Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ვენეციის კომისიის სხდომა და კენჭისყრა პარლამენტში


Recommended Posts

ვენეციის კომისიის 84-ე პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ხვალ, 15 ოქტომებრს, არის დაგეგმილი. ამავე დღეს საქართველოს პარლამენტი კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს უყრის კენჭს.

 

ვენეციის კომისიის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი იუწყება, რომ საქართველოს ახალ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს გააცნობენ.

 

ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას 15 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს და საბოლოო რეკომენდაციებს მიიღებს. ქართული დელეგაცია სტრასბურგში უკვე გაემგზავრა.

 

8 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე შენიშვნები და რეკომენდაციები.

 

აქვე საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდოს. პავლე კუბლაშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ მათთვის ცნობილია ვენეციის კომისიის მოსაზრება, რადგან მათთან ერთი წლის მანძილზე შეხვედრები და კონსულტაციები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამ მიზეზით, მან განაცხადა, რომ პარლამენტი არ დაელოდება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა სამშაბათს საქართველოს პარლამენტში შედგა. ხვალ კი იმ ცვლილებებზე იგეგმება კენჭისყრა, რომლებიც პარლამენტმა საკონსტიტუციო პროექტში შეიტანა.

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...