Jump to content
Planeta.Ge

გავერთიანდეთ დეოკუპაციის იდეის ირგვლივ!


Recommended Posts

დეოკუპაციის ფრონტის შექმნა ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანი იდეაა მრავალი თვალსაზრისით. ჯერ ერთი ჩვენ პასიურობას ვართ მიჩვეული და უცხოა საზოგადოებრივი აქტივობა. ბევრის აზრით იდეალური სიტუაციაა „კარგი მთავრობის“ ყოლა, რომელმაც უნდა მოაგვაროს ყველა პრობლემა. მეორეც, დეოკუპაციის იდეა საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ, შეუძლია თუ არა ჩვენს საზოგადოებას დადგეს პირად პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა და ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, გაგვაჩნია თუ არა სულხან-საბას ძაღლების მსგავსი თვითგადარჩენის ინსტიქტი.

 

მესამეც, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას დღიდან საბჭოთა კავშირის დანგრევისა მუდმივად ჩვენს ხელისუფლებასთან ცუდი ურთიერთობით ამართლებს. „დეოკუპაციის ფრონტი“ საშუალებას გვაძლევს მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაშია ორ ქვეყანას შორის მტრულ დამოკიდებულებასთან. რომ ამ ზეპარტიულ მოძრაობაში არიან როგორც მმართველი პარტიის მომხრენი, ასევე მოწინააღმდეგენი, რომელნიც ერთიანდებიან აშკარა აგრესიისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

 

და კიდევ ერთი. „დეოკუპაციის ფრონტის“ ინტერნეტ ფორუმი ვერ გაექცევა სხვადასხვა მტკივნეული პოლიტიკური თემების განხილვას, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მივბაძოთ ძველ რომაელ მოაზროვნეს, კატონ უფროსს. რა თქმა უნდა, მისი შეხედულებების გაზიარებისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მე მისი მიზანდასახულობა და ყურადღების მთავარი პრობლემის მიმართ კონცენტრაცია მაქვს მხედველობაში. უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ფრონტის ყველა წევრმა, მიუხედავად იმისა, რა თემებსაც არ უნდა შეეხოს იგი, დასასრულს კიდევ ერთხელ დააფიქსიროს მთავარი. მეც ასე დავასრულებ. მაშ ასე: კართაგენი უნდა დაინგრეს. რუსმა ჯარისკაცებმა უნდა დატოვონ საქართველო.

 

 

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დეოკუპაციის ფრონტის ინიციატორთა დასის სახელით

 

 

ირაკლი წერეთელი

კონსტანტინე გვასალია

 

 

http://www.facebook.com/profile.php?id=100...516#!/saegm

 

საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის გვერდი ფეისბუქზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

დეოკუპაციის ფრონტის შექმნა ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანი იდეაა მრავალი თვალსაზრისით

მე მზად ვარ ამ ფრონტის წევრი გავხდე და ვიბრძოლო საქართველოს განთავისუფლებისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და კიდევ ერთი. „დეოკუპაციის ფრონტის“ ინტერნეტ ფორუმი ვერ გაექცევა სხვადასხვა მტკივნეული პოლიტიკური თემების განხილვას, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მივბაძოთ ძველ რომაელ მოაზროვნეს, კატონ უფროსს. რა თქმა უნდა, მისი შეხედულებების გაზიარებისგან ღმერთმა დაგვიფაროს

ეს ვერ გავიგე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

კაცო შენ ის კაცი არ ხარ? მეტი საქმე არ მაქვს ამ სირებისთვის ( საქართVელოს მოსახლეობისთვის ) ვიბრძოლოო?

როდის იყავი გულწრფელი? მაშინ თუ ეხლა? :)

და პასუხიც ხომ ყველამ ვიცით? :))

ეხ სეთური სეთური... რა მაგარი გამოდგა...

რამდენი ზებო ჰყავს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამათ თავისი თავისათვის ვერ უშველებიათ და ქვეყანას უშველიან??? ეს არასერიოზულია. ამათი რამიმე გონივრული გაკეთებული არავის უნახია.

თუ რამის გაკეთება უნდათ გააკეთონ უხმოდ. უფრო დაუფასდებათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

ამათ თავისი თავისათვის ვერ უშველებიათ და ქვეყანას უშველიან??? ეს არასერიოზულია. ამათი რამიმე გონივრული გაკეთებული არავის უნახია.

თუ რამის გაკეთება უნდათ გააკეთონ უხმოდ. უფრო დაუფასდებათ.

+1

რასაც აკეთებენ ეს მარტო ხმაურია და შენ ეუბნები იხმაურედ უხმოდო.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

გავერთიანდეთ დეოკუპაციის იდეის ირგვლივ!

9 გამოხმაურება

 

3.5 კმ გაცურა მიშამ

52 გამოხმაურება

 

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

როდესაც სააკაშვილი საქართველოს რუსეთს ამსგავსებს(თითქმის რუსეთია უკვე) რა დეოკუპაციაზეა საუბარი... :( :no:

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...