Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს საგარეო უწყებას პერევში რუსი მესაზღვრეების გადაადგილებაზე პროგნოზის გაკეთება უჭირს


Recommended Posts

:pupuza:

ეგ ერთი და სხვა მრავალი.

ტყუილად არ დაიწყეს ტვინის დღვნა "ოკუპაცია ოკუპაციაო" ამერიკელებმა და ამ ბოლოს ინგლისელებმაც.

სავარაუდოდ, ახალგორსაც დავიბრუნებთ...

აი დანარჩენის რა მოგახსენოთ.

+ ამას საინტერესოა ჩვენ რას ვიძლევით?

შენს პირს შაქარი, მაგრამ არა მგონია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვეკაიფებიან მე მგონია. ამ პერევში ცხრაჯერ შევიდნენ და გამოვიდნენ...ჩემს ბავშვობაში ვთამაშობდით ხოლმე: 5 კაპიკიანს წებოთი ძაფს ვაკრობდით, ამ ძაფის ბოლო შორიახლოს ხელში გვეჭირა და ვინმე რომ დაიხრებოდა ასაღებად, უცებ გავწევდით და დავცინოდით...რაღაც ეგეთს გავს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

გვეკაიფებიან მე მგონია. ამ პერევში ცხრაჯერ შევიდნენ და გამოვიდნენ...ჩემს ბავშვობაში ვთამაშობდით ხოლმე: 5 კაპიკიანს წებოთი ძაფს ვაკრობდით, ამ ძაფის ბოლო შორიახლოს ხელში გვეჭირა და ვინმე რომ დაიხრებოდა ასაღებად, უცებ გავწევდით და დავცინოდით...რაღაც ეგეთს გავს.

 

ჩემი აზრით რუსები მიშას პოზიციას უმაგრებენ საშემოდგომო მოსალოდნელი აქციების წინ.

მიშაზე კარგი მაგათთვის ვინ მოვა სხვა.

მიშასაც სათქმელი ექნება, მალე აფხაზეთიდანაც გავიყვან რუსებსო და ბოლიიი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

 

ძალიან არ უსმენდეს მიშა ვინმე და ითვალისწინებდეს მის აზრს ან აქ ან საზღვარგარეთ. :)

რუსებისთვის საქართველოში რომ მიშა საუკეთესო ვარიანტია მაგაში 100% გეთანხმები. უკეთესს ვერც ინატრებდნენ, რაც 18 წელი ვერ შეძლეს 2-3 წელში მოაყომარეს ყველაფერი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

 

ჩემი აზრით რუსები მიშას პოზიციას უმაგრებენ საშემოდგომო მოსალოდნელი აქციების წინ.

მიშაზე კარგი მაგათთვის ვინ მოვა სხვა.

მიშასაც სათქმელი ექნება, მალე აფხაზეთიდანაც გავიყვან რუსებსო და ბოლიიი.

ახლა მთლად მასეც არააა.. :) არეულობა რუსეთს ყოველთვის აწყობს გინდა სულ გიორგაძე ყავდეს სათავეში.... რადგან სუსტი ქვეყნის დამორჩილება ადვილია ასევე მეტად დამოკიდებული ხდება შენზე.. ეგაა რუსის პოლიტიკა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეთანხმებაა, მაგრამ რის ფასად?!

უფასოდ :yes:

პერევიდან გასვლას არ მგონია რუსეთისთვის რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს.

პირიქით აშშ-ევროპას დაანახებს,რომ საზავო ხელშეკრულებას "ასრულებს",აქეთ კიდე მიშას გულსაც მოიგებს :yes:

(სავაჭრო ორგანიზაცია)

საერთოდ იუჟნაიადან გასვლაზე იყოს საუბარი,მაშინ მოითხოვს,ან კიდევ "აღიარების" ანულირებაზე.

აჰა

 

МИД РФ: Новые реалии на Южном Кавказе никому не удастся изменить

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

არეულობა რუსეთს ყოველთვის აწყობს

 

გეთანხმები, რომ არეულობა აწყობს, მაგრამ არც მთლად ქაოსური. მათ აწყობს მართვადი არეულობა, რომლის დირიჟორიც თვითონ იქნება.

 

მართლა რომ ფორუმმა აიღოს ხელისუფლება რუსებს აწყობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/el_pais.jpg

 

პილარ ბონეტი

 

 ჟენევაში დღეს საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები იმართება

 

ხუთშაბათს ჟენევაში, საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები განაახლებენ მოლაპარაკებებს,  რომლებიც დღემდე თბილისის და სეპრატისტული რეგიონების პოზიციათა შეუთანხმებლობით ხასიათდებოდა. ეს რეგიონები 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მოლაპარაკებები ევროკავშირის, აშშ–ს, ეუთოს და რუსეთის ეგიდით მიმდინარეობს და იმ შეთანხმების გაგრძელებაა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს მან შეძლო ბოლო მოეღო ომისთვის, რომელიც სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე საქართველოს თავდასხმით დაიწყო.

 

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი (მეცამეტე) რაუნდის წინ, სააკაშვილმა კავკასიური „ერთობის“ პოლიტიკის რეალიზაცია დაიწყო, რომელიც სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა. ამ პოლიტიკის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასია, (რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შედის) და სამხრეთ კავკასია (სადაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და სამი სეპარატისტული ავტონომია, მათ შორის მთიანი ყარაბახი მდებარეობს) ერთი ორგანიზმია („თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი“), სადაც თბილისს ცენტრის და მისაბაძი მოდელის ფუნქცია აქვს.  

 

„არ არსებობს არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთ კავკასია,   არსებობს მხოლოდ ერთი კავკასია, რომელიც ევროპას ეკუთვნის და რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს გზის კვალდაკვალ თავისუფალი ხალხების ევროპულ ოჯახს შეუერთდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ–ორკში. „ჩვენ კავკასიელებს, იმ დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი საფრთხეების გამო, რომ შეიძლება სხვა დიდ სახელმწიფოებს ან ერთმანეთს გავენადგურებინეთ, ძალიან ხშირად გვქონდა იმის იმედი, რომ მეზობელი იმპერიები დაგვიცავდნენ“, – აღნიშნა მან.  

 

სააკაშვილის მიერ ორშაბათს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში ცხოვრობენ, საქართველოში გამგზავრებისთვის ვიზები აღარ დასჭირდებათ იმ თანამემამულეებისგან განსხვავებით, რომლებიც რუსეთის სხვა რეგიონებში ცხოვრობენ და რომლებსაც ძველებურად დასჭირდებათ ვიზების გაფორმება. ბრძანების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ტერიტორიულ–ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც ძირძველი მოსახლეობა ცხოვრობს (ეთნოკულტურული ჯგუფები, რომლებიც ძირითადად მუსულმანებისგან შედგება და რომლებიც ამ მიწებზე რუსეთთან შეერთებამდე ცხოვრობდნენ). კერძოდ, საუბარია დაღესტანზე, ჩეჩნეთზე, ჩრდილოეთ ოსეთზე, ყაბარდო–ბალყარეთზე, ყარაჩაი–ჩერქეზეთსა და ადიღეაზე. იმავდროულად, ეს უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება არც კრასნოდარის და არც სტავროპოლის მხარეების მოსახლეობაზე. ეს მხარეებიც კავკასიის ნაწილია და დიდწილად რუსებითაა დასახლებული. ადიღეა, რომელზეც უვიზო რეჟიმი ვრცელდება, კრასნოდარის მხარეში შედის და ადმინისტრაციულად მას ექვემდებარება. ადიღეას მოსახლეობა ჩერქეზების შთამომავლებისგან შედგება.

 

კონფლიქტური ზონა

 

სააკაშვილის გადაწყვეტილება ზემოთხსენებული რესპუბლიკების  მცხოვრებლებს საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას რუსეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ ნაბიჯს „პროპაგანდისტული“ უწოდა. რუსეთის მთავრობამ 2025 წლამდე ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა. ეს რუსეთის კონფლიქტური და ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია, სადაც მუდმივად ტერორისტული აქტები ხდება. კავკასიაში სიკვდილიანობის და შობადობის დონე ყველაზე მაღალია (დიდიწილად მუსულმანური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში), ასევე ყველაზე მაღალია უმუშევრობის დონეც (50%–ზე მეტი) და აქ  ყველაზე მეტი სოფლის მცხოვრებია (60%–ზე მეტი). როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, კავკასიაში რუსების რიცხვი 90–იანი წლების შემდეგ შემცირდა და მთავრობა ამ რეგიონში რუსული მოსახლეობის რიცხვის გაზრდას გეგმავს. საქართველოს ინიციტივამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას. თბილისი ყველანაირად მხარს უჭერს ადიღეაში დაწყებულ მოძრაობას, რომელიც გამოდის ინიციტივით ჩერქეზების (კავკასიის ერთ–ერთი ძირძველი ხალხი) ბედი გენოციდად შეფასდეს: ჩერქეზები 1864 წელს რუსეთის მხრიდან მათი მიწების დაპყრობის შემდეგ იძულებული გახდნენ სახლები  დაეტოვებინათ.

 

2008 წლის ომამდე მოსკოვი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულბას გამოხატავდა: მათ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა უვიზოდ შეეძლოთ, მაშინ როცა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებს ამ დოკუმენტის გაფორმება უწევდათ. ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავისი სამხედრო ბაზები განათავსა. საქართველო, რომელიც რუსეთს „ოკუპანტად“ მიიჩნევს, უარს ამბობს ამ ავტონომიების საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად და თანასწორ მოსაუბრეებად აღიარებაზე. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ, თუმცა ისინი არ უცვნია არცერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მან ამის პირობა დადო მოწმეების თანდასწრებით, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს.

 

სექტემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკვე მესამედ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიიღო რეზოლუცია დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე, რომლებმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ მიწებზე გაჩაღებული შეიარაღებული კონფლიქტების გამო დატოვეს. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ დევნილთა რიცხვი დაახლოებით 500 000–ია, თუმცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ ციფრს ეჭქვეშ აყენებენ. ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩირიკბა ამტკიცებს, რომ აფხაზეთის გალის რაიონში 50 000 ადამიანი დაბრუნდა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს ამ ციფრების გადამოწმებას სთხოვს. თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი ამბობს, რომ არ შეიძლება დევნილებად იმ ქართველების მიჩნევა, რომლებიც ლენინგორის რაიონში ცხოვრობენ (ქართულად ახალგორის რაიონი, რომლებიც ოსებმა 2008 წლის აგვისტოში დაიკავეს). სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ეს ქართველები თავისუფლად კვეთენ საქართველო–სამხრეთ ოსეთის საზღვარს, ორივე ქვეყანაში აქვთ საცხოვრებელი სახლები და სარგებლობენ გადაადგილებულ პირთა შეღავეთებით, რომლებსაც საქართველო მათ საერთაშორისო დახმარების წყალობით სთავაზობს. ჩოჩიევის თქმით, „ყოველთვიურად, 18–დან 20 ათასი ადამიანი კვეთს ლენინგორის საზღვარს“.  

 

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებს ჟენევაში იმის მიღწევა სურთ, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ვალდებულება აიღოს. თუმცა საქართველო მზადაა მსგავი დოკუმენტის ხელმოწერის შესაძლებლობა მხოლოდ რუსეთთან და არა სეპარატისტებთან მიმართებაში განიხილოს.

 

ორიგინალი   

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მართლა რომ ფორუმმა აიღოს ხელისუფლება რუსებს აწყობს?

ანუ

მათ აწყობს მართვადი არეულობა,

თუ ფორუმი აწყობთ მხარს დაუჭერენ არეულობას თუ არა და იქამდე დაუჭერენ ხმარას სანამ საკამოდ არ გამნწვავდება სიტუაცია მაგრამ საბოლოოდ ხელისუფლებაში ისევ საკაშვილი დარცეს მაგრამ.. არეულობა მაგრად აწყობთ

მტერი 40-კმ შიას რომ იძახიან იმ პონტში არ ვამბობ )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ამან თუ დაიწყო ისევ რუსები შევაშინეთო,ისევ შევლენ,მაგრამ რაღაცაში შეთანხმდნენ,თორემ ესე ადვილად გავიდნენ კაცო?

 

 

თუ მართლა გავიდნენ კარგია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ამან თუ დაიწყო ისევ რუსები შევაშინეთო,ისევ შევლენ,მაგრამ რაღაცაში შეთანხმდნენ,თორემ ესე ადვილად გავიდნენ კაცო?

 

 

თუ მართლა გავიდნენ კარგია.

 

ხო რა, ეხლა გამოვა და იტყვის "დეოკუპაცია დაიწყო" ხო და დაგვერხა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ხო რა, ეხლა გამოვა და იტყვის "დეოკუპაცია დაიწყო" ხო და დაგვერხა

ჯერ არ უთქვია..?? :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...