Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დევნილების აქცია


Recommended Posts

დევნილების საპროტესტრო აქცია დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ გაიმართა.

 

დევნილების ნაწილი კვლავ ითხოვს საცხოვრებელ ფართებს თბილისში. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, ეკა გულუა კი ნეტგაზეტთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავდნენ, არალეგალურად იყვნენ შეჭრილები იმ ფართებში, საიდანაც მათი გამოსახლება მოხდა.

 

გულუა ამბობს, რომ სამინისტრო მათ სთავაზობს ლეგალურ ფართებს საქართველოს რეგიონებში და ასევე პირდება დახმარებას ნივთების ტრანსპორტირებაში.

 

„რამდენიმე ოჯახმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და წავიდნენ აბაშაში, ფოთში, ზუგდიდში. როგორც კი აღნიშნული ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ისინიც გადავლენ საცხოვრებლად სრულად რეაბილიტირებულ ფართებში“,–განაცხადა გულუამ.

 

დევნილების ის ნაწილი, რომელიც დღეს საპროტესტო აქციას ესწრებოდა, რეგიონებში ფართის მიღებაზე უარს აცხადებს.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...