Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კიევის იმიჯის მორიგი პრობლემა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg

 

ანდრეას უმლანდი

 

დემოკრატიის მკვეთრმა, ნარინჯისფერი იერმა, ბევრ ევროპელს უკრაინის ევროკავშირში მიღების მძლავრი ემოციები გაუჩინა.  მაგრამ ეს განწყობა, როგორც ჩანს შეიცვლება, წერს ანდრეას ულმანდი. უკრაინის წინაშე დღეს სერიოზული ანტიდემოკრატიული გამოწვევებია. ერთი მხრივ, ეს არის პრეზიდენტის ავტორიტარული ტენდენციები და მეორე მხრივ, ახალი მემარჯვენე–რადიკალური მოძრაობა.

 

უკრაინის და ევროკავშირის დაახლოება, მისი ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივით, როგორც ჩანს, ამ გახლეჩილ ქვეყანაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური იდეაა. ეს არის მიზანი, რომელიც, თითქმის მთელ უკრაინულ ელიტას აერთიანებს და იმ პოლიტიკურ საკითხთაგან ერთ–ერთია, რომელზეც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება. გარდა ამისა, 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ კურსმა და შედეგებმა ევროპას უკრაინაზე ისეთი წარმოდგენა ჩამოუყალიბა, რაც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ყოფილი სსრკ–ს სხვა რესპუბლიკებისგან გამოარჩევს. ეს მოვლენა იმის დემონსტრირება იყო, რომ უკრაინელები ავტორიტარულ წარსულთან დამშვიდობებისთვის მზად არიან. უდაოა, რომ ნარინჯისფერი ბანაკის პოსტრევოლუციურმა თვითნგრევამ და ქვეყნის ქაოტურმა მართვამ, დასავლეთის თვალში კიევს, რბილად რომ ვთქვათ, რეპუტაცია შეულახა. იმავდროულად, ის ბიძგი რომელიც უკრაინულმა დემოკრატიზაციამ „ნარინჯისფერი რევოლუციისგან“ მიიღო, ამ ახალგაზრდა სახელმწიფოს საიმიჯო აქტივში დღემდე მნიშვნელოვანი პოზიტიური ელემენტია. ევროპაში ის იდეა, რომ უკრაინელები დემოკრატიისთვის მებძოლი ხალხია, ყველაფერთან ერთად, ევროპარლამენტის 2010 წლის თებერვლის რეზოლუციაში დოკუმენტურადაც დაფიქსირდა. მასში ღიადაა მოწონებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. 2004 წლის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასობრივმა აქციებმა, ასევე შედარებით თავისუფალმა და სამართლიანმა საერთოეროვნულმა არჩევნებმა 2006, 2007 და 2010 წლებში ბევრი დასავლეთევროპელი პოლიტიკური ლიდერის და ინტექლექტუალის თვალში უკრაინას მღელვარე ქვეყნის, თუმცა ევროპის განუყოფელი ნაწილის იმიჯი შეუქმნა.

 

ბოლო თვეებში, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა და ახალმა მთავრობამ სერიოზული ზიანი მიაყენეს „ნარინჯისფერი რევოლუციის“ საერთაშორისო მიღწევებს და ამ ქვეყნის რეპუტაციას ევროპაში. მათი უხეში დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფლად მოაზროვნე ჟურნალისტების,  მეცნიერების და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ, სულ უფრო მეტ გაოცებას და უკმაყოფილებას იწვევს დასავლეთში. კერძოდ, საკმაოდ საეჭვო  პროცედურამ, რომლის წყალობითაც 2010 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებაში ნიკოლოზ აზაროვის მთავრობა მოვიდა, შეარყია უკრაინის ახალ მმართველთა განცხადებები დემორკატიისადმი ერთგულებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე. სულ უფრო მეტი დასავლელი ექსპერტი სვამს კითხვას: იქნებ სჯობს უკრაინა ევრაზიულ და არა ევროპულ ქვეყნად მივიჩნიოთ? იქნებ, 2004 წლის მოვლენების მიუხედავად, უკრაინა რუსეთის პატარა ანალოგია? მართლაც სურს კი ამ ქვეყანას დემოკრატიის არაფორმალური საერთაშორისო კლუბის და მისი ოფიცილური გაერთინებების, ნატოს და ევოკავშირის წევრობა? და თუკი იანუკოვიჩი ქმნის პოლიტიკურ სისტემას, რომელიც პუტინისას გავს, ხომ არ სჯობს უკრაინა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანდეს და არა ევროკავშირში?

