planetanews Posted October 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg რუსეთმა დაგმო საქართველოს ცალმხრივი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანებისთვის მის საზღვარზე მოგზაურობა გამარტივდება. ამიერიდან, ისეთი არასტაბილური რესპუბლიკების მცხოვრებლებს, როგორებიცაა ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და კიდევ ოთხი რესპუბლიკა, საქართველოში გამგზავრებისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის მიზანი ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას პროვოკაციად აღწერს. ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საზღვარი რუსეთს და საქართველოს შორის – ზემო ლარსი, რომელიც მაღლა კავკასიის მთებშია – ოთხი წლის შემდეგ პირველად მარტში ხელახლა გაიხსნა. მან გზა გაუხსნა ვაჭრობას და ბიზნეს შესაძლებლობები გაუჩინა ჩრდილო–კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს, სადაც ომის და სამხედრო შეტაკებების გამო მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია. BBC–ის კავკასიის კორესპონდენტის ტომ ესლემონტის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა ამ სამუშაო ძალის საკუთარი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების გამოყენებისკენ მიისწრაფვის. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს იმას, რასაც თავად „რუსეთის მოქალაქეების განსხვავებულ კატეგორიებად დაყოფის მცდელობას“ უწოდებს. 2008 წლის აგვისტოში საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ხანმოკლე ომში დაუპირისპირდნენ და მას შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილი არ არის. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts