planetanews Posted October 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/observateur.jpg ყოფილი მსახიობი, 76 წლის ბრიჯიტ ბარდო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ეკოლოგიური ალიანსის“ წინადადებაზე ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა საფრანგეთის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ბრიჯიტ ბარდო ამტკიცებს, რომ სწავლობს „დამოუკიდებელი ეკოლოგიური ალიანსის“ წინადადებას, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ბლოკის სახელით 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მსახიობმა ამის შესახებ მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის უკვე აცნობა წერილში, რომელიც სარკოზის ადმინისტრაციაში მიიღეს. წერილის შინაარსი ბარდოს ფონდმა ხუთშაბათს საღამოს გამოაქვეყნა. „რადგან თქვენი სიტყვები თქვენს ქმედებებს ეწინააღმდეგება და რადგან თქვენი მინისტრები ფრანგებს სიმართლეს უმალავენ (რედ.: საუბარია კანონის არარსებობაზე, რომელიც სავალდებულოს ხდის ცხოველების გაყრუებას ჰალალით ნებადართული განადგურების წინ), მე შევისწავლი “დამოუკიდებელი ეკოლოგიური ალიანსის“ წინადადებას მონაწილეობა მივიღო მათგან 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“, – წერს ბარდო. 28 სექტემბერს მას 76 წელი შეუსრულდა. „მემარჯვენეებსაც და მემარცხენეებსაც ფეხზე კიდიათ“ „აუცილებელია ერთი ხმა მაინც იცავდეს ცხოველებს, რადგან ყველას, როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე პოლიტიკოსებს ეს ფეხზე გკიდიათ!“, – დასძენს ბარდო. „დამოუკიდებელი ეკოლოგიური ალიანსის“ წარმომადგენლებმა ანტუან ვახტერმა და ჟან–მარკ გოვერნატორმა ბარდოს საკუთარი კანდიდატურის დაყენება სექტემბრის ბოლოს შესთავაზეს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატი ხართ მათ შორის, ვინც შეიძლება ჩვენ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოგვადგენდეს“, – ნათქვამია პოლიტიკოსების წერილში. იმავდროულად მათ კანდიდატები ყველა საარჩევნო ოლქში დაასახელეს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts