ მოგწონს?

შენს პოსტებს რომ ვუყურებ

ჩემს დამოკიდებულებაზე ხელისუფლებასთან ან ჩემს პოსტებზეა ეს თემა? გითხარი მე (და არა მარტო მე) შენ, რომ ფორუმი არაა ურთიერთობების გარკვევის ადგილი. თუ მაინცდამაინც ჩემი შეხედულებების გამოკვლევა გინდა, გახსენი ცალკე თემა და გიპასუხებ ნებისმიერ კორექტულად დასმულ შეკითხვაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გითხარი მე (და არა მარტო მე) შენ, რომ ფორუმი არაა ურთიერთობების გარკვევის ადგილი.

ნეტავი სხვა რა არის? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთო რა შეგცოდე ასეთი ეს უშინაარსო და ულოგიკო ხალხი რომ გამომიგზავნე "ოპონენტებად" http://s17.rimg.info/32220a94a75be2249914547b97d77e21.gif

 

კარგი, უჩემოდ გააგრძელეთ ამხანაგებო. მე იმედი მაქვს რომ თქვენ აუცილებლად მიხვალთ სწორ დასკვნამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

ჩემს დამოკიდებულებაზე ხელისუფლებასთან ან ჩემს პოსტებზეა ეს თემა? გითხარი მე (და არა მარტო მე) შენ, რომ ფორუმი არაა ურთიერთობების გარკვევის ადგილი. თუ მაინცდამაინც ჩემი შეხედულებების გამოკვლევა გინდა, გახსენი ცალკე თემა და გიპასუხებ ნებისმიერ კორექტულად დასმულ შეკითხვაზე.

 

შენ წუწუნებ ოპონენტები არ მყავსო კაცო. ამ თემას არ ვგულისხმობ, არამედ საერთოდ.

 

აი როგორ უნდა და რაზე უნდა გეკამათო კაცო, როდესაც ყველაფეი მოგწონს და ყველადფერს ამართლებ.

ადრე უკვე დაგიწერე, ის რომ შენსგან განსხვავებით ჩემგან ოპოზიციას და ხელისუფლებას ერთი საზომით ხვდება.

ხო და მოდი ეხლა ვიკამათოდ, როდესაც წიინასწარ ვიცი, არ მოეშვები შავზე თეთრის ძახილს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...