Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველო და ისრაელი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ


Recommended Posts

საქართველო და ისრაელი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

 

ეს გადაწყვეტილება რეგიონული განვითარების და ინფრასტუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ისრაელის გზებისა და წყლის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვიზნიცერმა დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.

 

შეხვედრას ისრაელის ტურიზმის მინისტრი სტას მესეჟნიკოვი ესწრებოდა. მესეჟნიკოვისა და ვიზნიცერის ვიზიტი ორი თვის წინ რამაზ ნიკოლაიშვილის ისრაელში ყოფნის დროს დაიგეგმა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა იმ მემორანდუმზე იმსჯელეს, რომელიც მომავალ თვეში ისრაელის ინფრასტრუქტურის მინისტრის უზი ლანდაუს საქართველოში ვიზიტის დროს უნდა გაფორმდეს.

 

მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში ისრაელის გზებისა და წყლის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ერთად ბორჯომსა და ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...