planetanews Posted October 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2010 <p style="text-align: justify; ">http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bne_logo_120.gif სამანტა შილდსი საქართველომ 8 ოქტომბერს თურქეთთან საზღვრის მართვის გამარტივების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი მიზანი ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლის ტრანსპორტირებისთვის თავისი, როგორც სატრანზიტო დერეფნის მიმზიდველობის განმტკიცება და ტურისტთა ნაკადის გაზრდაა ახალი სისტემის თანახმად, ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადალახვისას საჭირო იქნება მხოლოდ ერთი საბაჟო შემოწმება და მხოლოდ ერთი წყება ორენოვანი დოკუმენტებისა. დღემდე საჭირო იყო შემოწმებისა და დოკუმენტების ორი წყება, რაც პროცესს ხანგრძლივს და დამღლელს ხდიდა. „ყველაფერი განახევრდა. აღარ ჩატარდება ორმაგი შემოწმება. ჩვენი გათვლით, ეს საკონტროლო პუნქტებზე გასატარებელ დროს 40%-ით შეამცირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საბაჟოებზე დამატებით ექვსი ან შვიდი საათი გაჩნდება“ – ამბობს კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, რომელმაც სტამბოლში ხელი მოაწერა დოკუმენტს თურქეთის სახელმწიფო მინისტრ ჰაიატ იაზიჩისთან ერთად. მან დასძინა, რომ შეთანხმებამ დაადასტურა ორ ქვეყანას შორის არსებული ნდობა და იმეორებს სისტემას, რომელიც მოქმედებს საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის არსებულ საზღვარზე – „იდეა ისაა, რომ განმტკიცდეს სატრანსპორტო დერეფანი და ვცადოთ ჩვენს შორის დღემდე არსებული ყველა ბარიერის გაუქმება“. თურქეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის ბოლო მონაცემებით, მან ამ წლის იანვრიდან-აგვისტომდე საქართველოდან $151 მილიონის გაიტანა და $527 მილიონის ღირებულების საქონელი შემოიტანა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი მაისში სააკაშვილის საჩვენებელ საინვესტიციო ქალაქ ბათუმში ერთმანეთს შეხვდნენ და სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა „სამაგალითო“ დონეს მიაღწია. ორი გამშვები პუნქტი, ერთი სარფში ბათუმიდან დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით და მეორე ვალეში უკვე ოპერირებენ. მესამე კარწახში 2011 წელს ამოქმედდება – განაცხადა ბაინდურაშვილმა. ახალი წესები იმოქმედებს არა მხოლოდ საქონლის გადამტან საბარგო მანქანებთან, არამედ ნებისმიერ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც გადაკვეთს საზღვარს. მთავრობა იმედოვნებს რომ გამარტივებული სისტემა მიუახლოვებს მას დასახულ მიზანს და საქართველოში ზაფხულში ჩამოსვლის მსურველთა რიცხვს გაზრდის, რადგან მათ აღარ დასჭირდებათ ისე დიდი დროის გატარება საზღვრებთან, როგორც ეს წინათ იყო, რაც განავითარებს ტურიზმის სექტორს. „იმით, რომ საზღვრის გადალახვა უფრო იოლი გახდება და დაჩქარდება, ტურიზმს ხელი შეეწყობა, ხოლო ჩვენ ყველა სახის ტურისტს მივესალმებით, იმოგზაურებენ ისინი ფეხით თუ მანქანებით“ – განაცხადა ბაინდურაშვილმა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts