Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სურმანიძის სასამართლო პროცესი


Recommended Posts

საათი და 45 წუთი დაჭირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ედვარდ სურმანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად.

 

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა, სურმანიძესთან ერთად დაპატიმრებული გიორგი ბერულავას და მურთაზ მეურმიშვილის საქმე განიხილა. მათაც, სურმანიძის მსგავსად, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ და უარი ეთქვათ გირაოთი გათავისუფლებაზე.სამივე დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩევს და სასამართლო პროცესის ობიექტურობის იმედი აქვს.

 

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ორი ადვოკატი წარმოადგენდა, დავით დადიანი და მერაბ გვილავა.

 

გვილავა, რომელიც უშუალოდ სურმანიძეს იცავს, ნეტგაზეთთან საუბარს იმ მოტივით არ დათანხმდა, რომ მას ჟურნალისტებთან საუბრის ნებართვა უშუალოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისგან უნდა მიეღო.

 

თუმცა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, წარმოდგენილი იყო საქმესთან დაკავშირებული ის დეტალები, რომელიც მედიით ამ დრომდე არ გავრცელებულა.

 

სურმანიძე, ბერულავა და მურთაზიშვილი, გერმანიის მოქალაქისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის გამო არიან დაპატიმრებულები. პროკურორი მათ ბრალს სდებს გერმანელი ინვესტორისთვის 14 დღით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში, მის დაშინებაში და მუქარის ძალით თანხის გამოძალვაში.პროცესზე პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა, ასევე, აღნიშნა, დაზარალებული მოწმის ჩვენებიდან, რომ სურმანიძე მას სცემდა.

 

ირკვევა, რომ გერმანელ ინვესტორს, დაკავებულების ვალი ჰქონდა. უშუალოდ პროცესზე ვალის რაოდენობის შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვედზე დასახელებულია თანხა, 270 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და ნათქვამია: სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას.

 

ედუარდ სურმანიძემ პროცესზე თქვა, რომ ვალი აღნიშნულ პიროვნებას 2005 წლიდან მართებს. მან, ისევე როგორც მისმა ადვოკატმა, აღნიშნეს, რომ დაზარალებულის ვალის შესახებ არსებობს ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.

 

პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სამივე ეჭვმიტანილს დაზარალებული ორი კვირის მანძილზე, 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჰყავდათ დატყვევებული, ჭიაურელის ქუჩაზე დაქირავებულ ბინაში, სადაც მას დარაჯობდნენ.

 

ეჭვმიტანილების დაკავების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ავთანდილ ჩიჩუას ინფორმაცია იყო, რომელმაც ფაქტთან დაკავშირებით შეიტყო; ასევე, დაზარალებულის და მისი თარჯიმნის დაკითხვის ოქმები.

 

საქმეში, რომელიც პროცესზე დაცვის მხარემ გააცნო მოსამართლეს, ნათქვამია, რომ დაზარალებული სარგებლობდა ტელეფონით და ინტერნეტით. შესაბამისად, ადვოკატები ამბობენ, რომ აბსურდია ვისაუბროთ ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაზე, როდესაც პიროვნებას აქვს წვდომა ტელეფონთან და ინტერნეტთან და ამ მხრივ აქვს შესაძლებლობა პატიმრობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების.

 

სურმანიძის ვერსია მომხდართან დაკავშირებით ასეთია: ის ფიქრობს, რომ ვალის თავიდან აცილების მიზნით, გერმანელმა ის სქემა მოიფიქრა, რომლის მიზეზითაც ახლა ის, ბერულავა და მურთაზიშვილი დაკავებულები არიან.

 

”ეს ადამიანი მე ოფისში მიბარებდა ყოველდღე, დამიბარებდა დილის ათ საათზე და შემდეგ მეუბნებოდა, რომ აი ორ საათში, სამ საათში ჩამირიცხავენ ფულს. ასევე, ეუბნებოდა მურთაზს. და ეს ყველაფერი თურმე იმისთვის, რომ ასეთი სიტუაცია შეექმნა. ბოლოს მითხრა, რომ ტელეფონზე ანგარიში არ მაქვს და ფული უნდა ჩავირიცხოო, ჩავიდა და წავიდა. თუ თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი, როგორ მივცემდი კომპიუტერს და ტელეფონს?!”

 

ბერულავა ამბობს, რომ რამდენჯერაც ავიდა ოფისში, იმდენჯერ მისი მოწვევით. ასვლის მიზეზი კი იყო, თანხა, რომელსაც, ბერულავას თქმით, გერმანელი პირდებოდა, რომ მისცემდა.

 

ინტერნეტის და მობილური ტელეფონის წვდომასთან დაკავშირებით პროკურორს სხვა მოსაზრება აქვს. ის ამბობს, რომ ბრალდების მხარე იზიარებს დაზარალებულის ნათქვამს. ის ამბობს, რომ მას ტელფონთან და ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ დაკავშირებოდა მის უცხოელ პარტნიორებს, თანხის გადმოსარიცხად.

 

რაც შეეხება ადგილს, სადაც პროკურორის თქმით, დაზარალებული 14 დღის მანძილზე ჰყავდათ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებს, დაცვის მხარის თქმით, ოფისია.

 

”ეს ხომ ჩვეულებრივი ოფისია, მისი პატრონიც იქ იყო და თუ რაიმე უკანონობას ჩავდიოდით, არავინ იყო დამნახავი?" -ამბობს ბერულავა. მისი თქმით, დაზარალებულს ურთიერთობა ჰქონდა შენობის დამლაგებელთან და შენობის დაცვასთან.

 

დაკავებულებმა, ასევე, აღნიშნეს,რომ მათთან ერთად, გერმანელი აღნიშნული დღეების მანძილზე არაერთხელ გავიდა ოფისიდან. მათ შორის ბანკში, ლუდხანაში და საავადმყოფოში.

 

დაცვის მხარე, კონკრეტულად, ადვოკატი მერაბ გვილავა პრობლემას კიდევ ერთ მოწმეში ხედავს. ეს არის თარჯიმანი, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული.

 

გვილავა ამბობს, რომ საქმეში მოცემული დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ მას გერმანელმა შეატყობინა, რომ ის არის თავისუფლება აღკვეთილი.

 

”თუ მას შეატყობინეს, რატომ არ დაგებადათ შეკითხვა, რატომ არ შეატყობინა მან გამოძიებას ამ ფაქტის შესახებ?”-კითხულობს ადვოკატი.

 

გარდა ამისა, საქმეში არსებობს სატელეფონო საუბრები. პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა,რომ არსებობს მხოლოდ 14 ოქტომბრის ჩანაწერები. ხოლო პროკურორის ვარაუდი 14–დღიან პატიმრობასთან დაკავშირებით ეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას.

 

”ბრალდება არ არის საბოლოო, იმიტომ, რომ დასადგენია ვალის ოდენობა და წარმომავლობა”, - განაცხადა პროკურორმა პროცესზე, – ”ეს არის პირველადი ბრალდება და არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრალი, როგორც დამძიმდეს, ისე – შემსუბუქდეს”.

 

მომდევნო სასამართლო პროცესი, სადაც მხარეები საქმის მასალებს წარმოადგენენ, 55 დღის შემდეგ არის დანიშნული. 10 დეკემებერს, მოსამართლე გოგინაშვილი მხარეების ჩვენებებს მოისმენს, ხოლო მანამდე, როგორც დაცვის,ისევე ბრალდების მხარე, როგორც პროცესზე ითქვა, არგუმენტაციებს შეაგროვებენ.

 

ედვარდ სურმანიძე დაკავებამდე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, მანამდე კი ის საქართველოს პარლამენტში სამჯერ იყო დეპუტატად არჩეული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...