 

2010 წლის დასაწყისში დამკვირვებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმედით და ოპტიმიზმით აკვირდებოდა კიევში ხელისუფლების ცვლას. იმ დღეებისგან განსხვავებით, დღეს ამ ადამიანებში სულ უფრო მძლავრობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩი მცდარი არჩევანია, იგი არ არის ის ფიგურა, რომელიც უნდა მართავდეს ჯერ კიდევ სუსტ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, უკრაინას. ცუდი ახალი ამბების უწყვეტმა ნაკადმა უკრაინის დემოკრატიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და კანონის უზენაესობაზე იულია ტიმოშენკოს ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებსაც კი, მათი წარსული შეხედულებების გადახედვა აიძულა. იანუკოვიჩის რესტავრაციის პოლტიკა აუცილებლად შეფასდება უკრაინის დემოკრატიის ხარისხის ანალიზში, რომელსაც ისეთი ორგანიზაცია ატარებს, როგორიც Freedom House–ია. ქვეყნის ახალი ხელისუფლების ავტორიტარული უკუსვლა არამხოლოდ უკრაინის ოპოზიციამ, პრესამ და დიასპორამ შეამჩნია. ახალ უკრაინულ ტენდენციებზე დღეს ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებში, პარლამენტებში, პარტიებში, გაზეთებსა და ანალიტიკურ ცენტრებში მსჯელობენ.

 

იმავდროულად, უკრაინის რეპუტაციისა და საერთაშორისო ავტორიტეტის ახალ პრობლემას დღეს ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს ან მის შესახებ არაფერს წერს მიმომხილველთა უმრავლესობა. საუბარია, საერთოუკრაინული გაერთიანების ოლეგ ტიაგნიბოკის „თავისუფლების“ ბოლოდროინდელ გაძლიერებაზე. ტიაგნიბოკი ექიმი და იურისტია, აღმოსავლეთ გალიციის ქალაქ ლვოვიდან. მისი ულტრანაციონალისტური პარტია ჩამოყალიბდა უკრაინის აშკარად ფაშისტური სოციალ–დემოკრატიული პარტიის ბაზაზე, რომელიც ლვოვში 1991 წელს დაფუძნდა. პარტიის სახელი ტყუილად არ მოგვაგონებს გერმანიის ნაციონალურ–სოციალისტური მუშათა პარტიის სახელწოდებას. მის სიმბოლოს ე.წ. „ვოლფსანგელს“ (მგლის კაუჭი), ოდესღაც SS-ის დივიზია Das Reich–ი იყენებდა. დღეს ის პოპულარულია ევროპის სხვადასხვა ნეონაცისტურ ორგანიზაციებში. 2004 წელს პარტიამ სახელი შეიცვალა და „თავისუფლება“ დაირქვა, ასევე უარი თქვა მის სიმბოლიკაზე. და მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფლება“ აშკარად ნაციონალისტურ ორგანიზაციად რჩება, ბოლო დროს მან რევოლუციურ რიტორიკას მოუკლო. „თავისუფლებამ“, მისი განცხადებების თანახმად, ნაციონალურ–დემოკრატიული ელფერი შეიძინა და გამოაცხადა, რომ უკრაინის კონსტიტუციის ერთგულია. მის ხელმძღვანელებს შორის არიან მთელი რიგი ცნობილი ინტელექტუალები, მაგალითად, მეცნიერებათა კანდიდატი და ლვოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უკრაინული ფილოლოგიის კათედრის დოცენტი ირინა ფარიონი და ლეგენდარული ნაციონალისტი რეჟისორის იური ილიენკოს შვილი ანდრეი ილიენკო, რომელიც შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელია. ეს ადამიანები, და პირველ რიგში თავად ტიაგნიბოკი ბოლო დროს უკრაინის ტელე–შოუების ხშირი სტუმრები არიან. მათთან ინტერვიუების ჩაწერას ცდილობენ წამყვანი გაზეთების კორესპონდენტები. შედეგად, „თავისუფლების“ პოპულარობა ბოლო წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით უკრაინის დასავლეთ ნაწილში. ამ გაერთიანების ბაზა აღმოსავლეთ–გალიციის რეგიონის ლვოვის, ტერნოპოლის და ივანო–ფრაკოვსკის რაიონებშია. მედიაში აქტიურობის შედეგად, „თავისუფლებამ“ შეაღწია ცენტრალური უკრაინის რაიონებში, მათ შორის კიევის ელექტორატშიც. რადგან უკრაინაში პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს შედარებით დაბალი პროცენტული ბარიერით პარლამენტში მოხვედრისთვის, აბსოლუტურად რეალურია, რომ შემდეგი მოწვევის უმაღლეს რადაში „თავისუფლება“ საკუთარ ფრაქციას შექმნის.

 

„ანტისემიტიზმი ცალკეული ფენომენი არ არის, ის სემიტიზმისგან გამომდინარეობს. როდესაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ რადიაციის დონე მკვეთრად გაიზარდა, ამ რადიაციის წინააღმდეგ, რომელიც ყველგან აღწევდა, მიღებულ იქნა ზომები. [...] ასეა ანტისემიტზმთან მიმართებაშიც: ეს საზოგადოებაში სემიტიზმის დონის ზრდაზე რეაქციაა. და ვერცერთი სახელმწიფო ამას ვერაფერს მოუხერხებს, ყველა უმაღლესი სასწავლებელიც რომ დახუროს.                

 

სიტყვა „სემიტიზმი“ აჩრდილი, ილუზია და ნიღაბია, და ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს. ანტისემიტი ის არის, ვისაც სემიტები არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ არაბები, ასევე სემიტური ოჯახის წარმომადგენლები არიან, სწორედ ისინი არიან მსოფლიოში ყველაზე მკვეთრი ანტისემიტები“.

 

ოლეგ ტიაგნიბოკი, პარტია „თავისუფლების“ ლიდერი

 

ეს უზარმაზარ ზიანს აყენებს კიევის ისედაც შელახულ რეპუტაციას დასავლეთში. „თავისუფლება“ რასისტული პარტიაა, რომელიც ღიად ქადაგებს ეთნოცენტრისტულ და ანსტისემიტურ იდეებს. მისი პროგრამის მთავარი პუნქტები რუსფობია და ქსენოფობიაა, რასაც ბოლო დროს მკვეთრი ანტიემიგრანტული პოლიტიკაც დაემატა. ეს პარტია სტეფან ბანდერას პარტიის (უკრაინის ნაციონალისტების ორგანიზაცია) ჰეროიზაციას ახდენს და მას ხმამაღლა ადიდებს. ბანდერას ულტრანაციონალისტური პარტია ორ მსოფლიო ომს შორის გაჩნდა და მესამე რეიხთან თანამშრომლობით საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. მისი წევრები გერმანიის ოკუპაციის დროს დასავლეთ უკრაინაში პოლონელების და ებრაელების განადგურებაში მონაწილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფლება“ ხაზს უსვამს უკრაინელი ხალხის ევროპულ ხასიათს, ეს პარტია ანტიდასავლურია, ანტილიბერალური და მიმართულია ევროკავშირის წინააღმდეგ. ის ევროპული ნაციონალური მოძრაობების ე.წ. ალიანსს განეკუთვნება – რადიკალურ მემარჯვენე საერთოევროპულ ასოციაციას, რომელიც საკუთარ რიგებში აერთიანებს საფრანგეთის ნაციონალურ ფრონტს, მოძრაობას უკეთესი უნგრეთისთვის (იობბიკი) და ბრიტანეთის ნაციონალურ პარტიას. დღეისთვის ეს ყველაზე ნაციონალისტური პარტიებია ევროპაში. საერთაშორისო არენაზე ტიაგნიბოკის ყველაზე ცნობილი ახალი პოლიტიკური მეგობარი – მერი ლე პენია, რომელიც ვლადიმერ ჟირინოვსკისთანაც (აგრესიულად განწყობილი ანტიუკრაინელი და იმპერიალისტი პოლიტიკოსი რუსეთში) მეგობრობდა. 

 

„თავისუფლება“ თანამედროვე ევროპისთვის საკმაოდ ტიპური მოვლენაა. ევროკავშირის ზოგიერთ წევრ–ქვეყანაში არსებობდა და დღემდე არსებობს ბევრი პარტიაა, ზოგჯერ საპარლამენტო ფრაქციებიც კი, რომლებიც ტიაგნიბოკის „თავისუფლების“ მსგავსი იდეოლოგიის მატარებლები არიან. თუმცა, ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც შიგნით ასეთი არაკონსოლიდირებული, გარედან კი ასეთი არაინტეგრირებულია, პარლამენტში გამოკვეთილად ულტრანაციონალისტური პარტიის გამოჩენა სახიფათო ფუფუნება იქნებოდა. თუკი „თავისუფლება“ უმაღლეს რადაში ფრაქციად ჩამოყალიბდება, ეს უკრაინულ სახელმწიფოს და მის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის მცხოვრებლებს, ასევე ამ ქვეყნის მთელ რიგ საერთაშორისო პარტნიორებს შორის გაუცხოებას გამოიწვევს. ის კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის ელექტორატის ისედაც შესამჩნევ გეოგრაფიულ პოლარიზაციას. საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ყოფნით „თავისუფლება“ შეარყევს უკრაინული ნაციის და ზერეგიონალური, ზენაციონალური პატრიოტიზმის პოლიტიკურ განვითარებას. საზოგადოებრივი აზრი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, ისრაელი და გერმანია, უკრაინელების, როგორც ევროპული ერის მიმართ, სულ უფრო სკეპტიკურადაა განწობილი. „თავისუფლების“ შემდგომ გაძლიერებას და გალიციის ულტრანაციონალისტების შესვლას უკრაინის პოლიტიკურ ისტებლისმენტში კიევს და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაციება მოჰყვება. ამიტომ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, უკრაინა უფრო მეტად მოწყვლადი და დაუცველი გახდება რუსეთის წინაშე, რომელიც ცდილობს შეარყიოს ამ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. მიუხედავად ბევრი ექსპერტის აზრისა, რომ უკრაინა უკვე არის თავისი პოსტსაბჭოთა განვითარების ყველაზე დაბალ ნიშნულზე, ევროპის ამ უმსხვილეს სახელმწიფოს მომავალში შეიძლება უფრო მეტი უსიამოვნება ემუქრებოდეს. 

 

ანდრეას უმლანდი – კიევ–მოგლიანსკის აკადემიის ლექტორი გერმანული და ევროპული კვლევების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში; ის წიგნების სერიის „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკა და საზოგადოება“ რედაქტორია.

 

ორიგინალი         

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...