planetanews Posted October 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif ილან ბერმანი გაურკვევლობა არის ის, რაც კრემლს სურს უწოდეთ ამას „ახალი სოვეტოლოგია“. ცივი ომის დროს დასავლელი პოლიტოლოგები იმ იმედით, რომ იქნებ ოდნავ მაინც გარკვეულიყვნენ საბჭოთა პოლიტიკური მანქანის ეშმაკულ ხლართებში, მოსკოვიდან ნებისმიერ ახალ ამბავს დეტალურად არჩევნდნენ და აანალიზებდნენ. დღეს რუსეთის სპეციალისტები ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში საოცრად იდენტური იდეით არიან შეპყრობილები და განაგრძობენ ძალთა თანაფარდობის ანალიზსს პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინსა მის ზედმიწევნით შერჩეულ მემკვიდრეს, დღევანდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის. რუსული „ტანდემოკრატია“, იმ მომენტის შემდეგ რაც 2008 წელს პუტინმა პრეზიდენტის სავარძელი დიმიტრი მედევდევს დაუთმო, გამოწვევაა გარე დამკვირვებლების ყველა გამარტივებული კლასიფიკაციისთვის. პუტინმა არ დაარღვია რუსეთის კონსტიტუცია და არ დარჩა პრეზიდენტის პოსტზე, როგორც ამას ბევრი ელოდა. მაგრამ მას არც პოლიტიკური სცენა დაუტოვებია საპრეზიდენტო მმართველობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ამის ნაცვლად, მან პრეზიდენტის სავარძელში ნაკლებად ცნობილი ახალბედა ჩასვა და ამავდროულად მნიშვნელოვნად გაზარდა პრემიერ–მინისტრის ძალაუფლება, რომლის თანამდებობაც დაიკავა. ამ ყველაფრის შედეგი ძალაუფლების რთული და ჩახლართული განაწილება გახდა, როდესაც პუტინი აკონტოროლებს რუსეთის სახელმწიფოს არაოფიცილურ მხარეს, რომელსაც ქმნან მისი სპეცსამსახურები და ოლიგარქები და ასევე ინტერესების გამიჯვნას, მედვედევი კი გარე სამყაროსთან ურთიერთობებში სახელმწიფოს ოფიციალური ფასადის როლს ასრულებს. რამდენად სტაბილურია ეს სისტემა? ბევრს სურს იფიქროს, რომ სისტემა ნაკლებად სტაბილურია. პუტინი–მედვედევის წყვილის არსებობის დღიდან ექსპერტები ძალიან ყურადღებით ცდილობენ ამ ტანდემში შიდა წინააღმდეგობისა და განხეთქილების ნიშნების პოვნას. და მართლაც, თითქოს ასეთი ნიშნები მართლაც არის. მედვედევის როლი მისი წინამორბედისაზე აშკარად უფრო პროგრესული და აქტიურია. თავის გამოსვლებსა და განცხადებებში პრეზიდენტი ღიად უპირისპირდება კორუფციას, რომლითაც მთელი რუსული კულტურაა გაჟღენთილი, ხარვეზებს, რომელიც ქვეყნის სამართლებრივ სისტემას ახასიათებს. ის მოუწოდებს „ღრმა“ ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის გადასვლას რესურსებზე (გაზსა და ნავთობზე) დამოკიდებული ეკონომიკიდან, ინოვაციურ–ტექნოლოგიურ განვითარებაზე. დიმიტრი მედვედევი – სამხედრო რეფორმის და რუსეთის სამხედრო ძლიერების განახლებისა და ოპტიმიზაციისკენ მიმართული შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციის ამბიციური პროექტის ავტორია. მან თანამდებობებიდან გაათავისუფლა სამთავრობო და რეგიონალური მაღალჩინოსნები მათი საშინელი არაკომპეტენტურობისა და მექრთამეობის გამო (დარღვევა, რომელსაც ადრე კრემლი არ იმჩნევდა და ზოგჯერ ახალისებდა კიდეც). როგორც ჩანს, ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სექტემბრის ბოლოს, მოსკოვის ყოვლისშემძლე მერის იური ლუჟკოვის მოხსნა იყო. 1992 წელს, დანიშვნის დღიდან ლუჟკოვი რუსულ პოლიტიკაში, ფაქტობრივად ხელშეუხებელი ფიგურა გახლდათ; მას იცავდნენ და მხარს უჭერდნენ დედაქალაქის ელიტის წარმომადგენლები, პრივილეგირებული ფენა, რომელიც მისი მმართველობის დროს ჩამოყალიბდა. თუმცა ბოლო დროს მან დასაშვებ ზღვარს ღიად გადააბიჯა, რასაც უთანხმოება მოჰყვა კრემლთან, რომელმაც მის წინააღმდეგ საჯარო კამპანია წამოიწყო და რაც მედვედევის მიერ მერის კაბინეტიდან მისი გამოგდებით დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტისადმი სიმპატიით განწყობილი ექსპერტების აზრით, ეს უდაოდ ადასტურებს იმას, რუსეთის პრეზიდენტი როგორც იქნა გამოვიდა პუტინის ჩრდილიდან. მათი ოპტიმიზმი გასაგებია. მინიმუმ, თვალშისაცემია მედვედევის გადამწყვეტი გამიჯვნა „ძლიერი ხელის“ პოლიტიკისგან, ავტორიტარული მართველობისგან, რაც ქვეყნის პუტინისეულ მართვას ახასიათებდა. თუმცა, კეთლშობილურ განცხადებებს თუ არ ჩავთვლით, აღმოჩნდება, რომ რუსეთის სახელმწიფოს არსში რეალური ცვლილების ნიშნები იშვიათი და მცირერიცხოვანია. ეს მნიშვნელოვნად ხნის გაზეთ „ვედომოსტის“ მიერ ამ გაზაფხულზე ჩატარებული მიმოხილვის შედეგებს, რომელმაც აჩვენა, რომ რუსების უმრავლესობა საკმაოდ პესიმისტურადაა განწყობილი იმ შესაძლებლობის მიმართ, რომ ცხოვრებაში არსებითი რეფორმები რეალურად გატარდება. რუსეთის მოქალაქეებს პესიმიზმის ყველა საფუძველი გააჩნიათ. მედვედევის მხრიდან რუსეთის სახელმწიფოს ზოგიერთი ოფიციალური საგარეო ატრიბუტის კოსმეტიკურ ცვლილებებს არანაირად არ შეუმცირებია პუტინის გავლენა არაფორმალურ სფეროში. პირიქით, მან ის ფაქტობრივად გააძლიერა. „თანამედოვე დასავლური ანალიზი კრემლის საქციელის მცდარი განმარტების ძველ ტენდენციებს მისდევს, რადგან იქ ლიბერალების და კონსერვატორების ჩვეულ დაპირისპირებას ეძებს“, – აღნიშნა ამ გაზაფხულზე ერთმა ანალიტიკოსმა Newsweek–დან. „რეალობა კი ისეთია, რომ ლიბერალები მედვედევის ხელმძღვანელობით ძალოვნებს არ უპირისპირდებიან; ისინი მათ სამსახურში არიან“. მართლაც, როდესაც პუტინის მედვედევთან უცნაურ და ხანგრძლივ სიმბიოზს უცქერ, რთულია იმ დასკვნამდე არ მიხვიდე, რომ რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში დღევანდელი დაყოფა, როგორც ჩანს, კრემლისთვის სასურველი იმიჯის ჩამოყალიბების მიზნებს უფრო პასუხობს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ვიდრე ასახავს რეალურ, არსებით სხვაობას რუსეთის სახელმწიფო ხომალდის მოძრაობის კურსში. როგორც ახლახანს, ვაშინგტონში ერთ–ერთ შეხვედრაზე საგარეოპოლიტიკური წრეების ერთ–ერთმა გამოცდილმა ადამიანმა ერთგვარი ირონიით აღნიშნა: „ცხადია, რომ რუსეთში ორი ბანაკი არსებობს: პუტინის ბანაკი და მედვედევის ბანაკი. საინტერესო ის არის, თავად პრეზიდენტი მედვედევი აქედან რომელ ბანაკშია“. ილან ბერმანი – ამერიკის საკარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე–პრეზიდენტი ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts