ძუკუ Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 თეთრი ძაფით არის ესყველაფერი ნაკერი.97 მილიონის გადახდის საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილის დონეზე ნამდვილად ვერ გადაწყდებოდა.ვერც ფინანსთა მინისტრი და ვერც გილაური ამას ვერ გადაწვეტდა.ამიტომ მოადგილესთვის ქრთამის შეთავაზება უაზრობა იყო.დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 [ინტერპრესნიუსი] შიმონ პერესი საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების ბედით დაინტერესდა. გამოცემა "ჰაარეცის" ცნობით, ისრაელის პრეზიდენტმა, პერესმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაურეკა და დაინტერესდა, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს გამოძიება . მან ქართველ კოლეგას სთხოვა, ერთ-ერთ დაკავებულს, რონი ფუქსს დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ. "მე ვიცნობ ფუქსს, - უთხრა სააკაშვილმა პერესს", - წერს გამოცემა, რომელიც პერესის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აზუსტებს, რომ "ეს არ იყო მათი გათავისუფლების თხოვნა". თუმცა, სხვა დაპატიმრებულთაგან განსხვავებით, ფუქსი პერესის პირადი მეგობარია. ამასთან, ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პერესი ხშირად ინტერესდება ქვეყნის გარეთ დაკავებული ებრაელების ბედით. http://www.presa.ge/new/?m=news&NID=1231 პ.ს. საერთაშორისო სკანდალს ვერ ავცდებით თუ დროზე არ გამოუშვეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 newstudioპ.ს. საერთაშორისო სკანდალს ვერ ავცდებით თუ დროზე არ გამოუშვეს სკანდალი კი არა, რაც არ უნდა მოხდეს თუ სამართლიანად არიან დაჭერიელბი არ უნდა გამოუშვან. (ნუ, თუ ცხინვალს დაგვპირდნენ ჰო..) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 (edited) asesino_141სკანდალი კი არა, რაც არ უნდა მოხდეს თუ სამართლიანად არიან დაჭერიელბი არ უნდა გამოუშვან. გეთანხმები ებრაელები ისედაც საკმარისად გაჯეჯილდნენ და თავს გავიდნენ ჩვენთან მაგათი გამოშვება არ შეიძლება ამ პოსტისთვის ვორნი გეკუთვნის შენიშვნა მიღებულია ის სიტყვა წავშალე მაგრამ მასონები მართავენ საქართველოს და მთელ მსოფლიოს Edited October 19, 2010 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/haaretz2.gif ილა შვიდლერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი Haaretz–ს ისრაელთან მომავალი კავშირების შესახებ ესაუბრება 29 წლის ვერა ქობალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია. ქობალია სოხუმში დაიბადა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა კანადაში. 1999 წელს დაამთავრა კინგ ჯორჯის კოლეჯი, შემდეგ ტექნოლოგიების ბრიტანული კოლუმბიის ინსტიტუტი. საქართველოში თებერვალში დაბრუნდა და 2 ივლისს მინისტრად დანიშნეს. ქალბატონო მინისტრო, სად არის ის პოტენციალი, რომლითაც საქართველო–ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება შეიძლება? ვფიქრობ, ეს სამი ძირითადი სფეროა. ჩვენ დღემდე ვეწევით სოფლის მეურნეობის პროდუქციის 60 პროცენტის იმპორტს, დიდწილად იმიტომ, რომ სასოფლო–სამეურნეო მიწები ჩვენს ქვეყანაში პროპორციულად განაწილებული არ არის. ისრაელურ ფირმებს, ამ სფეროში მათი გამოცდილებითა და ძალით ეფექტური განვითარების მოტანა შეუძლია. მეორეც, ჩვენ დაინტერესებული ვართ იმის შეწავლით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი „ადამიანური კაპიტალი“. საბჭოთა კავშირის დაშლიდან პირველ ათწლეულში ჩვენმა საუკეთესო მეცნიერებმა – მათემატიკოსებმა, ფიზიკოსებმა – საქართველო დატოვეს და უცხოეთში გაემგზავრნენ, შვეიცარიაში, შეერთებულ შტატებში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენ გვინდა ვისწავლოთ ის, თუ როგორ შევინარჩუნოთ აქ ადამიანური კაპიტალი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისრაელი ამას ახერხებს, შესაბამისი პირობების უზრუნველყოფით. და ტურიზმი – ამ სფეროში უზარმაზარი არარელიზებული პოტენციალია. ისრაელს, ბოლოს და ბოლოს, ჰყავს მრავალრიცხოვანი რუსულ–ენოვანი მოსახლეობა და თითქმის ყველა საუბრობს ინგლისურად, რაც აუმჯობესებს ტურიზმის განვითარების შანსებს ორივე მიმართულებით. ჩვენ, როგორც ერთ–ერთ უძველეს ქვეყანას კავკასიაში, გვაქვს ის, რისი ჩვენებაც შეგვიძლია – აღარაფერს ვამბობ ისრაელზე, ცივილიზაციის ცენტრზე“. რამდენი ტურისტი ჰყავს ამჟამად საქართველოს? საბჭოთა კავშირის დროს, ყოველწლიურად ჩვენთან 7 მილიონი ადამიანი ჩამოდიოდა. 1990–იანი წლები ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, არანაირი ეკონომიკური შესაძლებლობები მაშინ არ გაგვაჩნდა. ახლა წელიწადში 2 მილიონი ტურისტი გვყავს და ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრანსტრუქტურაში, ძირითადად ავტომაგისტრალებსა და სასტუმროებში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, როგორც ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ადამიანს შუძლია ერთდროულად თხილამურით ისრიალოს და ზღვის სანაპიროზე დაისვენოს. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს მათ ვინც დათანხმდება შავი ზღვის 15 კილომეტრიან ზოლზე იივესტიციების განხორციელებას 2011 წლის 1 აგვისტომდე. ინვესტორები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. იერუსალიმი უკვე ნახეთ? იმ ექვსი საათის განმავლობაში (საუბრის მომენტისთვის), რაც ისრაელში ვარ, იერუსალიმშიც გახლდით, მაგრამ მხოლოდ საქმიან შეხვედრაზე. ოთხშაბათს, ყოველ თავისუფალ წუთს ამ ვიზიტს მივუძღვნი. ბოლოს და ბოლოს, ამ წმინდა ქალაქის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ბავშვობიდან ვიცი. ეკონომიკას დავუბრუნდეთ. საქართველოში ინვესტირება ისრაელელი ბიზნესმენებისთვის ღირებულია? გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ მსგავს სიტუაციაში ვართ, როდესაც გარემო ყოველთვის მეგობრული არ არის. როდესაც ინვესტორები შეერთებული შტატებიდან ან ევროკავშირიდან შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ, ისინი ყოველთვის კითხულობენ შესაძლო რისკების დონეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან, რუსეთისგან, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ. ისრაელელი ინვესტორები რისკების შესახებ კითხვებს საერთოდ არ სვამენ – ბოლოს და ბოლოს, ისინიც ხომ დიდწილად მტრულ გარემოში არიან და ძალიან კარგად ესმით ჩვენი და ჩვენი საჭიროებების. ხომ არ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ორი ისრაელელი ბიზნესმენის რონ ფუქსის და ზევ ფრენკელის დაპატიმრება? იცით, საქართველოს მთავრობამ არაერთი რეფორმა განახორციელა ბევრ სფეროში, მათ შორის პოლიციის ძალებში [დაახლოებით 30 000 პოლიციელი სახლში გაუშვეს თითქმის ერთდროულად]. რეფორმის მიზანი იყო კორუფციის მოსპობა, რომელიც ყველაფერს ხრავდა ჩვენს ქვეყანაში. ახლა ჩვენი ბიზნესმენები დაცულები არიან და მხოლოდ გადასახადებს იხდიან და მეტს არაფერს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ქრთამის მიცემის მცდელობა კანონთან შესაბამისობაში იქნება შესწავლილი. რა თქმა უნდა ფრენკელი და ფუქსი უდანაშაულოები არიან მანამ, ვიდრე სხვა რამ არ დამტკიცდება. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი დაცვით, რათა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება შეძლონ. მაგრამ 60–დღიანი დაკავება სასამართლო პროცესამდე მათ წინააღმდეგ არსებული ეჭვების სერიოზულობას არ ადასტურებს? ეს სასამართლო წესებია. მე ამ საკითხებში კარგად არ ვერკვევი. პრეზიდენტ შიმონ პერსემა მის ქართველ კოლეგ მიხეილ სააკაშვილს ამ ორი ადამიანის გათავისუფლება სთხოვა. ეს თხოვნა შედეგს გამოიღებს? სააკაშვილთან ძირითადად ეკონომიკის საკითხებზე ვსაუბრობ. ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. რა რეაქცია გქონდათ რუსეთის მხრიდან თქვენი პროდუქციის ბოიკოტზე, მათ შორის მაღალი ხარისხის ბორჯომის მინერალურ წყალზე და საფერავის ღვინოზე? განცხადებები ისე ჟღერდა, თითქოს რუსებმა მათში პერიოდულობის ცხრილის ყველა ელემენტი აღმოაჩინეს. არადა, დღეს ისე ჩანს, თითქოს მათ თავიანთი ემბარგოთი საქმე გაგვიკეთეს. ბოიკოტამდე რუსეთში ექსპორტი უფრო დაბალი ხარისხის იყო, რასაც ისინი უწოდებენ „ღვინოს წყლითა და შაქრით“. ახლა ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტები გვაქვს დასავლეთში, ასევე ისრაელში ექსპორტისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა როგორია? ვფიქრობ ძალიან დაბალი, ალბათ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი. ამას სერიოზული განახლება სჭირდება. და ვფიქრობ, რომ ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ბოლოს და ბოლოს არც თუ ბევრია ისეთი ქვეყანა რომელიც ისრაელთან ვაჭრობით დაინტერესებულია და მისკენ თვითმფრინავით მგზავრობისთვის ორი საათი სჭირდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ისრაელის და საქართველოს ურთიერთობებში კულტურული კავშირების და სპორტული შეჯიბრების მხრივ დეფიციტია, იმ ფონზეც კი, რომ დაახლოებით 55 000 ქართულენოვანი ადამიანი ცხოვრობს ისრაელში? ამის თაობაზე ჩვენს კულტურის მინისტრს აუცილებლად დაველაპარაკები. სხვათაშორის, დღეს მივაღწიეთ შეთახმებას, რომელიც გაზრდის თელავივიდან თბილისისკენ და პირიქით, ყოველკვირეული ფრენების რიცხვს ექვსი რეისიდან ათამდე. ყველა ეს რეისი გადატვირთულია და მათი გაზრდის აუცილებლობა არსებობს“. რას გვეტყვით ღამის კლუბის ისტორიაზე, სადაც მთავარ როლში იყავით და რაც ამ ზაფხულში გამოქვეყნდა? არავინ იცის ვის, სად და რომელ მაღალ თანამდებობაზე დანიშნავენ ერთ მშვენიერ დღეს. თუკი სერიოზული პასუხი გაინტერესებთ – წლების წინ, როდესაც კანადაში ვსწავლობდი, მეგობრებთან ერთად ფლორიდაში არდადეგებზე გავემგზავრე. ვიყავით ჩვეულებრივ ღამის კლუბში და ვცეკვავდით. მას შემდეგ რაც მინისტრად დამნიშნეს, ოპოზიციურმა გაზეთმა თბილისში ამ წვეულების შესახებ დაწერა და ფოტო გამოქვეყნა. რუსულმა მედიამ ამით ისარგებლა და ისტორია წარმოუდგენელ მასშტაბებამდე გაბერა. ერთ გაზეთში ეწერა, რომ ეს სტრიპტიზ–კლუბი იყო, მეორეში, რომ მაზოხისტების სტრიპტიზ–კლუბი, ათასგვარი ინტერპრეტაციით. ეს ყველაფერი აბსურდია. საქართველოში ამას მშვიდად შეხვდნენ. ეს ისტორიები მართლაც არ მანაღვლებს“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 დღეს ვებაზრე ებრაელებს და ნეთანიაჰუსაც დაურეკავს მიშასთვის, გაუშვი ეგენიო...მტყუან-მართალს რომ გავეშვა ეს ყველაფერი ჩემთვის პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მთელი მსოფლიო დიქტატორად აღიქვამს სააკაშვილს ანუ ადამიანად ვისი მითითებითაც ხალხს იჭერენ და უშვებენ, ვითომც სასამართლო ხელისუფლება არც არსებულა ამ ქვეყანაში... :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 (edited) [ინტერპრესნიუსი] შიმონ პერესი საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების ბედით დაინტერესდა. გამოცემა "ჰაარეცის" ცნობით, ისრაელის პრეზიდენტმა, პერესმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაურეკა და დაინტერესდა, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს გამოძიება . მან ქართველ კოლეგას სთხოვა, ერთ-ერთ დაკავებულს, რონი ფუქსს დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ. "მე ვიცნობ ფუქსს, - უთხრა სააკაშვილმა პერესს", - წერს გამოცემა, რომელიც პერესის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აზუსტებს, რომ "ეს არ იყო მათი გათავისუფლების თხოვნა". თუმცა, სხვა დაპატიმრებულთაგან განსხვავებით, ფუქსი პერესის პირადი მეგობარია. ამასთან, ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პერესი ხშირად ინტერესდება ქვეყნის გარეთ დაკავებული ებრაელების ბედით. http://www.presa.ge/new/?m=news&NID=1231 პ.ს. საერთაშორისო სკანდალს ვერ ავცდებით თუ დროზე არ გამოუშვეს პერესის პირად მეგობარს შეეხნენ ეს ბეჩავები გამოუშვებენ კი არა გამობანენ და ფეხის თითებს დაუკოცნინს ჩმორიკები ნახე რას გაბლატავდენნ Edited October 19, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 Siknadmoგამოუშვებენ კი არა გამობანენ და ფეხის თითებს დაუკოცნინს ჩმორიკები ნახე რას გაბლატავდენნეხლა ვაჭრობას შეეცდებიან asesino_141სკანდალი კი არა, რაც არ უნდა მოხდეს თუ სამართლიანად არიან დაჭერიელბი არ უნდა გამოუშვან. (ნუ, თუ ცხინვალს დაგვპირდნენ ჰო..)ეტყობა საქმეს, რომ არ არიან სამართლიანად დაჭერილები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 newstudioეტყობა საქმეს, რომ არ არიან სამართლიანად დაჭერილები "ეტყობა" იურისპრუდენციაში არ არსებობს. თუ ვერ წარმოადგენენ შესაბამის მტკიცებულებებს, შემდეგ შეიძლება ლაპარაკი გაჩალიჩებაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 (edited) asesino_141 კარგი რა ჯონათან, შენ რაღა დაგემართა კაცო? რაის მტკიცებულების წარდგენებზე ლაპარაკობ, დაგავიწყდა რომელ ქვეყანაში ვართ (ჩვენ, შენ არა)? რავა სასამართლო გვაქვს აქ გგონია და უყურებს ვინმე მაგ მტკიცებულებებს თუ მე შენ გეტყვი და პირველები არიან ვინც დაიჭირეს და წეწავენ?ეტყობა ისე შორს და იმდენი ხანია ხარ, რომ ხანდახან გავიწყდება. Edited October 19, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 analginკარგი რა ჯონათან, შენ რაღა დაგემართა კაცო? რაის მტკიცებულების წარდგენებზე ლაპარაკობ, დაგავიწყდა რომელ ქვეყანაში ვართ (ჩვენ, შენ არა)? რავა სასამართლო გვაქვს აქ გგონია და უყურებს ვინმე მაგ მტკიცებულებებს თუ მე შენ გეტყვი და პირველები არიან ვინც დაიჭირეს და წეწავენ?ეტყობა ისე შორს და იმდენი ხანია ხარ, რომ ხანდახან გავიწყდება. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ ვამბობ. ჯერ ხომ საერთოდ არაფერი არაა ცნობილი არც ჭორად და არც ისე. აი სასამართლოზე (თუ მივიდა იქამდე საქმე) თუ როგორ მტკიცებულებებს წარმოადგენენ იმის მიხედვით გამოჩნდება მეთქი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 analginრაის მტკიცებულების წარდგენებზე ლაპარაკობ, დაგავიწყდა რომელ ქვეყანაში ვართმაგ ხალხს სერიოზული მტკიცებულებების გარეშე არავინ დააკავებდა. რა სტრასბურგამდე ვერ მივლენ? ფული არ ეყოფათ თუ რა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 Saturnრა სტრასბურგამდე ვერ მივლენ? ფული არ ეყოფათ თუ რა?და რა დემოკრატიის შუქურაში ვერ იპოვიან სამართალს..?? :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2010 Saturnმაგ ხალხს სერიოზული მტკიცებულებების გარეშე არავინ დააკავებდა. რა სტრასბურგამდე ვერ მივლენ? ფული არ ეყოფათ თუ რა? მივლენ,მაგრამ ქვეყანას ექნება ეს გადასახდელი და არა იმათ,ვინც დღეს არის ხელისუფლებაში. ისე ეჭვი გეპარება,რომ სპასობნები არიან ესეთი სირობის ჩადენაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 analginდღეს ვებაზრე ებრაელებს და ნეთანიაჰუსაც დაურეკავს მიშასთვის, გაუშვი ეგენიო... ზოგჯერ ისეთს იტყვი ხოლმე რო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.