Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge დიპლომატია: ევროკავშირი არაფერს წარმოადგენს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/logo_slate-150x57.png

 

დანიელ ვერნე

 

ევროკავშირს არ აქვს უნარი ნამდვილი კავშირივით იმოქმედოს, ეხება ეს მსოფლიოს სავალუტო ფონდს თუ გაეროს

 

უბედური ევროპა! მაშინ როცა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური (ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ჩანასახი) ჩამოყალიბების პროცესშია, მას პარტნიორებისგან მთელი მსოფლიოდან, მოსალოდნელი მხარდაჭერა არ აქვს. ერთი მხრივ, ყველას სურს, რომ სულ უფრო მეტი ევროპა, და ნაკლები – დაქსაქსული ევროპელი არსებობდეს. მეორე მხრივ, ევროკავშირს კვლავ უარს ეუბნებიან იმოქმედოს, როგორც ნამდვილმა კავშირმა. ასეთი წინააღმდეგობების მკაფიო მაგალითი ეს ორი შემთხვევაა.     

 

პირველი – მსოფლიო სავალუტო ფონდს (მსფ) ეხება. ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში სულ ცხრა ადგილია. აქედან სამი ადგილი ეკუთვნის საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს და კიდევ ექვსი – ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც წარმოადგენენ მთლიან რეგიონებს, რომელთა ტერიტორიაც ხშირად ძველი სამყაროს საზღვრებს მიღმაა. მაგალითად, ესპანეთი ყველა ლათინოამერიკული სახელმწიფოს წარმომადგენელია. ოცდაოთხიდან ცხრის. აშშ–ს მიაჩნია, რომ ეს ძალიან ბევრია და ამ მოსაზრებას სხვებიც იზიარებენ. ბევრს მიაჩნია, რომ ევროპამ ორი ან სამი ადგილი განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ უნდა დათმოს, რომლებმაც საგრძნობი წონა შეიძინეს მსოფლიო ეკონომიკაში. და თუკი ამ ლოგიკას  ბოლომდე მივყვებით, შეიძლება ითქვას, რომ ევროპას (ან ყველაზე ცოტა ევროზონას) მსფ–ში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს – რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ის შეიძენს წონას, რომელიც მისი ეკონომიკური და ფინანსური გავლენის ადეკვატური იქნება. ასე მაგალითად, აშშ–ს თავისი 16,5% ხმებით ფაქტობრივად ვეტოს უფლება აქვს, რასაც მხოლოდ 15% სჭირდება. თუკი ევროპელები თანახმა არიან დათმონ ორი–სამი სავარძელი, კომპენსაციის სახით თავისუფლად შეუძლიათ ამერიკელებისთვის ვეტოს უფლების გაუქმება მოითხოვონ.      

 

იმავდროულად, მსფ–ში მთავარ საკითხად რჩება ევროჯგუფის ან ევროკავშირის (ერთიანობაში) წარმომადგენლობა. იგივე ეხება დიდ „რვიანს“ და „ოცეულს“. ამ ორგანიზაციებში ევროპას წარმოადგენენ არამხოლოდ უმნიშვნელოვანესი ქვეყნები (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იტალია), არამედ ასევე ევროკომისიის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელები. ლისაბონის შეთანხმებას ეს პროცესი ოდნავადაც არ გაუმარტივებია, მიუხედავად იმისა, რომ მან გააუქმა ევროპის სახელმწიფოების მორგეობითი თავმჯდომარეობა საერთაშორისო შეხვედრებზე (მაგრამ არა ევროკავშირის შიდა საბჭოებზე!)

 

ისედაც უზარმაზარი ოდენობის ოფიციალურ წარმომადგენელთა რიცხვის ასეთი ზრდა ევროპის პარტნიორებში გაოცებისა და გაღიზიანების გარდა არაფერს იწვევს. ევროპელები კი ტყუილად ცდილობენ ყველას აუხსნან ის, რომ კავშირის წევრ–ქვეყნებს ერთობის მიღწევა მხოლოდ ცალკეულ საკითხებზე შეუძლიათ და ყოველთვის არ ძალუძთ შეთანხმება ყველა პრობლემაზე, თუმცა მთელი ძალით ცდილობენ საერთო აზრამდე მისვლას.

 

იმავდროულად, მათ სურთ, რომ ევროკავშირის, როგორც ერთი ორგანიზმის ხმამ შეცვალოს ეს მრავალხმიანობა, ან მას დაემატოს მაინც. სწორედ ამიტომ შესთავაზეს მათ ნიუ–ორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეას რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის და/ან ბლოკის უმაღლეს წარმომადგენელს საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონს მისცემს საშუალებას მიმართოს მას ევროპის სახელით. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. ჩინეთმა, რუსეთმა და მესამე სამყაროს ქვეყნებმა ევროპის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამის მიზეზი ათასგვარია: ნაციონალური სუვერენიტეტის ერთგულება, ზოგადად მტრული დამოკიდებულება დასავლეთისადმი, იმის შიში, რომ სხვა რეგიონალური გაერთიანებები ასევე მოითხოვენ ანალოგიურ პრივილეგიებს და ას შემდეგ.

 

გარდა ამისა, ევროპის მოთხოვნამ შეიძლება ბიძგი მისცეს დისკუსიას გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმაზე. აქ ევროპას ხუთიდან ორი მუდმივი წევრის ადგილი ეკუთვნის: მას აქ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს. დროდადრო, მსოფლიოში ხელახლა იწყებენ იმაზე საუბარს, რომ ამ ორი სავარძლიდან ერთი ევროპას უნდა დაუთმონ, მეორე კი სულ უფრო გაძლიერებულ განვითარებად ქვეყნებს. თუმცა, ასეთი რეფორმა, ყველაზე ცოტა იმას გულისხმობს, რომ ევროპას  ერთიანი საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რისგანაც ის ჯერ კიდევ ძალიან შორს დგას. ამ იდეის „შემსუბუქებული“ ვერსიაც კი, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა საკუთარი სავარძელი უნდა მიიღოს საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის გვერდით, აბსოლუტურად არარეალურად მოსჩანს.       

 

მოკლედ ევროპა ვერავის აიძულებს, რომ მოუსმინონ მას. როდესაც მას ერთიანი ფრონტით სურს გამოსვლა, სხვები ეჭვის თვალით უყურებენ. მაგრამ როდესაც ძველი ევროპული სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობენ, მათ ორმაგ თამაშში და განსაკუთრებით იმაში ადანაშუალებენ, რომ ითვისებენ პრეროგატივებს, რომლებიც მათ რეალურ წონას თანამედროვე სამყაროში არ შეესაბამება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...