Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://a.pix.ge/n/zfkf2.jpg

 

წყაროები სოკრატეზე

სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.

ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. ჯანანტონი, მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიქვიები“ („Socratis et Socraticorum Reliquiae“) აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და შესაძლოა პიროვნულ თვისებებსაც კი თავის მენტორს მიაწერდა. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე პრობლემების გამო, ინფორმაცია სოკრატეზე უნდა მივიჩნიოთ, როგორც სავარაუდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც სარწმუნო.

ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, სოკრატეს მამა, სოფრონისკუსი, მოქანდაკე იყო, დედას ფენარეტი ერქვა. ჰყავდა მეუღლე, ქსანთიპე, ვისგანაც სამი ვაჟი ეყოლა. იმ დროის არსებული კულტურული რეალიების გათვალისწინებით ქსანთიპე კაპას, მძიმე ხასიათის მქონე ქალად მოიაზრებოდა. სოკრატე თავადაც აღნიშნავდა, რომ ქსანთიპესთან თანაცხოვრების წყალობით ის ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან შეძლებდა შეგუებას, ადარებს რა ამ თვისებას ველური ცხენების გამხედნის მოთმინებას. ამავე წყაროებიდან გამომდინარე, სოკრატეს შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან პოტიდეასთან, დელიუმსა და ამფიპოლისის ბრძოლებში. ერთგან მას დაჭრილი მეგობარი ალკიბიადე სიკვდილს გადაურჩენია. თუმცა სოკრატეს საბრძოლო მამაცობისთვის მინიჭებულ ჯილდოებსა და წოდებებზე უარი განუცხადებია, გამოუვლენია ხასიათის სიმტკიცე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას ზამთარში ფეხშიშველს და ლაბადის გარეშე უვლია.

უცნობია, თუ რით ირჩენდა თავს სოკრატე ცხოვრებაში. ის არ მუშაობდა; ქსენოფონტის „ნადიმში“ სოკრატე ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი საკუთარ ბედს ფილოსოფიას უკავშირებს, და, რომ მისი აზრით, ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ხელოვნება ან პროფესიაა. ძნელად სავარაუდოა, რომ მას ოჯახისგან რაიმე ქონება დარჩენოდა, ვინაიდან მამამისი ღარიბი მოქანდაკე-ხელოსანი იყო. პლატონის ჩანაწერებით, სოკრატე სწავლებისთვის ფულს არ იღებდა; თუმცა, ქსენოფონტის „ნადიმში“ ასევე ნახსენებია, რომ სოკრატეს მოსწავლეებისგან გასამრჯელო მიუღია, ხოლო არისტოფანე აღნიშნავს, რომ სოკრატეს სოფისტიკის საკუთარი სკოლა ჰქონდა. ასევე შესაძლოა, რომ სოკრატე მისი მოწყალე, გავლენიანი და მდიდარი მეგობრების ხარჯზე არსებობდა.

 

განაჩენი და სიკვდილი

 

სოკრატეს ცხოვრება მოუწია ათენის პოლისის განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან დაღმასვლამდე გარდამავალ პერიოდში, სპარტანელთა და მათ მოკავშირეთა მიერ პელოპონესის ომში ათენელთა დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, როცა ათენი ცდილობდა სამარცხვინო დამარცხების შემდგომ ძალების აღდგენას, ათენის არეოპაგს სამმა წამყვანმა სახალხო ფიგურამ მიმართა, რათა სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნისთვის გაესამართლებინათ. ძველი ბერძნების წარმოდგენით თითოეულ პოლისს ჰყავდა მფარველი ღვთაება. საყოველთაოდ მიჩნეულ იქნა, რომ ათენის პელოპონესის ომში დამარცხებით ათენა, ათენის მფარველი ქალღმერთი, მის მოქალაქეებს ურწმუნოებისთვის სჯიდა. სოკრატეს მსოფლხედველობა ღმერთთა განკითხვად მიიჩნეოდა, და არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ეს არასასურველი იყო. მოქალაქეთა აზრით ათენს არ სჭირდებოდა ათენასგან უფრო დიდი სასჯელი ერთი ადამიანი გამო, რომელიც მისა თუ სხვა ღმერთების განკითხვას ბედავდა. თუმცა პლატონის აპოლოგიაში სოკრატე დაჟინებით უარყობს ამგვარ ბრალდებას. სასამართლო პროცესზე სოკრატე წაყენებული ბრალდებებით დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ. გაქცევისას სოკრატეს ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა, კრიტოსთან დიალოგში, სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს, რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებს. ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა.

პლატონის აპოლოგიაში მოყვანილ სოკრატეს დაცვის სიტყვაში, სოკრატეს მიერ ათენელთა თავის მობეზრება იმით დაიწყო, როცა მისმა მეგობარმა ხერფონმა დელფოს სამისნოს ორაკულს ჰკითხა თუ სოკრატეზე ჭკვიანი ვინმე არსებობდა; რაზეც ორაკულმა უარყოფითი პასუხი გასცა. სოკრატეს აზრით ორაკულის სიტყვები ორაზროვანი იყო და ოკრატეზე უფრო ჭკვიანი ადამიანის პოვნას ისახავდა მიზნად. ათენის მოქალაქეებს იგი ცხოვრების ავ-კარგიანობაზე მათი ცოდნის შესახებ ეკითხებოდა. აღმოაჩინა რა, რომ საპირისპიროს რწმენის მიუხედავად მათ არაფერი იცოდნენ, სოკრატემ დაასკვნა, რომ ის სხვებზე უფრო ჭკვიანი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საკუთარი უმეცრება გათვითცნობიერებული ჰქონდა. სხვათა წარმოდგენა საკუთარ ცოდნაზე კი მცდარი იყო.

 

 

ფილოსოფია

 

სოკრატეს მეთოდი

დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა „კარგი“ და „სამართალი“, ცნებები, რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე ნამდვილი განსაზღვრების გარეშე. მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ „სოკრატესეულ დიალოგებში“. ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად, უფრო მეტიც, საერთოდ დასავლური ფილოსოფიის მთავარი თემების ფუძემდებლად.

ამ მეთოდით, შეკითხვათა სერია დაისმის, რათა გაირკვეს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ქვეცნობიერი რწმენები და მათი ცოდნის ხარისხი. სოკრატესეული მეთოდი ჰიპოთეტური გამორიცხვის ნეგატიური მეთოდია, სადაც უკეთესი ჰიპოთეზები ჩნდება კონფლიქტური ჰიპოტეზების მუდმივი გამოვლენითა და გამორიცხვით. მისი მიზანია აიძულოს ადამიანი შეაფასოს საკუთარი შეხედულებები და მათი საფუძვლიანობა.

 

ფილოსოფიური შეხედულებები

სოკრატეს ფილოსოფიური შეხედულებების აღწერა საკმაოდ რთული საქმეა. ვინაიდან მას თავად არაფერი დაუწერია, ძირითადი დასაყრდნობი ქსენოფონტისა და პლატონის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი აღწერებია. დებატები თემაზე, სინამდვილეში სოკრატეს მოსაზრებანი პლატონს ეკუთვნის თუ არა, დღემდე აქტუალურია, და ამის კონკრეტული დამასაბუთებელი წყარო არ არსებობს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სოკრატეს საერთოდ არ გააჩნდა რაიმე გარკვეული შეხედულება ან რწმენა და მისი მიზანი მხოლოდ შეფასება იყო. „რესპუბლიკაში“ მოყვანილი ტევადი თეორიები მიჩნეულია თავად პლატონის მოსაზრებებად. სხვანი ამტკიცებენ, რომ სოკრატეს სინამდვილეში გააჩნდა საკუთარი პოზიცია, თუმცა ძნელია მასსა და პლატონს შორის საზღვრის გავლება, ვინაიდან თვით პლატონის დრამატული წერის სტილის ინტერპრეტაციაც კი თითქმის შეუძლებელია. მაშასადამე, ეს ფაქტი მხედველობაში უნდა ვიქონიოთ სოკრატესეული ნააზრევის ინტერპრეტაციის მცდელობისას.

„დიალოგებიდან“ შეიძლება დავასკვნათ, რომ სოკრატეს მხოლოდ ორი მასწავლებელი ჰყოლია: პროდიკუსი, გრამატიკოსი, და დიოტიმა, ქალი მანტინეადან, რომელმაც მას ეროსის, ანუ სიყვარულის შესახებ ასწავლა. მისი ცოდნა სხვა თანამედროვე მოაზროვნეთა შესახებ, მაგ. პარმენიდე და ანაქსაგორა, ნათელია რამდენიმე დიალოგიდან და ისტორიული წყაროები ხშირად მათაც მოიხსენებენ, როგორც სოკრატეს მასწავლებლებს. თავად აპოლონიც შეიძლება მივიჩნიოთ მის მაწავლებლად, ვინაიდან, როგორც თავად ამტკიცებდა (პლატონის აპოლოგია) გამუდმებული საუბრის ჩვევა მისი ღვთისმორჩილების გამოხატულება იყო.

 

ცოდნა

სოკრატეს მიაკუთვნებენ გამოთქმას, რომ მისი ცოდნა საკუთარი უმეცრების აღიარებით შემოიფაგლება. მისი მრწამსით, ცუდისქნა უმეცრების შედეგი იყო და ცუდისმქნელებს უკეთესი ცოდნა არ გააჩნდათ. ერთი რამ, რის ცოდნასაც სოკრატე ხშირად ხაზს უსვამდა იყო „სიყვარულის ხელოვნება“, რომელსაც ის უკავშირებდა „ცოდნის სიყვარულს“, ანუ ფილოსოფიას. მისი თქმით, ის მცოდნე კი არ იყო, არამედ მხოლოდ ესმოდა გზა, რომელიც ცოდნის მოყვარულს უნდა გაევლო მის მისაღებად. ამასთან საკამათოა, სჯეროდა თუ არა სოკრატეს, რომ ადამიანებს (ღმერთებისგან განსხვავებით) შესწევდათ უნარი, მცოდნეები გამხდარიყვნენ. მეორეს მხრივ, მან მკვეთრი ზღვარი გაავლო ადამიანურ უმეცრებასა და იდეალურ ცოდნას შორის. „სიმპოზიუმსა“ და „რესპუბლიკა“-ში აღწერილია ცოდნამდე მისვლის მისეული მეთოდიკა.

 

მორალი

სოკრატეს სწამდა, რომ ადამიანთა ცხოვრების საუკეთესო გზა თვით-განვითარებაზე ყურადღების გამახვილება იყო და არა მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ის მოუწოდებდა სხვებს კონცენტრაცია მეგობრეობასა და კომუნაზე მოეხდინათ, ვინაიდან მისი აზრით ეს იყო საუკეთესო საშუალება საერთო ეროვნული შეგრეძნების განვითარებისთვის. მისი მოქმედებაც ამის დასტურია: სოკრატემ მიიღო სასიკვდილო განაჩენი, მაშინ როცა ყველა მიიჩნევდა, რომ ის უბრალოდ დასტოვებდა ათენს; სოკრატეს მიაჩნდა, რომ მას არ შეეძლო კომუნის ნების წინააღმდეგ გაქცეულიყო; ასევე, მისი რეპუტაცია სამხედრო მამაცობისთვის შეუფასებელი დარჩა.

 

 

პოლიტიკა

როგორც ხშირად მიიჩნევენ სოკრატეს სწამდა, რომ „იდეალები ეკუთვნის სამყაროს, რომლის გაგება მხოლოდ მცოდნე ადამიანს შეუზლია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ფილოსოფოსი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც მართვის მორალური უფლება აქვს. პლატონის თანახმად, სოკრატე საკმაოდ პირდაპირი იყო მმართველობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებში. ის ღიად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიას, რომელიც მის ცხოვრებაში ათენს მართავდა. უფრო მეტიც, სოკრატე ეწინააღმდეგებოდა მმართველობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც არ შეესაბამებოდა ფილოსოფოსთა მიერ მართული წმინდა რესპუბლიკის მისეულ იდეალს. სოკრატეს ცხოვრების ბოლო წლებში ათენი გამუდმებული მწვავე პოლიტიკური დებატების ქვეშ იმყოფებოდა. შედეგად დემოკრატია გადაგდებულ იქნა ოცდაათი ტირანით ცნობილი ხუნტის მიერ, პლატონის ნათესავის, კრიტიასის მეთაურობით, რომელიც ასევე სოკრატეს სტუდენტი იყო. ტირანები ქალაქს ერთი წლის განმავლობაში მართავდნენ, რის შემდეგაც ათენის დმოკრატია აღდგენილ იქნა, ტირანთა ქმედებებისთვის კი ამნისტია გამოცხადდა.

ზემოთ მოყვანილ არგუმენტს ბევრი უარჰყოფს. მოცემული თემა, თუ რა სწამდა სინამდვილეში სოკრატეს, უდიდესი ფილოსოფიური დებატების საგანია. ყველაზე ძლიერი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ სოკრატეს ფილოსოფოს მეფეთა იდეის არ სწამდა მისი პოლიტიკური პროცესებისგან სრული გამიჯვნა იყო. ის ხშირად ახსენებდა, რომ მას არ შეეძლო ერჩია ხალხისთვის როგორ უნდა ეცხოვრათ, მაშინ როცა თავად არ იყო გარკვეული ამაში. ფილოსოფოსი მისი აზრით ცოდნის მოყვარულია, და არა თვით მცოდნე.

 

მისტიციზმი

პლატონის დიალოგების კითხვისას, სოკრატე ხშირად ეხება მისტიურ მხარეს რეინკარნაციისა და მისტიური რელიგიების განხილვით; თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს უფრო პლატონის მოსაზრებებია. მიუხედავად ამისა, ვინაიდან დარწმუნებული არა ვართ პლატონისა და სოკრატეს მსოფლმხეველობათა განსხვავებაში, ზემოთ ხსენებულის უარყოფა შეუძლებელია. ამასთან, არსებობს პარალელები ქსენოფონტის ნაშრომებშიც. ფილოსოფიური გზის მწვერვალზე, როგორც პლატონის სიმპოზიუმსა და რესპუბლიკაშია განხილული, მავანი აღწევს „სილამაზის ზღვას“ ანუ „კარგი“-ს ადგილსამყოფელს, განიცდის რა მისტიურ შთაგონებას; მხოლოდ მაშინ შეუძლია მას გახდეს მცოდნე.

ამ განხილვის უდაოდ ყველაზე საინტერესო მხარეა სოკრატეს დამოკიდებულება „დემონზე“, როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ, ანუ ხმაზე, რომელიც მხოლოდ სოკრატეს ესაუბრებოდა ყოველთვის, როცა სოკრატე შეცდომის დაშვებას აპირებდა. სწორედ ეს დემონი იყო, რომელმაც სოკრატე პოლიტიკაში შესვლისგან იხსნა. ფედრუსის მიხედვით, სოკრატე მას ღვთიურ სიგიჟედ თვლიდა, ანუ სულიერი ავადმყოფობის ფორმად, რომელიც გვაძლევს პოეზიას, მისტიციზმს, სიყვარულს და თვით ფილოსოფიასაც. ალტერნატიულად, დემონი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინტუიცია; თუმცა ბერძნული სიტყვა აშკარად მიუთითებს სულზე ან არსებაზე, რომელსაც შეიძლება მფარველი ანგელოზი ვუწოდოთ, და როგორც ჩანს სოკრატე ამ დემონს პერსონალურ თვისებებსა და ხმას ანიჭებდა.

 

პროზაული წყაროები

პლატონი, ქსენოფონტი და არისტოტელე ძირითადი წყაროებია ისტორიულ სოკრატეზე; თუმცა, ქსენოფონტი და პლატონი მისი უშუალო მოწაფეები იყვნენ და მიიჩნევა, რომ მათ სოკრატე გაიდეალიზებული ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ეს სოკრატეს აღწერის ერთადერთი წყარეობია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. არისტოტელეც ხშირად მოიხსენიებს სოკრატეს თავის ნაშრომებში, თუმცა მხოლოდ გადაკვრით.

 

სოკრატეს დიალოგები

სოკრატეს დიალოგები არის პლატონისა და ქსენოფონტის მიერ დაწერილ დიალოგთა სერია სოკრატესა და მისი დროის სხვა ადამიანთა შორის, ან მსჯელობები სოკრატეს კონცეფციებზე მის მიმდევართა შორის. ბოლო მათგანს მიეკუთვნება პლატონის ფაედო. თუმცა პლატონის აპოლოგია სოკრატეს მიერ წარმოთქმული გასამართლებელი სიტყვაა, ისიც სოკრატესეულ დიალოგთა შორის მოიხსენიება.

პლატონის დიალოგები მოპასუხეთა სიტყვების პირდაპირი გადმოცემაა, მაშინ როცა ქსენოფონტის დიალოგები დაწერილია, როგორც ისტორია, რომელშიც აღწერილია დიალოგის კონტექსტი მოსაუბრეთა ციტატების თანხლებით.

პლატონი საკუთარ იდეებს მოსაუბრის პირით არ აცხადებს, ის ამ იდეებს სოკრატესეული მეთოდით ხსნის. დიალოგთა უმრავლესობაში მოყვანილია პლატონის მიერ ამ მეთოდის გამოყენების ნიმუშები, თუმცა ამის ყველაზე სრულყოფილი ასახვა მხოლოდ ეუტიფროშია მოცემული. ამ დიალოგებში სოკრატესა და ეუტიფროს დისკუსია ეხება შეკითხავზე „რას ნიშნავს რწმენა?“ პასუხის სრულყოფას.

პლატონის დიალოგებში ცოდნა მოდის დამახსოვრების პროცესში. სული, მის სხეულში ინკარაციამდე, იდეათა სამყაროში იმყოფებოდა. აქ ის ხედავს საგნებს როგორც ისინი სინამდვილეში არიან, და განსხვავდებიან დედამიწაზე დანახულ თუ განცდილ აჩრდილებსა და ასლებზე. შეკითხვების პროცესით სულმა შესაძლოა გაიხსენოს იდეები მისი წმინდა სახით, აღწევს რა ამით ცოდნას.

სოკრატეს იდეათა პლატონისეულ აღწერაზე დაყრდნობით გაურკვეველია თუ ამ იდეათაგან რომელი ეკუთვნოდა სინამდვილეში სოკრატეს (ან მის მეგობრებს), რაც ცნობილია, როგორც სოკრატეს პრობლემა. როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები უფრო ახლოა სოკრატესთან, ვინემ მისი გვიანდელი შრომები, განსაკუთრებით კი ფაედო, რომელიც უფრო პლატონის ცნობიერებათა ნაყოფი უნდა იყოს.

 

 

წყარო: www.ka.wikipedia.org

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

wedding gowns

You will save yourself an enormous amount of money if you get married during the off-season months of January,wedding gowns February, March and November.

Getting married on any other of the week other than Saturday.

There is no official name for this disease but many brides get it.

1st Symptom - around 3 months before your wedding, you'll begin to second-guess your decisions.

wedding dresses

2nd Symptom -wedding dresses You'll get scared and think about what you can do to make your wedding better or more unique.

3rd Symptom - Then you'll ask friends, family, co-workers and anyone that will listen to you, about what they think of your new ideas.

4th Symptom - and most dangerous…you make a few phone calls and start up-grading a few of your packages.

wedding dresses

The Cure - stick to your original budget.wedding dresses As the wedding draws near, your emotions take over…ignore them.

Vendors are well aware of the disease.wedding gown That's why every contract allows for you to upgrade a package at any time but there are rarely loopholes for downgrading.

wedding gowns

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...