planetanews Posted October 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2010 რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ბლოგერია.მას თვითერზე 100 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს და აქტიურად არის ჩართული ბლოგის განახლებაში. ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გვერდს თითქმის 6 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტიც ბლოგერთა რიცხვში, გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელით და გვარით სოციალურ ქსელებში არაერთი ექაუნთია შექმნილი, მათ შორის, თვითერზეც და ფეისბუქზეც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ ამ გვერდებთან კავშირი არ აქვთ. რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს twitter-ზე ბლოგი აქვს. მედვედევის ბლოგი, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე პოპულარულია, მას დღეში 800 ახალი მომხმარებელი უერთდება, საერთო ჯამში კი, პრეზიდენტის ჩანაწერებს twitter-ზე 100 ათასამდე ადამიანი კითხულობს. რია ნოვოსტი წერს, რომ მედვედევის მიკრობლოგი ოფიციალურია. შესაბამისად, ყველა ის პოსტი, რომელიც საიტზე თითქმის ყოველდიურად ახლდება, თავად მედვევს ეკუთვნის. /get_img?NrArticle=2715&NrImage=202 Image 2441 საიტს, რომელსაც KremlinRussia ჰქვია და ლოგოდ რუსეთის სახელმწიფო გერბი აქვს, 96 783 ხელმომწერი ჰყავს. გვერდზე მითითებულ მონაცემებში ვკითხულობთ: სახელი:რუსეთის პრეზიდენტი ლოკაცია: მოსკოვი,რუსეთი გვერდი:KREMLIN.RU BIO:რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური თვითერ ექაუნთი. მუსიკა და ფეხბურთი - ბოლო ჩანაწერებში ეს ორი თემა აქტუალურია. ბლოგზე ვკითხულობთ: ”ჩვენებმა ფეხბურთი მოიგეს, არც ისე კარგად თამაშობდნენ, მაგრამ მთავარი შედეგია”. თვითერის გვერდს არც პრეზიდენტის როკ მუსიკოსებთან შეხვედრა გამორჩენია. საიტზე ვკითხულობთ: ”გუშინ შევხვდი ჩვენს მუსიკოსებს. ვილაპარაკეთ მუსიკის შესახებ, თუმცა, საერთო ჯამში, სხვადასხვა თემაზე”. 11 ოქტომბერს მედვედი რუს როკ მუსიკოსებს შეხვდა, მათ შორის, ბორის გრებენშიკოვს და ანდრეი მაკარევიჩს. ბლოგზე სწორედ ამ შეხვედრაზეა საუბარის. მუსიკის, ფეხბურთისა და სკოლაზე მოგონებების გარდა, მიკრობლოგი, სახელად– რუსეთის კრემლი, პოლიტიკაზეც წერს. საკითხები, რომლებიც ოქტომბრის თვეში ბლოგის ავტორს რამდენიმე წინადადებით აქვს მოხსენიებული, ძირითადად, უკრაინასა და ბელორუსიას ეხება. ბლოგის ავტორი უკრაინის შესახებ წერს, რომ ერთი წლის წინათ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უკრაინასთან ურთიერთობა დიდი ხნით გაფუჭდებოდა, მაგრამ დღეს, ამ წლის მანძილზე, უკვე მეცხრედ ვხვდები უკრაინის პრეზიდენტს. რაც შეეხება ბელორუსიას, ნათქვამია, რომ ბელორუსიასთან უაზრო დაძაბულობა აუცილებლად დასრულდება. რია ნოვოსტი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი 2010 წლის ზაფხულში გახდა ბლოგერი. მედვედევის ბლოგის ერთ-ერთი ხელმომწერია ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ქვეყნის 44-ე პრეზიდენტს თავად თითქმის 6 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. მედვედევს კიდევ ერთი ამერიკელი მეგობარი ჰყავს– არნოლდ შვარცნეგერი, კალიფორნიის შტატის გუბერნატორი და წარსულში ცნობილი მსახიობი. რაც შეეხება ობამას ბლოგს, თუ საძიებო სისტემაში რამდენიმე ათეულ ობამას ჩაწერთ, მასაც იპოვნით. ერთ-ერთი კი მისი ოფიციალური გვერდია. twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი მიხეილ სააკაშვილიც არის. საქართველოს პრეზიდენტის პრეს ცენტრი აცხადებს, რომ ისინი სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულ მიხეილ სააკშვილთან არაფერ კავშირში არიან. ამ სახელის და გვარის ექაუნთი, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს, თვითერის გარდა, ფეისბუქშიც არის. რაც შეეხება თვითერის ვირტუალურ საქართველოს პრეზიდენტს, მას 407 ხელმომწერი ჰყავს. /get_img?NrArticle=2715&NrImage=3 blog სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2010 მიხო რას შვება?გვსტუმრობს? ჩვენტან რამდენიმე პოლიტიკოსი ბედავს ღიად იყოს ჩართული ასეთ კამათებში, ნაწილი ფარულად ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.