Jump to content
Planeta.Ge

სამთავრობო რეკლამები და დაჩმორებული ბიზნესი


Recommended Posts

ამდენი წელია ვაკვირდები და ყველა "ნაციონალურ" არხზე ყველაზე მეტჯერ სხვადასხვა სამთავრობო უწყების რეკლამა მიდის, არა PR, არამედ რეკლამა: მაგალითად "განათლების სამინისტრო გვაცნობებს, რომ სკოლებში ფიზკულტურის მაგივრად 24 სპორტის სახეობაა და უნდა ამოირჩიონ ბავშვებმა", ქალაქის ცენტრალურ უბნებში ამ შინაარსის დიდი სარეკლამო ბანერებიცაა. შე ოჯახაშენებულო ამ ბავშვების მშობლების გადახდილი გადასახადებით, თანაპარტიელების ჯიბეებს რატომ ავსებ??? რატომ ყიდულობ ძალიან ძვირადღირებულ რეკლამას??? დიდი ბანერები როა ქუჩაში, იმაზე რეკლამის განტავსება თვეში 10 000 ლარი ღირს თითო, ტელევიზიაში გააჩნია დროს და გააჩნია გადაცემას, მაგრამ რუსთავი2-ზე და იმედზე საღამოს ეთერში 10 წამიანი რეკლამა მინიმუმ 300$ ღირს. მთელი თვე და დღეში 50-ჯერ რო არ მანახო ეს, ის ბავშვი სკოლაში ხო მოდის და დადის, იქ ვერ ეტყვი??? რა იდიოტობააა???

დაცვის პოლიცია რატომ არის ვანოს შოუს გენერალური სპონსორი??? რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი გაუგონარი Y-ობა, რომ სახელმწიფო სტრუქტურა კერძო არხის იუმორისტული გადაცემის სპონსორია და გადასახადის გადამხდელთა ფულს იქ ხარჯავდეს???

მაგალითები უამრავია: ეკონომიკის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იგივე შსს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უამრავ რეკლამას ანთავსებენ ერორზე, იმედზე, პირველ არხზე, რეალ ტივიზე, აჭარაზე და საქართველოზე (თავდაცვის სამინისტროს არხი)...ანუ ხელოვნურად ასაზრდოებენ ამ არხის თანამშრომლების უზარმაზარ ხელფასებს და ბონისებს (საავტორო გადაცემის წამყვანებს 10 000 ლარზე მეტი აქვთ ხელფასები, საინფორმაციოს შტატიან დიქტორებს მინიმუმ 4000 + ყოველთვიურად იღებენ პრემიებს), გარდა ამისა ბიზნესის ტერორიც სახეზეა და ავხსნი რატომაც:

ნებისმიერი კომპანია როცა იწყებს ფიქრს, სად და როგორ მოახერხოს საკუთარი პროდუქციის პრომოცია პირველ რიგში რა თქმა უნდა მარკეტინგულად იკვლევს ცალკე გადაცემის რეიტინგს და ცალკე იმას, იმ გადაცემას რა კატეგორიის ხალხი უყურებს, მაგალითად ცემენტის მწარმოებელი ფირმა ბრაზილიური სერიალის დროს არ განათავსებს რეკლამას და ქალის ჰიგიენური საფენებისა კრივის ჩემპიონატის დროს.

ყველაზე ხანგრძლივი და მრავალფეროვანი რეკლამა აქვს თუ დააკვირდებით ნანუკას შოუს. :) თან აქ მარტო იმაში არ არის საქმე, რომ შენ გადაცემას აკეთებ და მერე მოდის სპონსორი. სპონსორი თავიდანვე გაძლევს ფულს, რაც პროექტით გათვალისწინებულ ხარჯებს მთლიანად თუ არა, დიდ ნაწილს მაინც ფარავს; ანუ დეკორაციების ფული, გადაცემის ქუდის, ტიხრების, მუსიკალური გაფორმების ფული და გადაცემაზე მომუშავე ადამიანების ხელფასები. ეს ნანუკას შოუ ძალიან ძვირადღირებული პროექტია და ჩემი დაკვირვებით რამოდენიმე ასეულ ათას დოლარს მოიცავს + რეკლამები შემოსდის და შემოსდის. :givi:

ამ დროს არათუ გადაცემა, არამედ სპორტული არხის გაკეთება წელიწადში 900 000-მდე ჯდებოდა და სპონსორებმა უარი თქვეს, როცა მარკეტინგულად ეს ყველაზე გამართლებული რეკლამაა მთელს მსოფლიოში და მითუმეტეს საქართველოში. "ნანუკას შოუებს" მდედრობითი სქესის პროვინციელი ჭორიკნების ნაწილი შეიძლება უყურებდეს ისეთი ინტერესით, რომ მაგალითად იმ გადაცემისთვის შემოვიდეს სახლში და რაღაც საქმე გადადოს ან ელოდებოდეს მაინც მის დაწყებას და ტელევიზორი გადართოს. მათგანაც არ ვიცი რეკლამას რამდენი უყურებს "ვინუჟდენში", რომ არიქა გადაცემის გაგრძელება არ გამომეპაროსო.

ეხლა წარმოიდგინეთ სპორტული არხი, რომელსაც ნაყიდი აქვს ყველა წამყვანი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატების პირდაპირი ტრანსლაციის უფლება, აჩვენებს რაგბს, კალათბურთს, ჩოგბურთს, ჭიდაობას, კრივს და ა.შ. ტრანსლირების უფლების ყიდვა ნიშნავს, რომ მათ გარდა ვერავინ აჩვენებს. რამდენი მანიაკია საქართველოში ფეხბურთისა თქვენს ირგვლივ თუ ვერ ამჩნებთ სოკოებივით მომრავლებულ ტოტალიზატორებში შეიხედეთ. აი ეს ხალხი გადადებს ყველაფერს, მივა მაგ "გადაცემის" ანუ რომელიმე მატჩის საყურებლად და რეკლამასაც უყურებს, რომ მატცის რაღაც მონაკვეთი არ გამოტოვოს. ასეთი ადამიანები ქართველი მამაკაცების მინიმუმ 50%-ია. ხოდა რატომ არ ჩადო ფული არავინ? იმიტომ, რომ კიდიათ, არავის ცოლი არ აკეთებს ასეთ რამეს და არავის აიძულებენ უაზროდ გადაყარონ ამდენი ფული. ეეეეეეჰ

 

 

P.S. ამ სპორტულ არხთან მე არ ვარ კავშირში. ლაშა დვალიშვილმა, სოსო კოტორეიშვილმა და სანდრო ცნობილაძემ თქვეს მაგაზე და იქიდან ვამბობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

მოისპო კი არა ლაშამ დადო ძალიან "კსტატი" თემა წეღან და რა იქნა. მაიცა მე დავლინკავ იმ გადაცემას:

 

http://www.ijp.ge/video_blank.php?vid=213

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტელევისორს საერთოდ არ ვუყურებ, ამის წინებზე ცემმა მეგობარმა რაღაც მიტხრა "ნანუკას შოუზე: და ინეტში ვუყურე - ნუ რაც იყო არაა საინტერესო

თვალში მომხვდა ერთი რამ - რაღაც გაუთავებელი რეკლამა იყო საკონდიტრო ნაწარმის - "ბარამბო"

ლამის 15 წუთიანი თან ატასჯერ გამეორებული ერთი და იგივე სისულელე

ეჭვი გამიჩნდა - ვისია ეს საწარმო? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

ბარამბოც იმისა ვისიც ეხლა კავკაზუსი. :D

ოღონდ კავკაზუსი მამიას წაართვა და ბარამბო თავიდანვე მაგისი იყო. :)

 

ამას აუცილებლად უყურეთ:

 

http://www.ijp.ge/vi...ank.php?vid=213

 

ყანაში ვცხოვრობთ რა, ტფუ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ამას აუცილებლად უყურეთ:

ვუყურე :user:

 

ბებიაჩემმა იცოდა თქმა

რა უჭირს რა, ქვაც ხელშუ უჭირავს და კაკალიც

ეგრეა ესეც - სულაც არ მიკვირს

გული მწყდება :user:

 

სპონსორების საკითხი ხომ საერთოდ

არ შეიძლება ყველას ვინც გთავაზობს ფული გამოართვა

მაგრამ....

ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი იყიდება, პირველი კი ნამუსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნ, ვითომ არც ყოფილა ეს და ამის მსგავსი თემები, ჰო? :)

არც ის ლინკი დამიდია. :)

შენ ხომ კანონი გიყვარს? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...