Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევროპელები რუსეთთან და თურქეთთან ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხების განხილვას ჩქარობენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/logo_expresse.jpg

 

ანრი–პიერ ანდრე

 

ევროკავშირმა უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი დიალოგი უნდა დაიწყოს რუსეთთან და თურქეთთან, რათა ბოლო მოუღოს ყველა ფარულ კონფლიქტს და სტაბილურობას მიაღწიოს აღმოსავლეთის ფლანგზე, მიაჩნია ევროპის  საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს (ECFR).

 

პარასკევს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეს ანალიტიკური ცენტრი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს საკუთარი საზღვრების შენარჩუნებაზე მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ და ამრიგად გადმოიბარონ ესტაფეტა აშშ–სგან, რომლის ყურადღებაც დღეს ავღანეთზე, ირანსა და ჩინეთზეა კონცენტრირებული.  

 

კვლევაში ხაზგასმულია ის, რომ ევროპული უსაფრთხოების არსებულმა სისტემამ ვერ უზრუნველყო კოსოვოს ომის და ახლახანს საქართველოს კონფლიქტის პრევენცია. ევროპამ ვერ შეძლო ასევე თავიდან აეცილებინა შეფერხებები ბუნებრივი გაზით მომარაგებაში ან წარსულიდან მემკვიდრეობით შემორჩენილი ყოფილი სსრკ–ს საზღვრებთან არსებული კონფლიქტების დარეგულირება. 

 

ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დოვილში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამიტზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მდევედევს მიიღებს.

 

ანგარიშში „წესრიგის ილუზია და მრავალპოლარული ევროპის აჩრდილი“, რომლის ავტორებიც არიან მარკ ლეონარდი და ივან კრასტევი, ნათქვამია, რომ „მერკელი–მედვედევი–სარკოზის სამიტს კარგი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ ჰყავს ცუდი მონაწილეები“.

 

„ჩვენ გვჭირდება არაფორმალური დიალოგი ევროპის უსაფრთხოებაზე, რომელიც აამოქმედებდა ევროპის უსაფრთხოების სამ საძირკველს: თურქეთს, რუსეთს და ევროკავშირს“, – დასძენენ ისინი.

 

ეს ახალი ფორმატი არ დაიკავებს არსებული ინსტიტუტების ადგილს, როგორებიცაა ნატო–რუსეთის საბჭო ან ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), და საეჭვოა, რომ ის აისახოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ირგვლივ მიმდინარე მოლაპრაკებების მტკივნეულ პროცესზე.

 

თუმცა, მას შეუძლია ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება და ბევრ პოტენციურად ფეთქებადსაშიშ ზონაში, როგორიცაა მაგალითად დნესტრისპირეთი (მოლდავეთის სეპარატისტული რესპუბლიკა) ან მთიანი ყარაბახი (სომხური ანკლავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) განმუხტვისთვის აუცილებელი ჩარჩოს შექმნა. 

 

ევროპული უსაფრთხოების შეთანხმება?

 

ECFR–ის ანგარიშში ხაზგასმულია ის, რომ ასეთი სამმხრივი დიალოგის განხორციელებისთვის ბოლო დროს პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 

 

ნატომ გადადო ალიანსში საქართველოს და უკრაინის მიღების გეგმები, რაც მოსკოვის სასტიკ უკმაყოფილებას იწვევდა, აშშ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვას“ იწყებს, ხოლო ვარშავას და მოსკოვის ურთიერთობებიც საგრძნობლად დათბა, წერენ ავტორები.   

 

გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, ანდობენ თუ არა წამყვანი დასავლეთ–ევროპული სახელმწიფოები (გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) ამ დიალოგს საერთაშორისო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კეტრინ ეშტონს.

 

იმავდროულად, საგარეო პოლიტიკის საკითხებში 250 ევროპელი ექსპერტის გამოკითხვამ და ევროპულ დიპლომატიაზე ნაციონალური დოკუმენტების შესწავლამ ცხადყო შეხედულებების სულ უფრო მზარდი მსგავსება უსაფრთხოების სფეროში რისკებთან და რუსეთთან ურთიერთობებთან მიმართებაში.   

 

კვლევის ავტორების აზით, ამ სამმხრივმა დიალოგმა (ან, როგორც ისინი მას უწოდებენ „ტრიალოგმა“) პირველ რიგში კონცენტრაცია უნდა მოახდინოს დაძაბულობის შემცირებაზე, ასევე დემილიტარიზაციასა და ფარული კონფლიქტების მოგვარების გზების ძიებაზე.

 

წარმატების შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები შესაძლოა მეტი კეთილგანწყობით მოეპყრონ რუსეთის წინადადებას ევროპის უსაფრთხოების ახალი შეთანხმების შექმნაზე, რომელიც მთელი ამ პროცესის კულმინაციად უნდა იქცეს.

 

თუმცა, დღესდღეობით აშშ, ასევე ნატოს ევროპელი წევრების უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს მედვედევის ამ წინადადებას, რომელიც მათი მხრიდან აღქმულია, როგორც ვეტოს უფლების მოპოვებისკენ სწრაფვა ნატოს ყველა ოპერაციაზე ევროპაში.

 

Reuters

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...