planetanews Posted October 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2010 მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. ბერად აღკვეცის ლოცვა ჭაბუა ამირეჯიბს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ სახლში წაუკითხა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. გაზიარება[17:49 16-10-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLmtbQ9vD_I/AAAAAAAAEIA/qV9X23P0EKc/s200/liter_cela1.jpgროგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი.მეუფის თქმით, რადგან ჭაბუა ამირეჯიბს გადაადგილება უჭირს, ბერად აღკვეცის საიდუმლო სახლში შესრულდა. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა. "იინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts