Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის მინისტრს


Recommended Posts

სახალხო დამცველი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ანდრეა ურუშაძეს მიმართავს რეკომენდაციით, შეისწავლოს დუშეთის ბავშთა სახლში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ადეკვატურობის საკითხი.

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ომბუდსმენი 39 ბენეფიციარის დიაგნოსტირებისა და ადეკვატურობის საკითხის შესწავლას და მათთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას სთხოვს.

 

სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფი, მონიტორინგის მიზნით, დუშეთის ბავშვთა სახლში 27 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე იმყოფებოდა.

 

დუშეთის ბავშვთა სახლი 15 სექტემბრიდან დროებით იღებს და მომსახურებას უწევს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის ბენეფიციარებს.

 

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია:აღნიშნული ბენეფიცირების უმრავლესობას დადგენილი აქვთ დიაგნოზი და იღებენ დანიშნულებას; თუმცა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესში დაფიქსირდა, რომ დუშეთის ინსტიტუციაში გადაყვანილ რამდენიმე ბენეფიციარს, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, გადასვლიდან მოკლე ხანში განუვითარდა ძლიერი აღგზნება და არაადეკვატური ქცევითი გამოვლინებები (ქვის, რკინის საგნების სროლა, მუქარა და ა.შ.). სხვა ბენეფიციარების გადმოცემით, სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ფიზიკური დაზიანების შიშით, ვერ ტოვებენ ინსტიტუციის ოთახებს.

 

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში არსებულმა სიტუაციამ მთელი დღის განმავლობაში შეაფერხა მონიტორინგის განხორციელება.

 

“დაწესებულების პერსონალმა, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მონიტორინგის განხორციელების დღის განმავლობაში, ვერ შეძლო სიტუაციის კონტროლი.”

 

დუშეთის ბავშვთა სახლის დირექტორის და ექიმი ფსიქიატრის განმარტებით, დუშეთის ბავშვთა სახლში გადაყვანილ ბენეფიციარებს არ აქვთ სამედიცინო ბარათები. აღნიშნული მიზეზის გამო, შეუძლებელია ბენეფიცირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ადეკვატურობის შეფასება.

 

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლოა დარღვეული იყოს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლით აღიარებული ადამიანის საყოველთაო უფლება ჯანმრთელობაზე და სამედიცინო დახმარებაზე, ასევე – სამედიცინო მომსახურების ხელმისწავდომობა, სამედიცინო ჩარევის დროულობა და ხარისხი; პერსონალისა და ბენეფიციარების უფლება, იმყოფებოდნენ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში, -ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...