Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო ლიდერებს ძალაუფლებას უცვლის, მაგრამ ზოგიერთი ამაში პოლიტიკურ ხრიკს ხედავს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

სარა მარკუსი

 

თბილისი, საქართველო – საქართველოს პარლამენტმა პარასკევს საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლება შეიკვეცება, ხოლო პრემიერ-მინისტრისა განმტკიცდებაელიან, რომ ეს არჩევნები მოიტანს ხელისუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემას მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი ათწლეულის წინ საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდა, პრო-დასავლელმა პრეზიდენტმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, პირობა დადო რომ დაემორჩილება საპრეზიდენტო ვადის ლიმიტს და თანამდებობას დატოვებს, ხოლო მისმა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ახალი ჩასწორებები განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიას.

 

მაგრამ სააკაშვილის ოპენენტები ამტკიცებენ, რომ ცვლილებები ხრიკი იყო და ისინი  პრემიერ-მინისტრის როლის მეშვეობით, მისი მტრის ვლადიმერ პუტინის მსგავსად,  მისი ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად დატოვების საშუალებას იძლევა. პუტინი 2008 წელს, როდესაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა, პრემიერ-მინისტრი გახდა და მის ხელდასმულ შემცვლელზე, დიმიტრი მედვედევზე უპირატესი ძალაუფლება შეინარჩუნა.

 

„სააკაშვილი  ყოველთვის განამტკიცებდა იმ პოზიციას, რომელიც ეკავა“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ, აქაური ოპოზიციის ლიდერმა – „ახლა ლოგიკურად ჩნდება ვარაუდი, რომ  ის ეძებს ვარიანტებს ისე მოქცევისა, როგორც ეს პუტინმა გააკეთა“.

 

საქართველოს პარლამენტმა, რომელშიც სააკაშვილის პარტია ”გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა” დომინირებს, იოლად გადალახა ყველა წინააღმდეგობა პარასკევს და 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ, ხმა მისცა ცვლილებებს.

 

სააკაშვილს, მას მერე რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც დემოკრატიულ რეფორმატოს მიესალმებოდნენ, მაგრამ ბოლო დროს მას ხელისუფლების მონოპოლიზების, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გადადგმული ხისტი ნაბიჯების და პრესის თავისუფლების შეზღუდვის  გამო აკრიტიკებდნენ.

 

ის არ მალავს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, საკუთარი მხარდამჭერების დარჩენა სურს ხელისუფლებაში, თუმცა უარყოფს რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისთვის კონტროლის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

 

„მე რომ ხელისუფლებაზე ჩამოკიდება მინდოდეს, სხვა საშუალებებიც არსებობს – რეფერენდუმი მესამე საპრეზიდენტო ვადაზე ან მთელი ძალაუფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა“ – განაცხადა მან ამას წინათ ქართული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ახლად მიღებული ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი ინარჩუნებს კონტროლს შეირაღებულ ძალებზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრს საშინაო და საგარეო საქმეებზე უფრო დიდი გავლენის უფლება მიეცემა.  ცვლილებები გაამარტივებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას.

 

ევროპის საბჭომ, მისი იურიდიული საკონსულტაციო ორგანოს მეშვეობით, პარასკევს გამოქვეყნებულ კომენტარებში ბევრ ცვლილებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა ისიც ივარაუდა რომ საკმაო ნაბიჯები არ გადაიდგა პარლამენტისთვის ძალაუფლების გადასაცემად.

 

ალექსანდრე რონდელი,  საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების  ფონდის დირექტორი ამბობს, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებები ბალანსს შეიტანს მთავრობაში, რომელშიც სააკაშვილი დომინირებდა, მაგრამ ის ამავე დროს მის მხარდამჭერებს პარლამენტში, იმ შემთხვევაში თუ 2013 წელს მისი ოპონენტები გაიმარჯვებენ, მისი პოლიტიკის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

 

””გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას” ეშინია რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მათ შემდეგ, მას შეიძლება რუსეთი უჭერდეს მხარს“ – ამბობს რონდელი სააკაშვილის პარტიაზე – ”ისინი შიშობენ, რომ თუ შემდეგ პრეზიდენტს ძალიან დიდი ძალაუფლება ექნება, მან შეიძლება ყველაფერი შეცვალოს“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...