planetanews Posted October 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg თბილისი – საქართველოს პარლამენტმა უდიდესი უმრავლესობით ხმა მისცა სადაო ცვლილებებს კონსტიტუციაში, რომელთა მიხედვითაც მთავარი ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ, (ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა), კანონმდებლებმა დაამტკიცეს კონსტიტუციაში სერიათა ცვლილება, რომლებიც მათი მხარდამჭერების თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში კონტროლსა და ბალანსს უფრო დიდი დოზით შემოიღებს იმით, რომ შეზღუდავს პრეზიდენტის და განამტკიცებს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ძალაუფლებას. „ჩვენ ახლა გვაქვს კონსტიტუცია, რომელმაც საპარეზიდენტო-საპარლამენტო მოდელი საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელით შეცვალა. ამ მოდელის თანახმად, პრეზიდენტი უფრო არბიტრია, ვიდრე ის ვინც წარმართავს საშინაო პოლიტიკას, როგორც აქამდე იყო“ – ამბობს ლევან ვეფხვაძე პარლამენტის სპიკერის მოადგილე. „ის აქტიურად აღარ ერევა საშინაო პოლიტიკაში და უფრო მეტად შეასრულებს იმ პიროვნების ფუნქციას, ვინც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე წარმოადგენს. ქვეყნის შიგნით იარსებებს კაბინეტი, რომელიც მართვის მთავარ მოვალეობებს განახორციელებს“. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს მანევრი მიხეილ სააკაშვილს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის, ანუ 2013 წლის იანვრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების საშუალებას მისცემს. ირონიულია მაგრამ ეს ცვლილება ძალიან მოგვაგონებს სააკაშვილის ისტორიული მტრის, ვლადიმერ პუტინის ნაბიჯს. პუტინი ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის დროსაც ის ძალიან პოპულარული იყო, რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, დღესაც ისაა ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი. სააკაშვილმა კონსტიტუციური რეფორმის პროცესი შარშან დაიწყო და ამისი წარდგენა ისე სცადა, როგორც მმართველ ხელისუფლებასა და სულ უფრო მტრულად განწყობილ ოპოზიციას შორის უფსკრულის ამოვსების სურვილი, მაგრამ სააკაშვილის ოპონენტებმა უარი სთქვეს პროცესში მონაწილეობაზე და საკითხთან დაკავშირებით რეალური გადაწყვეტილების მიღების პრივილეგია პრეზიდენტსა და მის პარტიას დაუტოვეს. პარლამენტის გადაწყვეტილება, ალბათ გაანაწყენებს საქართველოს იმ ექსპერტებს დასავლეთში, რომლებიც შეშფოთებით ადევნებენ თვალს იმას, თუ როგორ მოსწყდა სააკაშვილი მისივე ”ვარდების რევოლუციის” დემოკრატიულ მანდატს უფრო ბუნდოვანი, გარკვეულწილად მართვის ავტორიტარული სტილის სასარგებლოდ. დასავლეთის ბევრი ოფიციალური პირი თბილისს მოუწოდებდა უფრო ფრთხილად მოკიდებოდა შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კერძოდ კი ისინი სთხოვდნენ საქართველოს გადაედო კენჭისყრა მანამდე, სანამ ევროპის საბჭო, ევროპის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული განვითარების საკითხებში ცვლილებებთან დაკავშირებით არ გასცემდა თავის ფინალურ რეკომენდაციებს. ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო, ვენეციის კომისია თავისი საბოლოო რეკომენდაციების შესადგენად 15 ოქტომბერს, ანუ იმავე დღეს შეიკრიბა, როცა საქართველოს პარლამენტში ფინალური კენჭისყრა ტარდებოდა. პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს ორგანომ ქართველ კანონმდებლებს გამოუგზავნა თავისი ფინალური განცხადების ასლი და ამით გზა გაუხსნა საპარლამენტო კენჭისყრას. „დასკვნა ძირითადში იმეორებს დოკუმენტს, რომელიც გასულ პარასკევს გამოქვეყნდა (8 ოქტომბერს) და მთლიანობაში საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიღებასაც დღეს მესამე მოსმენით ვგეგმავთ, ძალიან პოზიტიურად აფასებს“ – განაცხადა ბაქრაძემ. წინასწარ დოკუმენტში, რომელიც 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სტრასბურგში მოქმედმა კომისიამ უარი სთქვა იმ მიზეზების გარშემო სპეკულაციაზე, რომლებიც ცვლილებათა მიღმა არსებობს, მაგრამ ახსენა საქართველოში გაჟღერებული ბრალდებები, რომელთა თანახმად ცვლილება „მოტივირებულია არა მთავრობის მექანიზმის ჭეშმარიტი გაუმჯობესების სურვილით, როგორც ეს უნდა ყოფილიყო, არამედ პერსონალური ძალაუფლების გამო“. თუმცა მას არ მოუყვანია რაიმე ისეთი მიზეზი, რომელიც ქართველ პარლამენტარებს ცვლილებათა მიღებაზე უარს ათქმევინებდა. „სახიფათო“ ცვლილებები? ამ ცვლილებებით საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში იმ უკანასკნელ ქვეყნად იქცა, რომელიც გადააკეთებს თავის სახელისუფლებო სტრუქტურას, მაშინ როდესაც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი, როგორც განვითარებადი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი. ამ თვის დასაწყისში უკრაინამ გააუქმა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ”ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ მიიღეს და რომელთა თანახმადაც ძირითადი ძალაუფლება პარლამენტს გადაეცა. ბოლო ნაბიჯს, ქვეყნის პრო-რუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გავლენის განმტკიცებად მიიჩნევენ. წინა კვირას ყირგიზეთმა ჩაატარა არჩევნები, რომლის მიზანი პოსტ-საბჭოთა ცენტრალურ აზიაში პირველი საპარლამენტო დემოკრატიის შექმნა იყო. ცენტრალური აზიისთვის ავტორიტარული საპრეზიდენტო მმართველობაა დამახასიათებელი. მაგრამ ბევრი თვალსაზრისით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში ყველაზე გასაოცარი, ხოლო ზოგისთვის ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა. საქართველო, ძირითადად სააკაშვილის ქარიზმის, მისი კარგი ინგლისურისა და დასავლური წრეების აშკარა მხარდაჭერის გამო, ბევრი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თავის ბრწყინვალებას, როგორც რეგიონის ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა დემოკრატია, მაგრამ ისეთი ოპონენტები, როგორიცაა ვახტანგ ძაბირაძე, იმ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო ჯგუფის წევრი, რომელიც ქართველ სამართლებრივ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, შეშფოთებულები არიან ბოლო ნაბიჯით და ფიქრობენ, რომ ის შეიძლება ქართული პოლიტიკის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენდეს. „ეს ძალიან სახიფათო რამაა საქართველოს პოლიტიკური და სოციალური გარემოსთვის“ – ამბობს ძაბირაძე – „იმიტომ რომ რეალურად, ეს უდრის ქვეყანასი მმართველობის გაორმაგებას. ეს ის კონსტიტუციაა, რომელიც რუხი კარდინალების საჭიროებებზეა მორგებული. ვინც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, თუნდაც ქართველები, მოემსახურებიან ისინი საქართველოს თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესებს, არავის ეცოდინება. ეს კონსტიტუცია უკიდურესად სახიფათოა ქვეყნის მომავლისთვის“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts